წვდომის მენიუ

ინდ. მეწარმე „პაატა აბრამიშვილისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 65 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 29, 2016 13:46

მიღების თარიღი თებერვალი 04, 2016

ინდ. მეწარმე „პაატა აბრამიშვილისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 2015 წლის 25 დეკემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 25 დეკემბრის Nშ-10/10348-15 სამსახურბრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2015 წლის 17 დეკემბერს ინდ. მეწარმე „პაატა აბრამიშვილის“ მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი N27 თანდართული მასალებით (1 CD, შემოწმების აქტი N27, ინდ. მეწარმე „პაატა აბრამიშვილის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კომისიის 2013 წლის 14 იანვრის წერილი N04/80-13 და ამ წერილის ინდ. მეწარმე „პაატა აბრამიშვილისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი, 2015 წლის 17 დეკემბრის ი/მ „პაატა აბრამიშვილის“ შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელთა თანახმად ირკვევა, რომ 2015 წლის 17 დეკემბერს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა ინდ. მეწარმე „პაატა აბრამიშვილის“  შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №27. შემოწმება ჩატარდა ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფ. შილდაში ინდ. მეწარმე „პაატა აბრამიშვილის“  ოფისში, კომპანიის მოლარე-ოპერატორის ნაირა კოკილაშვილის თანდასწრებით.  შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  ინდ. მეწარმე „პაატა აბრამიშვილი“  საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: 1.„საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, 2.„რუსთავი 2“, 3. „იმედი“, 4. „აჭარა“, 5. „მაესტრო“, 6. „GDS“, 7. „ობიექტივი“, 8. „TV 11“, 9. „ენკი-ბენკი“, 10.  „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, 11.  „Индия ТВ“,  12. „Боец ТВ“, 13.  „RU TV“.

 კომისიის აპრატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 25 თებერვლის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2015 წლის 17 დეკემბრის მდომგარეობით, კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: 1. „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, 2. „რუსთავი 2“, 3. „იმედი“, 4. „აჭარა“,  5. „მაესტრო“, 6. „GDS“,  7. „ობიექტივი“, 8. „TV 11“, 9. „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, 10. „Индия ТВ“, 11. „Боец ТВ“, 12. „RU TV“. შესაბამისად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ი/მ „პაატა აბრამიშვილის“ მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (25.12.2015; N10/10348-15) საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2016 წლის 11 იანვარს - შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან,  დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ინდ. მეწარმე „პაატა აბრამიშვილისათვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა  დაინიშნა 2016 წლის 28 იანვარს 15:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე ინდ. მეწარმე „პაატა აბრამიშვილს“  ეცნობა შეტყობინებით (11.01.2016; N03/71-16) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. ინდ. მეწარმე „პაატა აბრამიშვილს“  შეტყობინება ჩაბარდა 2016 წლის 13 იანვარს, რაც შეტყობინებაზე ნათელა ბეწუკელის (დედა) ხელისმოწერით დასტურდება.  ამავე შეტყობინებით კომპანიას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2016  წლის 28 იანვრის კომისიის სხდომას   ესწრებოდა  პაატა აბრამიშვილი, რომელმაც კომისიის სხდომაზე განმარტა, რომ  მთელ რიგ ქართულ არხებზე მას გააჩნდა სანებართო წერილები, რომლებსაც დაუყოვნებლივ წარმოადგენდა კომისიაში, რის გამოც  მოითხოვა სხდომის ერთი კვირით გადადება.  

კომისიამ დააკმაყოფილა პაატა აბრამიშვილის მოთხოვნა და გადადო სხდომა  2016 წლის 4 თებევლისათვის,  რის შესახებაც პაატა აბრამიშვილი გაფრთხილდა კომისიის 2016 წლის 28 იანვრის სხდომაზე კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

2016 წლის 3 თებერვალს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2016 წლის 3 თებერვლის N10/1041-16 სამსახურებრივი ბარათის პასუხად კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით (3.02.2016; N10/51-16) ეცნობა, რომ ი/მ „პაატა აბრამიშვილმა“ კომისიაში წარმოადგინა რიგი სამაუწებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, კერძოდ:  შპს „ჯი-დი-ეს“-ის სანებართვო წერილი (N69; 25.01.2016 – 25.01.2017); „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის სანებართვო წერილები (N0166-16; 29.01.2016; მოქმედების ვადა - უვადო) სამაუწყებლო არხების: „რუსთავი 2“-ის,  „კომედი არხის“ და „მარაოსი“ ი/მ „პაატა აბრამიშვილისათვის“ საკაბელო ქსელით გავრცელების უფლების მიცემის შესახებ; მედია კავშირის „ობიექტივის“ სანებართვო წერილი (N0102/01; 01.02.2016), სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის“ სანებართვო წერილი (N02-22/39; 03.02.2016), სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხის“  და  სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებლის II არხის“  სანებართვო წერილი (N3/9/01; 01.02.2016), შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ასლი სამაუწყებლო არხების: „Охота и Рыбалка“,  „Усадьба“,  „Шансон“,  „Music Box“ საკაბელო ქსელით გავრცელების თაობაზე (01.06.2015 – 31.05.2016).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 4 თებერვლის  სხდომაზე არ გამოცხადდა ი/მ „პაატა აბრამიშვილი“,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. კომისიის 2016 წლის 28  იანვრის სხდომაზე, პაატა აბრამიშვილი გაფრთხილდა სხდომის ჩატარების ადგილის,  თარიღისს და დროის შესახებ.  გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი  ი/მ „პაატა აბრამიშვილის“ დაუსწრებლად.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1.  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 25 დეკემბრის  N10/10348-15 სამსახურებრივი ბარათი;
  2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის შემოწმების აქტი N27;
  3. შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი;
  4. შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
  5. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი და ამ წერილის ინდ. მეწარმე „პაატა აბრამიშვილისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (16.01.2013);
  6. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 3 თებერვლის N10/1051-16 სამსახურებრივი ბარათი;
  7. ინდ. მეწარმე „პაატა აბრამიშვილის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულება შპს „ივერია ინტერმედიასთან“ გაფორმებული (კომისიაში რეგისტრაციის:20.04.2014; N6/1633-11);
  8. ინდ. მეწარმე „პაატა აბრამიშვილის“  ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  9. ინდ. მეწარმე „პაატა აბრამიშვილის“ ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
  10. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულიების დეპარტამენტის 2016 წლის 3 თებერვლის N10/1041-16 სამსახურებრივი ბარათი, თანდართლი მასალით;
  11. 2016 წლის 28 იანვარს კომისიის სხდომაზე ი/მ „პაატა აბრამიშვილის“ მიერ  მიცემული ახსნა-განმარტება.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. ინდ. მეწარმე „პაატა აბრამიშვილი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 01.02.2010); ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფაზე და მაუწყებლობის ტრანზიტზი);  
  2. 2015 წლის 17 დეკემბერს, 14:30 საათზე განხორციელდა ინდ. მეწარმე „პაატა აბრამიშვილის“  შემოწმება ყვარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში ი/მ „პაატა აბრამიშვილისი“ ოფისში, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ზ. კვირკველია, ი.ბაღაშვილი); შემოწმებას ესწრებოდა ი/მ „პაატა აბრამიშვილის“ მოლარე ოპერატორი - ნაირა კოკილაშვილი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N27. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები: ზ. კვირკველია და ი. ბაღაშვილი, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე - ნაირა კოკილაშვილი;
  3. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2015 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით ი/მ „პაატა აბრამიშვილი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას:  1.„საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, 2.„რუსთავი 2“, 3. „იმედი“, 4. „აჭარა“, 5. „მაესტრო“, 6. „GDS“, 7. „ობიექტივი“, 8. „TV 11“, 9. „ენკი-ბენკი“, 10.  „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, 11.  „Индия ТВ“,  12. „Боец ТВ“, 13.  „RU TV“.
  4. 2013 წლის 14 იანვარს N04/80-13 წერილით, რომელიც ი/მ „პაატა აბრამიშვილს“ ჩაბარდა 2013 წლის 16 იანვარს, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს,  მას განემარტა, რომ მომხმარებლისთვის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ შეთავაზებულ პაკეტში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
  5. 2015 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, ი/მ „პაატა აბრამიშვილი“ ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად რეტრანსლირებას: 1.„საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, 2.„რუსთავი 2“, 3. „იმედი“, 4. „აჭარა“, 5. „მაესტრო“, 6. „GDS“, 7. „ობიექტივი“, 8. „TV 11“,  9.  „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, 10.  „Индия ТВ“,  11. „Боец ТВ“, 12.  „RU TV“;
  6. შემოწმების სისწორე დადასტურდა 2015 წლის 17 დეკემბრის N27  შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
  7. ი/მ „პაატა აბრამიშვილმა“ 2016 წლის 3 თებერვალს კომისიაში წარმოადგინა რიგი სამაუწყებლო არხის მართლზომიერი ჩვენების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები (შპს „ჯი-დი-ეს“-ის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის, შპს „კომედი არხის“ და შპს „მარაოს“, მედია კავშირი „ობიექტივის“, შპს „აჭარის“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი  I არხის,  „საზოგადოებრივი მაუწყებელი II  არხის“ სანებართვო წერილები, ასევე შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიასთან გაფორმებული ხელშეკრულება);
  8. ი/მ „პაატა აბრამიშვილს“ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ ჰქონდა კომისიაში წარმოდგენილი შემდეგ სამაუწყებლო არხებზე საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: 1. „იმედი“,  2. „მაესტრო“,  3. „TV 11“,  4.  „Индия ТВ“,  5. „Боец ТВ“, 6.  „RU TV“;
  9. ი/მ „პაატა აბრამიშვილი“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  10. ი/მ „პაატა აბრამიშვილის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლებია:

  1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  4. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  5. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
  6. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
  7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  8. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს:

          ა) გადაცემის ჩაწერა;

         ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც     გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა;

        გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ;

       დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით;

       ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია.

       ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;

      ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;

      თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;

9. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ხოლო  მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად;

10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;

12. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე, საქმეზე არსებული დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე კომისიას მიაჩნია, რომ სატელევიზიო არხების: 1.„საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, 2.„რუსთავი 2“, 3. „იმედი“, 4. „აჭარა“, 5. „მაესტრო“, 6. „GDS“, 7. „ობიექტივი“, 8. „TV 11“,  9.  „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, 10.  „Индия ТВ“,  11. „Боец ТВ“, 12.  „RU TV“ შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე სამომხმარებლო პაკეტში ჩასმით და საკაბელო ქსელით ტრანზიტული გავრცელებით, ი/მ „პაატა აბრამიშვილის“ მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი, რის გამოც ი/მ „პაატა აბრამიშვილის“ მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია - გაფრთხილება.

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, ი/მ „პაატა აბრამიშვილს“ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების:  „იმედი“,  „მაესტრო“,  „TV 11“,   „Индия ТВ“,   „Боец ТВ“,  „RU TV“ არამართლზომიერი ტრანზიტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ)  ქვეპუნქტის,   45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის,  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

  1. ი/მ „პაატა აბრამიშვილს“ მიეცეს გაფრთხილება  „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის   დარღვევის გამო;
  2.  უზრუნველყოს ი/მ „პაატა აბრამიშვილმა“ საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: „იმედი“, „მაესტრო“,   „TV 11“,    „Индия ТВ“,  „Боец ТВ“,  „RU TV“ არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების ი/მ „პაატა აბრამიშვილისათვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) ი/მ „პაატა აბრამიშვილისათვის“ სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) ი/მ „პაატა აბრამიშვილისათვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ი/მ „პაატა აბრამიშვილისათვის“  ჩაბარების დღიდან;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

კომისიის თავმჯდომარე                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                            ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                            კახი ბექაური

კომისიის წევრი                                            გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                            მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები