შპს „ა-ნეტის" წილის 100%-ის შპს „დელტა-კომმის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 20, 2016 12:20
მიღების თარიღი სექტემბერი 15, 2016
შპს „ა-ნეტის" წილის 100%-ის შპს „დელტა-კომმის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას წერილით მიმართა შპს 2ა-ნეტმა" (კომისიაში წერილის რეგისტრაციის №შ-6/9143-16 30.08.2016), ფიზიკური პირის პაატა ქიქოძის კუთვნილი შპს „ა-ნეტის" (ს/კ 404893978) წილის 100%-ის შპს „დელტა-კომმის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ა-ნეტი" წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეზე:
A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.4. მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილების მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
კოაქსიალური (საკაბელო) მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
სპილენძის წყვილებით მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
კოაქსიალური (საკაბელო) მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.6. საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა
საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.7. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა
ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
აბონენტების (ბოლო მომხმარებლების) ინდივიდუალური დაშვების სისტემის საშუალებების (ციფრული ტელევიზიის) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სხვა შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.8. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის სხვა საქმიანობის სახეები
დაშვებით აღებული: საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით, ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით მსურველი პირების უზრუნველყოფა ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება
B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
B.F.2. ინტერნეტ მომსახურება
სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL)
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
კოაქსიალური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
WiFi
ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება
B.F.3. მონაცემთა გადაცემა
მონაცემთა გადაცემა
B.F.5. სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება
სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება
B.M.1. მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
B.M.2. მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა
ტექსტური შეტობინების მომსახურება
მულტიმედიური მომსახურება
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება ( GPRS და სხვა)
მოძრავი ინტერნეტ მომსახურება
მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება
სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ა-ნეტზე“ გაცემულია ნუმერაციის რესურსით სარგებლობაზე შემდეგი ნებართვები:
ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N1 ნებართვა, შემდეგი სანებართვო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 210XXX (სულ ათასი სააბონენტო ნომერი) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;
ბ) გეოგრაფიული ზონა: ქობულეთის მუნიციპალიტეტი;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;
ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N162 ნებართვა, შემდეგი სანებართვო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: სულ 6 000 (ექვსი ათასი) სააბონენტო ნომერი (23 00 00-23 59 99) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;
ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. ბათუმი;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;
ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N163 ნებართვა, შემდეგი სანებართვო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: სულ 3 000 (ექვსი ათასი) სააბონენტო ნომერი (23 70 00-23 99 99) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;
ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. ბათუმი;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;
ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N292 ნებართვა, შემდეგი სანებართვო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: სულ 5 000 (ხუთი ათასი) სააბონენტო ნომერი (21 00 00-21 49 99) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;
ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. ბათუმი;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს 2ა-ნეტის" მიერ (კომისიაში წერილის რეგისტრაციის №შ-6/9143-16, 30.08.2016) კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:
- შპს "ა-ნეტის“ საფირმო სახელწოდების, საქმიანობის სახისა და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;
- შპს "ა-ნეტის“ დირექტორის, დამფუძნებელის - და მისი წილობრივი მონაწილეობის შესახებ;
- შპს „ა-ნეტის“ შემოსავლების შესახებ;
-შპს "ა-ნეტის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- შპს "დელტა-კომმის“ საფირმო სახელწოდების, საქმიანობის სახისა და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;
- შპს "დელტა-კომმის“ დირექტორის, დამფუძნებელის - და მისი წილობრივი მონაწილეობის შესახებ;
- შპს "დელტა-კომმის“ შემოსავლების შესახებ;
- შპს "დელტა-კომმის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „დელტა-კომმი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.4. მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.6. საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა
საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2. ინტერნეტ მომსახურება
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „ა-ნეტის“ წილის 100%-ის შეძენის მსურველი შპს „დელტა-კომმის“ დირექტორი და წილის 50%-ის მფლობელია ფიზიკური პირი პაატა ქიქოძე, ასევე 50%-ის წილის მფლობელია ფიზიკური პირი დავით ხუბულური.
ფიზიკური პირი პაატა ქიქოძე წარმოადგენს:
1. ავტორიზებული პირი - შპს "ა-ნეტის“ (ს/კ 404893978) დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს;
2. ავტორიზებული პირი - შპს „G-NET"-ის (ს/კ 404884675) დირექტორს და 70%-იანი წილის მფლობელს;
3. ავტორიზებული პირი - შპს „დელტა ინთერთეინმენტის“ (ს/კ 402008901) დირექტორს;
4. ავტორიზებული პირი - შპს „დელტა-ნეტის“ (ს/კ 404398503) დირექტორს;
5. ავტორიზებული პირი - შპს „თი-ნეტის“ (ს/კ 205213721) 45%-იანი წილის მფლობელს;
აფიზიკური პირი დავით ხუბულური წარმოადგენს ავტორიზებული პირი - შპს „თი-ნეტის“ (ს/კ 205213721) 45%-იანი წილის მფლობელს;
შპს „დელტა-კომმი“ (ს/კ 204991795) წარმოადგენს შპს „დელტა ინთერთეინმენტის“ (ს/კ 402008901) 100%-იანი წილის მფლობელს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „დელტა ინთერთეინმენტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
B.F.3. მონაცემთა გადაცემა
მონაცემთა გადაცემა
B.F.4. მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
B.F.6. გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)
გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)
შპს „G-NET"-ი წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
B.F.2. ინტერნეტ მომსახურება
სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL)
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
კოაქსიალური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
WiFi
ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება
შპს „დელტა ნეტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.4. მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.7. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2. ინტერნეტ მომსახურება
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
B.F.4. მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
B.F.6. გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)
გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)
შპს „თი-ნეტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.4. მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
შპს „ა-ნეტის“ მიერ წარმოდგენილი მონაცემების და ასევე კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით შპს „ა-ნეტის“ შემოსავლებმა ფიქსირებული საცალო სატელეფონო მომსახურებიდან 2016 წლის იანვრიდან 2016 წლის ივლისის თვის ჩათვლით შეადგინა:
ქ. ბათუმში - 27 036 ლარი;
ქობულეთის რაიონში - 35 ლარი.
აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2016 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგინა:
ქ. ბათუმში - 981 აბონენტი;
ქობულეთის რაიონში - 1 აბონენტი.
წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე ფიქსირებული საცალო სატელეფონო მომსახურებიდან აბონენტთა ხვედრითი წილი 2016 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენდა ქ. ბათუმში - 2,85%-ს, ხოლო ქობულეთის რაიონში - 0,03%. კომპანიების მიერ ფიქსირებული საცალო სატელეფონო მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს „ა-ნეტის“ შემოსავლების ხვედრითი წილი აღნიშნული პერიოდისათვის ქ. ბათუმში 2,03%, ხოლო ქობულეთის რაიონში 0,03%-ს.
ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან 2016 წლის იანვრიდან 2016 წლის ივლისის თვის ჩათვლით შეადგინა:
ქ. ბათუმში - 1 186 944 ლარი;
ქობულეთის რაიონში - 224 928 ლარი;
ხელვაჩაურის რაიონი - 219 545 ლარი;
ხულოს რაიონი - 283 ლარი.
აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2016 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგინა:
ქ. ბათუმში - 7 315 აბონენტი;
ქობულეთის რაიონში - 1 229 აბონენტი;
ხელვაჩაურის რაიონი - 814 აბონენტი;
ხულოს რაიონი - 1 აბონენტი.
წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან აბონენტთა ხვედრითი წილი 2016 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენდა ქ. ბათუმში - 18,68%-ს, ქობულეთის რაიონში - 18,26%, ხელვაჩაურის რაიონში 20,75%, ხოლო ხულოს რაიონში -0,48%. კომპანიების მიერ ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს „ა-ნეტის“ შემოსავლების ხვედრითი წილი 2016 წლის იანვრის თვიდან 2016 წლის ივლისის თვის ჩათვლით შეადგენდა ქ. ბათუმში 18,53%, ქობულეთის რაიონში 21,99%, ხელვაჩაურის რაიონში 33,41%, ხოლო ხულოს რაიონში -0,82%.
შპს „დელტა - კომმის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ასევე კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციით შპს „დელტა - კომმის“ შემოსავლებმა ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან 2016 წლის იანვრიდან 2016 წლის ივლისის თვის ჩათვლით ქ. თბილისში შეადგინა 740 224 ლარი, ხოლო აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2016 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით ქ. თბილისში შეადგინა - 2 აბონენტი;
წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან აბონენტთა ხვედრითი წილი 2016 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენდა ქ. თბილისში - 0,001%-ს, ხოლო შემოსავლების ხვედრითი წილი 2016 წლის იანვრის თვიდან 2016 წლის ივლისის თვის ჩათვლით შეადგენდა 1,05%-ს.
შპს „G-NET“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ასევე კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციით შპს „G-NET“-ის შემოსავლებმა ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან შეადგინა:
გარდაბნის რაიონში - 90 ლარი (2016 წლის იანვარი/აპრილის პერიოდი) ;
დუშეთის რაიონში - 0 ლარი (2016 წლის იანვარი/ივლისის პერიოდი);
მცხეთის რაიონში - 67 ლარი (2016 წლის იანვარი/მარტის პერიოდი).
ხოლო აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2016 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგინა:
გარდაბნის რაიონში - 0 აბონენტი;
დუშეთის რაიონში - 0 აბონენტი;
მცხეთის რაიონში - 0 აბონენტი.
შპს „დელტა-ნეტის“ მიერ წარმოდგენილი მონაცემების და ასევე კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით შპს „დელტა-ნეტის“ შემოსავლებმა ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან 2016 წლის იანვრიდან 2016 წლის ივლისის თვის ჩათვლით შეადგინა
ადიგენის რაიონში 32 643 ლარი;
ახალციხის რაიონში - 200 060 ლარი;
ახმეტის რაიონში - 130 080 ლარი;
ბოლნისის რაიონში - 23 213 ლარი;
ბორჯომის რაიონში - 4 751 ლარი;
გარდაბნის რაიონში - 421 411 ლარი;
გორის რაიონში - 27 685 ლარი;
გურჯაანის რაიონში - 372 885 ლარი;
დუშეთის რაიონში - 7 350 ლარი;
ქალაქ თბილისში - 2 387 995 ლარი;
თეთრი წყაროს რაიონში - 41 321 ლარი;
თელავის რაიონში - 342 485 ლარი;
კასპის რაიონში - 114 296 ლარი;
ლაგოდეხის რაიონში - 316 143 ლარი;
მარნეულის რაიონში 81 178 ლარი;
მცხეთის რაიონში - 570 891 ლარი;
საგარეჯოს რაიონში - 338 524 ლარი;
სენაკის რაიონში - 52 612 ლარი;
სიღნაღის რაიონში - 160 023 ლარი;
ქარელის რაიონში - 18 256 ლარი;
ყვარლის რაიონში -239 351 ლარი.
ხოლო აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2016 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგინა
ადიგენის რაიონში - 230 აბონენტი;
ახალციხის რაიონში - 1 370 აბონენტი;
ახმეტის რაიონში - 938 აბონენტი;
ბოლნისის რაიონში - 219 აბონენტი;
ბორჯომის რაიონში - 62 აბონენტი;
გარდაბნის რაიონში - 2 869 აბონენტი;
გორის რაიონში - 215 აბონენტი;
გურჯაანის რაიონში - 2 564 აბონენტი;
დუშეთის რაიონში - 74 აბონენტი;
ქალაქ თბილისში - 1 587 აბონენტი;
თეთრი წყაროს რაიონში - 267 აბონენტი;
თელავის რაიონში - 2 217 აბონენტი;
კასპის რაიონში - 763 აბონენტი;
ლაგოდეხის რაიონში - 2 178 აბონენტი;
მარნეულის რაიონში - 506 აბონენტი;
მცხეთის რაიონში - 3 838 აბონენტი;
საგარეჯოს რაიონში - 2 221 აბონენტი;
სენაკის რაიონში - 394 აბონენტი;
სიღნაღის რაიონში - 1 153 აბონენტი;
ქარელის რაიონში - 151 აბონენტი;
ყვარლის რაიონში - 1 566 აბონენტი;
წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან აბონენტთა ხვედრითი წილი 2016 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენდა
ადიგენის რაიონში - 24,68 %;
ახალციხის რაიონში - 25,56 %;
ახმეტის რაიონში - 35,04 %;
ბოლნისის რაიონში - 8,97 %;
ბორჯომის რაიონში - 1,89 %;
გარდაბნის რაიონში - 33,01 %;
გორის რაიონში - 1,32 %;
გურჯაანის რაიონში - 54,88 %;
დუშეთის რაიონში - 3,49 %;
ქალაქ თბილისში - 0,50 %;
თეთრი წყაროს რაიონში - 19,14 %;
თელავის რაიონში - 25,49 %;
კასპის რაიონში - 22,83 %;
ლაგოდეხის რაიონში - 77,04 %;
მარნეულის რაიონში - 8,82 %;
მცხეთის რაიონში - 81,00 %;
საგარეჯოს რაიონში - 62,86 %;
სენაკის რაიონში - 11,53 %;
სიღნაღის რაიონში - 47,53 %;
ქარელის რაიონში - 5,67 %;
ყვარლის რაიონში - 57,91 %.
კომპანიების მიერ ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს „დელტა-ნეტის“ შემოსავლების ხვედრითი წილი 2016 წლის იანვრის თვიდან 2016 წლის ივლისის თვის ჩათვლით შეადგენდა
ადიგენის რაიონში 25,55 %;
ახალციხის რაიონში - 27,14 %;;
ახმეტის რაიონში - 34,54 % ;
ბოლნისის რაიონში - 6,38 %;
ბორჯომის რაიონში -0,95 %;
გარდაბნის რაიონში - 33,64 %;
გორის რაიონში - 1,26 %;
გურჯაანის რაიონში - 51,19 %;
დუშეთის რაიონში -2,46 %;
ქალაქ თბილისში - 3,39 %;
თეთრი წყაროს რაიონში -23,96 %;
თელავის რაიონში -26,76 %;
კასპის რაიონში - 23,17 %;
ლაგოდეხის რაიონში - 78,71 %;
მარნეულის რაიონში - 9,54 %;
მცხეთის რაიონში - 70,12 %;
საგარეჯოს რაიონში - 63,69 %;
სენაკის რაიონში - 9,76 %;
სიღნაღის რაიონში - 42,71 %;
ქარელის რაიონში - 4,48 %;
ყვარლის რაიონში - 57,98 %.
შპს „დელტა-ნეტის“ შემოსავლებმა მაუწყებლობის ტრანზიტით გაწეული მომსახურებიდან 2016 წლის იანვრიდან 2016 წლის ივლისის თვის ჩათვლით შეადგინა
ახალციხის რაიონში - 12 ლარი;
ქ. ბათუმში - 31 ლარი;
ბორჯომის რაიონში - 5ლარი;
გარდაბნის რაიონში - 145 ლარი;
ქ. თბილისი - 24 ლარი;
თელავის რაიონში - 1 ლარი;
მცხეთის რაიონში - 77 ლარი;
სიღნაღის რაიონში - 0,38 ლარი.
ხოლო აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2016 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგინა
ახალციხის რაიონში - 2 აბონენტი;
ქ. ბათუმში - 6 აბონენტი;
ბორჯომის რაიონში - 1 აბონენტი;
გარდაბნის რაიონში - 17 აბონენტი;
ქ. თბილისი - 5 აბონენტი;
თელავის რაიონში - 1 აბონენტი;
მცხეთის რაიონში - 2 აბონენტი;
სიღნაღის რაიონში - 1აბონენტი.
წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებიდან აბონენტთა ხვედრითი წილი 2016 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენდა
ახალციხის რაიონში - 0,13 %;
ქ. ბათუმში - 0,03 %;
ბორჯომის რაიონში - 0,04 %;
გარდაბნის რაიონში - 0,42 %;
ქ. თბილისი - 0,003% ლარი;
თელავის რაიონში - 0,01%;
მცხეთის რაიონში - 0,02 %;
სიღნაღის რაიონში - 0,04 %.
კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს „დელტა-ნეტის“ შემოსავლების ხვედრითი წილი 2016 წლის იანვრის თვიდან 2016 წლის ივლისის თვის ჩათვლით შეადგენდა
ახალციხის რაიონში - 0,01 %;
ქ. ბათუმში - 0,002 %;
ბორჯომის რაიონში - 0,004 %;
გარდაბნის რაიონში - 0,082 %;
ქ. თბილისი - 0,0001% ლარი;
თელავის რაიონში - 0,0004%;
მცხეთის რაიონში - 0,018 %;
სიღნაღის რაიონში - 0,0005 %.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში შპს „დელტა ინთერთეინმენტს“ (ს/კ 402008901) და შპს „თი-ნეტს" (ს/კ 2052137219) 2016 წლის იანვრის თვიდან 2016 წლის ივლისის თვის ჩათვლით პერიოდში შემოსავლები არ უფიქსირდება.
კომისია აღნიშნავს, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით დგინდება შპს „ა-ნეტის“ და შპს „დელტა-კომმის“ აფილირებულობა, რადგანაც ფიზიკური პირი პაატა ქიქოძე არის შპს „ა-ნეტის“ დირექტორი და წილის 100%-ის მფლობელი, ასევე შპს „დელტა-კომმის“ დირექტორი და წილის 50 %-ის მფლობელი. ასევე ფიზიკური პირი პაატა ქიქოძე ფლობს შპს „თი-ნეტის“ წილის 45%-ს, შპს „G-NET”-ის წილის 70%-ს, ამავე დროს არის
შპს „G-NET”-ის, შპს „დელტა-ნეტის“ და შპს „დელტა ინთერთეინმენტის“ დირექტორი, ხოლო შპს „დელტა - კომმი“ არის შპს „დელტა ინთერთეინმენტის“ წილის 100 %-ის მფლობელი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება შპს „დელტა-კომმის“ აფილირებულობა შპს „ა-ნეტთან“, შპს „თი-ნეტთან“, შპს „დელტა ინთერთეინმენტთან“, შპს „G-NET”-თან და შპს „დელტა-ნეტთან“.
კომისია ასევე აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული აფილირებული ავტორიზებული პირები ბაზარზე ერთობლივად საქმიანობენ, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ა-ნეტის" (ს/კ 404893978) წილის 100%-ის შპს „დელტა-კომმის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ა-ნეტის" (ს/კ 404893978) წილის 100%-ის შპს „დელტა-კომმის“ მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „ა-ნეტს", შპს „ა-ნეტის" (ს/კ 404893978) წილის 100%-ის შპს „დელტა-კომმის“ მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს „ა-ნეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ა-ნეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შპს „ა-ნეტისათვის“ დაუყოვნებლივ გადაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს 2ა-ნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), ამ გადაწყვეტილების შპს 2დატაცენტრისათვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
