წვდომის მენიუ

ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 645 / 18

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 13, 2016 17:38

მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2016

ა(ა)იპამოქალაქო განათლების ფონდისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/9695-16; 15.09.2016) საფუძველზე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდისათვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი პუნქტისა და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლის დარღვევის გამო. მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან (2016 წლის 8 ივნისი)  ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“  კომისიაში არ წარმოუდგენია და საკუთარ ვებ-გვერდზე არ აუტვირთავს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტითა და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/9695-16; 15.09.2016) თანახმად,  2016 წლის 11 აგვისტოს ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდმა“   კომისიაში წარმოადგინა  წერილობითი ინფორმაცია ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების ტარიფების თაობაზე (კომისიაში რეგისტრაციის: N6/8258-16, 11.08.2016). ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“   წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფისა და სამაუწყებლო ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით ინფორმაცია კომისიაში ყოველკვირეულად არ წარმოუდგენია.

კომისია აღნიშნავს, რომ ავტორიზებულ საერთო მაუწყებლებს, მათ შორის ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“, 2016 წლის 25 მაისს გაეგზავნათ კომისიის წერილი (04/1542-16; 25.05.2016), რომლის თანახმად, მათ ეცნობათ,  რომ  „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის თაობაზე“  საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო 2016 წლის 8 ივნისს. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული საერთო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებულნი არიან, მაუწყებლების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში, საჯაროდ გამოაცხადონ და კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია, თუ რომელი რიცხვიდან, რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი და ინფორმაცია გაწეული მომსახურების შესახებ. აღნიშნული წერილი ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“  ჩაბარდა 2016 წლის 30 მაისს, თუმცა ტელეკომპანიას ინფორმაცია კომისიაში არ წარმოუდგენია.

ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდისათვის“   ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 23 სექტემბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2016 წლის 23 სექტემბრის სხდომაზე გამოცხადდა ტელეკომპანიის წარმომადგენელი თორნიკე უსტარაშვილი,  რომელმაც განაცხადა, რომ  ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“  არ დაურღვევია საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტისა და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები. მისი განმარტებით, კომპანიამ 2016 წლის 11 აგვისტოს კომისიაში  წარმოადგინა  წერილობითი ინფორმაცია ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების ტარიფების თაობაზე, ხოლო წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფისა და სამაუწყებლო ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით კომისიაში წარმოსადგენი კოველკვირეული ინფორმაცია ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“  შესაბამისმა სამსახურმა სხდომის დაწყებამდე გადმოაგზავნა კომისიაში.  მისი მოსაზრებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მთავარი მიზანი დარღვევის აღმოფხვრა და პრევენციაა, გამომდინარე იქიდან, რომ დარღვევა დღეის მდგომარეობით აღმოფხვრილია, კომპანიის წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე.

კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/9695-16; 15.09.2016);
  2. კომისიის შეტყობინება (03/3484-16; 21.09.2016) და აღნიშნული შეტყობინების ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდისათვის“  ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. კომისიის წერილი (04/1542-16; 25.05.2016) მაუწყებლებს და აღნიშნული წერილის ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდისათვის“   ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  4. ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“   წერილი (№შ-6/8258-16 11.08.2016);
  5. ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“  შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  6. ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“   წარმომადგენლის  მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.

კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:

  1. ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“  წარმოადგენს მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა. მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა. მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა. ავტორიზაციის თარიღი; 14.07.2015);
  2. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით (03.06.2016; №03/06/02) საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები დაინიშნა 2016 წლის 8 ოქტომბერს. აღნიშნული განკარგულება სსიპ „საკანონმდებლო მაცნის“ ოფიციალურ ვებ-გვერზე (www.matsne.gov.ge) გამოქვეყნდა 2016 წლის 8 ივნისს. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო 2016 წლის 8 ივნისს, არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე;
  3. კომისიის 2016 წლის 25 მაისის №04/1542-16 წერილით მაუწყებლებს, მათ შორის, ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“  ეცნობათ, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშნული საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებული წინასაარჩევნო კამპანია დაიწყებოდა 2016 წლის 8 ივნისს და ამავე წერილით ეცნობათ წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებელთა ვალდებულებების შესახებ, მათ შორის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტითა და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების შესახებ. აღნიშნული წერილი კომპანიას ჩაბარდა 2016 წლის 30 მაისს;
  4.  ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდმა“  კომისიაში წარმოადგინა (№შ-6/8258-16; 11.08.2016) ინფორმაცია  ფასიანი და უფასო წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის განთავსების ტარიფების თაობაზე;
  5. ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“ წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფისა და სამაუწყებლო ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით ინფორმაცია კომისიაში ყოველკვირეულად არ წარმოუდგენია;
  6. ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე.

II. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;
  2. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
  3. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს;
  4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
  5. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე;
  6. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება;
  7. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს, უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას ამ ნორმების დარღვევაზე;
  8. კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული საეთერო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული არიან წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველი კვირის პარასკევ დღეს, კომისიის მიერ დადგენილი ფორმით მიაწოდონ შემდეგი ინფორმაცია:

ა.ა) მომდევნო კვირის ორშაბათიდან (თარიღი) ორშაბათამდე (თარიღი) ერთი კვირის პერიოდისთვის წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამისთვის გამოყოფილი საეთერო დრო;

ა.ბ) 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი საეთერო დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი;

ა.გ) საეთერო დროის ტარიფი;

ა.დ) წინა კვირის პარასკევიდან (თარიღი) პარასკევამდე (თარიღი) განმავლობაში გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაცია;

ა.ე) წინა კვირის პარასკევიდან (თარიღი) პარასკევამდე (თარიღი) სამაუწყებლო ბადის ჩანაწერი უწყვეტი ქრონომეტრაჟით.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის განმარტებისას, კომისიამ იხელმძღვანელა არადისკრიმინაციულობის, მიუკერძოებლობის, სამართლიანობისა და გამჭვირვალობის პრინციპებით, მაუწყებლებისთვის კანონით დადგენილი ვალდებულებებიდან და კანონის მიზნიდან გამომდინარე. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად,  ტელე- ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური სუბიექტებისათვის) ერთნაირი უნდა იყოს;  51-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის და ამ კანონის შესაბამისად. საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს. თავის მხრივ, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე. (ამ შემთხვევაში 8 ივნისს). ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს, უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას ამ ნორმების დარღვევაზე. ამდენად, მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკურირეკლამისათვის, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემებისა და არჩევნების გაშუქებისთვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში, მაუწყებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გახადოს საჯარო და წარუდგინოს ინფორმაცია კომისიას: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წინასაარჩევნო კამპანია იწყება უფრო ადრე ვიდრე კენჭისყრამდე 50-ე დღეა და მაუწყებელი დაუთმობს საეთერო დროს წინასაარჩევნო აგიტაციასა და რეკლამას, იგი ვალდებულია დაიცვას სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპი, რისი მონიტორინგის საშუალებაც უნდა მიეცეს კომისიას.

კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებელი კომისიის მიერ წერილობით ინფორმირებული იყო საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღისა და საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებული რიგი ვალდებულებების, მათ შორის,  წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფისა და სამაუწყებლო ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით კომისიისთვის ინფორმაციისყოველკვირეულადმიწოდებისვალდებულების შესახებ. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“, წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფისა და სამაუწყებლო ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით ინფორმაცია კომისიაში ყოველკვირეულად არ წარმოუდგენია, რითაც დაარღვია    საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი.

ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე იდენტური/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისთვის. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით გამოყენებული უნდა იქნას წერილობითი გაფრთხილება.

კომისიას მიაჩნია, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“  უნდა დაევალოს, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფისა და სამაუწყებლო ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტითა და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენა ყოველკვირეულად, წინასაარჩევნო კამპანიის დარჩენილ პერიოდზე, კანონით დადგენილი წესით.

III.სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-15 პუნქტის, კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 და მე-6 მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“  მიეცეს წერილობითი გაფრთხილება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
  2. დაევალოს  ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“  წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, კენჭისყრამდე, წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფისა და სამაუწყებლო ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტითა და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა;
  3. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდისათვის“  ჩაბარების დღიდან;
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  №6) ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდისათვის“   ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების  ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდისათვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდისათვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).                                                   

კომისიის თავმჯდომარე                                                           ვახტანგ აბაშიძე

მისიის წევრი                                                                               ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                          კახა ბექაური

კომისიის წევრი                                                                          გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                          მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები