წვდომის მენიუ

სსიპ „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 635 / 12

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 11, 2016 11:24

მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2016

სსიპ  ბირთვული და  რადიაციული  უსაფრთხოების  სააგენტოს“  განცხადების განუხილველად დატოვების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ  „ბირთვული და  რადიაციული  უსაფრთხოების  სააგენტომ“ 2016 წლის 05 ივლისს კომისიას მიმართა განცხადებით №1124,05.07.16, (რეგისტრირებული №შ-6/6519-16, 07.07.16.), რადიოაქტიური ნარჩენების ცენტრალიზებულ საცავში განთავსებული კონტეინერების უსანქციო გადაადგილების გამოვლენის და შეტყობინების გაგზავნის მიზნით,  სსიპ  „ბირთვული და  რადიაციული  უსაფრთხოების  სააგენტოს“ მიერ განცხადების დანართით წარმოდგენილი ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, მოწყობილობა „ARL-9900+“-ს გამოყენების შესაძლებლობისა და პირობების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არაავტორიზებად პირს, რომელის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

„ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 და მე-4  პუნქტების შესაბამისად, სანებართვო განცხადებას თან უნდა ერთვოდეს სსიპ  „ბირთვული და  რადიაციული  უსაფრთხოების  სააგენტოს“ სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის   დამადასტურებელი   საბუთი,   რაც  კომისიამ,  2016 წლის  09   აგვისტოს    წერილით    №  06/3039-16 აცნობა სსიპ  „ბირთვული და  რადიაციული  უსაფრთხოების  სააგენტოს“ და ამავე წერილით მიაწოდა საბანკო რეკვიზიტების მონაცემები, სანებართვო მოსაკრებლის გადახდისთვის.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ განმცხადებელს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის    სანებართვო    მოსაკრებლის   500 ლარის  (500  ლარი  1  სიხშირეზე)   საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის  დამადასტურებელი საბუთის  წარმოდგენისთვის  განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (წერილი  №  06/3039-16, 09.08.16, რომელიც ჩაბარდა სსიპ  „ბირთვული და  რადიაციული  უსაფრთხოების  სააგენტოს“  10.08.2016  წელს).

კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი დოკუმენტები  და  სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი  არ წარმოუდგენია.

კომისია   აღნიშნავს, რომ   საქართველოს  ზოგადი   ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე  მუხლის მე-5 ნაწილის   შესაბამისად,    თუ     დადგენილ   ვადაში   განმცხადებელი  არ  წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად,  კომისიამ  კენჭისყრის  შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1. განუხილველად დარჩეს  სსიპ  „ბირთვული და  რადიაციული  უსაფრთხოების  სააგენტოს“ განცხადება (რეგისტრირებული №შ-6/6519-16, 07.07.16.), მოწყობილობა „ARL-9900+“-ს  საქართველოში გამოყენების  შესაძლებლობის  თაობაზე;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული  ასლის  სსიპ  „ბირთვული და  რადიაციული  უსაფრთხოების  სააგენტოსთვის“ ჩაბარებისთანავე; 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  №6)  სსიპ  „ბირთვული და  რადიაციული  უსაფრთხოების  სააგენტოსთვის“ ჩაბარებიდან  ერთი თვის ვადაში;     

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

კომისიის    თავმჯდომარე                                       ვ.აბაშიძე                                                         

კომისიის წევრი                                                          ე.ასანიძე

კომისიის წევრი                                                          კ.ბექაური

კომისიის    წევრი                                                       გ.ფრუიძე

კომისიის    წევრი                                                       მ.ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები