წვდომის მენიუ

სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 630 / 7

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 03, 2016 12:15

მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2016

სს ”საქართველოს მილსადენის  კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის”  არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალმა”  (რეგისტრირებული ქ. თბილისის  დიდუბის რ-ის სასამართლოს მიერ 1996 წლის 26 ივლისს, რეგისტრაციის № 2/8-24),  კომისიას მიმართა განცხადებით    №GPC/OUT/0713/16 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/8277-15,11.08.16), დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის ობიექტებს შორის რადიოსარელეო კავშირის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შერჩეული რადიოსიხშირული წყვილი 12786მჰც ± 1.75მჰც  და 13052მჰც ± 1.75მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 3.5მჰც) გამოყენებულ უნდა იქნას მონაკვეთებზე: ახალი სამგორი (საქაჩი სადგური PS11) - რუსთავი; მუხრანი (PS13) - დუშეთი; დიდი ფლევი(PS15) - ქარელი; მანდაეთი (წნევის მარეგულირებელი სადგური PRS1) -კორბოული; ქვემო საქარა (PRS2) - თერჯოლა  და სუფსის ტერმინალი - ფოთი, მილსადენის ტექნიკურ სადგურებს შორის, შიდაუწყებრივი რადიოსარელეო კავშირისთვის, მხოლოდ  სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური  დანიშნულებით  და  არ  უნდა  იქნას  გადაცემული  სხვა  პირზე.     

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომელის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს  500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ,  1996 წლის 8 მარტს საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული  ხელშეკრულების  მე-5 მუხლის  5.1 და 5.3 პუნქტების შესაბამისად,  სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალი”, როგორც საექსპორტო მილსადენის პროექტის კონტრაქტორი განთავისუფლებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის, მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ საქართველოს მთავრობასთან 1996 წლის 8 მარტის გაფორმებული ხელშეკრულების  მე-5 მუხლის  5.1 და 5.3 პუნქტებისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ”სს საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1394 ნებართვა და მიენიჭოს რადიოსიხშირეები 12786მჰც ± 1.75 მჰც და 13052მჰც ± 1.75მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 3.5მჰც), მონაკვეთებზე: ახალი სამგორი (საქაჩი სადგური PS11) - რუსთავი; მუხრანი (PS13) - დუშეთი; დიდი ფლევი (PS15) - ქარელი; მანდაეთი (წნევის მარეგულირებელი სადგური PRS1) - კორბოული; ქვემო საქარა (PRS2) - თერჯოლა  და სუფსის ტერმინალი - ფოთი, ერთი წლის ვადით, მილსადენის ტექნიკურ სადგურებს შორის, შიდაუწყებრივი რადიოსარელეო კავშირისთვის,  არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. ”სს საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალის” მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3. აღირიცხოს ”სს საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის” ნებართვით მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

4. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით, დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს   მონიტორინგის განხორციელება;

5. დაევალოს ”სს საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალს”     გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის  განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

6.  საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში  უცხოური საწარმოს ფილიალი ”სს საქართველოს მილსადენის კომპანიისთვის”  სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

7. დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა.დაბრუნდაშვილი)   სანებართვო  მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ”სს საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის” ჩაბარებისთანავე. 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6)  ერთი თვის ვადაში;  

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

კომისიის თავმჯდომარე                               ვ.აბაშიძე

კომისიის    წევრი                                           ე. ასანიძე

კომისიის წევრი                                          კ.ბექაური

კომისიის წევრი                                          გ.ფრუიძე                                                    

 კომისიის წევრი                                         მ.ქათამაძე                                                                            

   

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები