წვდომის მენიუ

სს “პროგრეს ბანკისთვის” სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის № 724/7 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 660 / 7

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 18, 2016 12:05

მიღების თარიღი სექტემბერი 29, 2016

სს პროგრეს  ბანკისთვის”  სიხშირეების მინიჭების  გაუქმებისა  და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის №724/7 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ სს “პროგრეს ბანკმა”  (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. №204544323) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/10044-16, 21.09.16) ქ. თბილისში 412.800 მჰც და 417.950  მჰც სიხშირეების მინიჭების  გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული ჰქონდა კომისიის 2015 წლის  26 ნოემბრის  № 724/7  გადაწყვეტილებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

  1. კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის №724/7 გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად და გაუქმდეს სს “პროგრეს ბანკისთვის“ ქ. თბილისში 412.800 მჰც და 417.950 მჰც სიხშირეების მინიჭება;
  2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს “პროგრეს ბანკისთვის“  ჩაბარებისთანავე.
  3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) სს “პროგრეს ბანკისთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში; 
  4. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

კომისიის თავმჯდომარე                              ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                             ე. ასანიძე

კომისიის წევრი                                             გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                             მ. ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები