საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №65 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2016 11:30
მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2016
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №65 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა კომისიის 2016 წლის 23 სექტემბრის №65 სხდომის დღის წესრიგის პროექტი, რომელშიც დამატებით შესატანად წარმოდგენილი იყო 3 საკითხი:
ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ;
ბ) შპს „საქართველოს მედია ქსელის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე;
გ) „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განცხადება (2016 წლის 22-24 სექტემბერს საქართველოში დაგეგმილ ტოგოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით რადიოკავშირისთვის სიხშირეების მინიჭების თაობაზე) კომისიაში წარმოდგენილი იყო 2016 წლის 21 სექტემბერს (კომისიაში რეგისტრაციის №3/1004-16), ვერ იქნა უზრუნველყოფილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–7 მუხლის მე–5 პუნქტით განსაზღვრული ვადის დაცვით „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ საკითხის კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეტანა და კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნება. აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში დამატებით შეტანას მხარი არ დაუჭირეს კომისიის წევრებმა: მერაბ ქათამაძემ, გიორგი ფრუიძემ და კახი ბექაურმა, ხოლო მხარი დაუჭირეს კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ და კომისიის წევრმა ელისო ასანიძემ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კენჭი ეყარა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №65 სხდომის დღის წესრიგს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ საკითხის დამატების გარეშე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (მომხრე: კახი ბექაური, გიორგი ფრუიძე, მერაბ ქათამაძე; წინააღმდეგი: ელისო ასანიძე, ვახტანგ აბაშიძე)
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2016 წლის 23 სექტემბრის №65 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) შპს „საქართველოს მედია ქსელის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
ბ) „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
2.კომისიის 2016 წლის 23 სექტემბრის №65 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (გ.სულუხია).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
ვახტანგ აბაშიძე
|
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე
|
|
კომისიის წევრი |
|
კახი ბექაური
|
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე
|
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №65 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2016 წლის 23 სექტემბერი, 15:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №65 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. გ.სულუხია - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „არკადია ჯგუფისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირეული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „პირველი-მეორესთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირეული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „ომეგა-2“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირეული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „ATEF Georgia”-ს განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- სსიპ „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო ეთერში განთავსებული რეკლამის სტატუსის თაობაზე პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების განხილვის შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო ეთერში განთავსებული რეკლამის სტატუსის თაობაზე პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების განხილვის შესახებ (მომხს.ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს ,,ტელეიმედის“ სამაუწყებლო ეთერში განთავსებული რეკლამის სტატუსის თაობაზე პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების განხილვის შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ სამაუწყებლო ეთერში განთავსებული რეკლამის სტატუსის თაობაზე პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების განხილვის შესახებ (მომხს.ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „ხარისხის არხის“ მაუწყებლად ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- ,,შპს „მაგთიკომის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F2, №F4, №F12, №F15, №F16, შპს „ჯეოსელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F17, №F18, №F20, №F24 და შპს „მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5, №F42 და №F59 ლიცენზიების მოდიფიცირების, ცალკეულ შემთხვევებში მოქმედების ვადის 15 წლით განსაზღვრისა და ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურთა გადაანგარიშების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 29 იანვრის №55/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „ჯეონეტისთვის“ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და ავტორიზაციის შეჩერების შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- მომხმარებელ ა.ყურაშვილის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
- ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
- შპს „რადიოკომპანია საქართველოს ხმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „ვაიმაქს ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და შპს „ვაიმაქს ჯორჯიას“ ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „საქართველოს მედია ქსელის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელებისა და დასაქმებულთა ატესტაციის წესის დამტკიცების თაობაზე (მომხს. თ.ბოკუჩავა - კომისიის კონსულტანტი);
