შპს „საქართველოს მედია ქსელის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 11, 2016 11:21
მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2016
შპს „საქართველოს მედია ქსელის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „საქართველოს მედია ქსელმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/9728-16 15/09/2016) მაუწყებლობის ავტორიზაციის) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „საქართველოს მედია ქსელი“ ითხოვს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:
1. მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
2. მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
3. მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (ზოგადი გასართობი (დოკუმენტური კინო)) ტელემაუწყებლობა;
4. მაუწყებლობის ენა: ქართული;
5. მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 16 საათი;
6. მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:
ა)ინტერნეტი (საქართველო);
ბ)თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო);
გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
7. მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2016 წლის 26 სექტემბრამდე;
8. მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ა) ინტერნეტი - ფასიანი;
ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები - ფასიანი;
გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - ფასიანი;
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს მედია ქსელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:
1. კომპანიის განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მოთხოვნებს;
2. შპს „საქართველოს მედია ქსელის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
5. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;
6. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;
7. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;
8. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული:
ა) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;
ბ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:
ა) ადმინისტრაციული ორგანო;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;
დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;
ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს „საქართველოს მედია ქსელის“ მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხიმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს, კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კერძოდ: წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად შპს „საქართველოს მედია ქსელი“ დირექტორია ეკატერინე ჯავახიშვილი, ხოლო 85%-იანი წილის მფლობელია სს „სილქნეტი“ და 15%-იანი წილის მფლობელია შპს „გლობალ მედია ჯგუფი“. კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის დირექტორი ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მსურველი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს. საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
კომისიაში არსებული დოკუმენტაციის შესაბამისად, შპს ”გლობალ მედია ჯგუფის” 85%-იანი წილის მფლობელია თამარ გამყრელიძე, ხოლო 15%-იანი წილის მფლობელია შპს „ახალი მედია ჯგუფი“. შპს „ახალი მედია ჯგუფის“ 100%-იანი წილის მფლობელია ლევან ყუბანეიშვილი (პ/ნ 01024011144). სს ”სილქნეტის დამფუძნებელი აქციონერია კომპანია „Rhinestream Holdings Limited“-ი (წილის ოდენობა - 100%), რომელიც რეგისტრირებულია მალტის კანონმდებლობის შესაბამისად 2010 წლის 1 თებერვალს. კომპანია „Rhinestream Holdings Limited“-ის პარტნიორები არიან გიორგი რამიშვილი (პ/ნ 01008000622) – 61.9%, ალექსი თოფურია (პ/ნ 01026000555) – 28.58% და დევიდ ფრანც ბორგერი (პასპორტის ნომერი CH1H25M90) – 9.52%.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა შპს „საქართველოს მედია ქსელის” დირექტორის ეკატერინე ჯავახიშვილის და ბენეფიციარი მესაკუთრეების (ლევან ყუბანეიშვილი, თამარ გამყრელიძე, გიორგი რამიშვილი, ალექსი თოფურია, დევიდ ფრანც ბორგერი) მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.
იმის გათვალისწინებით, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი, კომისიის მიერ გადამოწმებულ იქნა ხომ არ არის რეგისტრირებული სს „სილქნეტის“ დამფუძნებელი „Rhinestream Holdings Limited“-ი (წილის ოდენობა - 100%), როგორც ბენეფიციარი მესაკუთრე, რომელიმე იმ ოფშორულ ქვეყანაში, რომლის ჩამონათვალის გათვალისწინებულია „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 მაისის №132 დადგენილებით, გადამოწმების შედეგად დაგდინდა, რომ საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებულ ჩამონათვალში მალტა გათვალისწინებული არ არის.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. შესაბამისად კომისიის მიერ გადამოწმდა შპს „საქართველოს მედია ქსელის”, შპს ”გლობალ მედია ჯგუფის”, სს ”სილქნეტის“, კომპანია „Rhinestream Holdings Limited“-ის, ფიზიკური პირების: ლევან ყუბანეიშვილის, თამარ გამყრელიძის, ეკატერინე ჯავახიშვილის, გიორგი რამიშვილის, ალექსი თოფურიას და დევიდ ფრანც ბორგერის აფილირება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების შესაბამისად ზემოაღნიშნული ფიზიკური და იურიდიული პირების აფილირება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ან ავტორიზაციის მფლობელ სხვა პირებთან არ დგინდება; ამავე დროს, შპს „საქართველოს მედია ქსელი“ არ ფლობს ავტორიზაციას საერთო საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 23 სექტემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „საქართველოს მედია ქსელის” უფლებამოსილი წარმომადგენელი ეკატერინე ჯავახიშვილი. კომისიის სხდომაზე ეკატერინე ჯავახიშვილმა დააზუსტა სპეციალიზებული მაუწყებლობის თემატიკა და განცხადებაში მოთხონილი თემატიკის ნაცვლად ავტორიზაციის გავლა მოითხოვა სპეციალიზებულ შემეცნებით ტელემაუწყებლობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „საქართველოს მედია ქსელის“ მაუწყებლად ავტორიზაცია და მისი მონაცემების რეგისტრაცია მაუწყებელობაზე კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გატარდეს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შპს „საქართველოს მედია ქსელი” შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (შემეცნებითი) ტელემაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა: ქართული;
ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 16 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);
ვ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო);
ვ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
ზ. მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2016 წლის 26 სექტემბრამდე;
თ. მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
თ.ა) ინტერნეტი - ფასიანი;
თბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები - ფასიანი;
თ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - ფასიანი;
2. შპს „საქართველოს მედია ქსელი“ ვალდებულია:
ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „საქართველოს მედია ქსელისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
