წვდომის მენიუ

შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F66 ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 646 / 22

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 29, 2016 13:56

მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2016

შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F66 ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში კომისია) 2016 წლის 4 მაისის №279/6 გადაწყვეტილებით შპს ,,სილქ ლტი“-ს (2016 წლის 6 მაისიდან შპს ,,ვაიმაქს ჯორჯია“) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F66 ლიცენზიას 10 წლით გაუგრძელდა მოქმედების ვადა. ამავე გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, შპს ,,სილქ ლტი“-ს დაეკისრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის -207690.80 ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა გრაფიკის მიხედვით.

შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას“ 2016 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 89010.80 ლარი, რაც წარმოადგენს კომისიის გადაწყვეტილებისა და სალიცენზიო პირობის დარღვევას. შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა  დაინიშნა 2016 წლის 23 სექტემბერს 15:00 საათზე, რის შესახებ  შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2016 წლის 22 სექტემბერს, შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიამ“ კომისიას განცხადებით (№შ-6/10133-16) მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ  შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F66 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების დღიდან არ უსარგებლია აღნიშნული ლიცენზიით და არც სამომავლოდ აპირებს ლიცენზიით სარგებლობას. შესაბამისად, მოითხოვა შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიასთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოების დაწყება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F66 ლიცენზიის გაუქმების მიზნით.

 2016 წლის 23 სექტემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას“ წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას“ ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების დღიდან არ უსარგებლია აღნიშნული ლიცენზიით და არც სამომავლოდ აპირებს ლიცენზიით სარგებლობას. აქედან გამომდინარე, ითხოვა შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიასთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოების დაწყება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F66 ლიცენზიის გაუქმების მიზნით.

II. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის 2016 წლის 4 მაისის №279/6 გადაწყვეტილება ,,შპს ,,სილქ ლტი“-ს  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F66 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“;

2. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 26 აგვისტოს №შ-10/9033-16 მოხსენებითი ბარათი;

3. შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას“ განცხადება (№შ-6/10133-16; 26.09.2016);

4. კომისიის 2016 წლის 23 სექტემბრის კომისიის სხდომაზე შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას“ წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება;

5. ამონაწერი საჯარო რეესტრის სამეწარმეო (არასამეწარმეო) პირთა რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიასთან“ დაკავშირებით.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. კომისიის 2016 წლის 4 მაისის №279/6 გადაწყვეტილებით შპს ,,სილქ ლტი“-ს (2016 წლის 6 მაისიდან შპს ,,ვაიმაქს ჯორჯია“) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F66 ლიცენზიას 10 წლით გაუგრძელდა მოქმედების ვადა. ამავე გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, შპს ,,სილქ ლტი“-ს (2016 წლის 6 მაისიდან შპს ,,ვაიმაქს ჯორჯია“) დაეკისრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 207690.80 ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით:  29670.80 ლარი - 2016 წლის 15 ივნისამდე; 29670.80 ლარი - 2016 წლის 15 ივლისამდე; 29670.80 ლარი - 2016 წლის 15 აგვისტომდე; 29670.80 ლარი - 2016 წლის 15 სექტემბრამდე; 29670.80 ლარი - 2016 წლის 15 ოქტომბრამდე; 29670.80 ლარი - 2016 წლის 15 ნოემბრამდე; 29670.80 ლარი - 2016 წლის 15 დეკემბრამდე;

მტკიცებულება: კომისიის 2016 წლის 4 მაისის №279/6 გადაწყვეტილება

2. 2016 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით, შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას“ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გააჩნია კომისიის 2016 წლის 4 მაისის №279/6 გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება ჯამში 118680.80 ლარის ოდენობით;

მტკიცებულება:  კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 26 აგვისტოს №შ-10/9033-16 მოხსენებითი ბარათი

3. შპს ,,ვაიმაქს ჯორჯია“  ითხოვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F66 ლიცენზიის გაუქმებას, ვინაიდან მოქმედების ვადის გაგრძელების დღიდან არ უსარგებლია რადიოსიხშირული სპექტრით და არც სამომავლოდ აპირებს სარგებლობას.

მტკიცებულება:  შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას“ განცხადება (№შ-6/10133-16; 26.09.2016); შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება

IV. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია;

2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას, ხოლო მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის  ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;

3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად,  ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის გაუქმების უფლება აქვს მხოლოდ კომისიას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას“ განცხადება მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F66 ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

V. სარეზოლუციო  ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-11 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. შეწყდეს შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული  ადმინისტრაციული წარმოება;

2. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F66 ლიცენზიის გაუქმების მიზნით;

3. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2016 წლის  27 ოქტომბერს, 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

ბ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F66 ლიცენზიის გაუქმების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ვაიმაქს ჯორჯიასთვის“ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილების პირველი პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიასთვის“  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

 კომისიის თავმჯდომარე                               ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                              ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                              კახი ბექაური

კომისიის წევრი                                              გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                             მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები