სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2016 12:39
მიღების თარიღი სექტემბერი 29, 2016
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/572-16, 21.01.2016წ; №შ-7/1403-16, 16.02.2016წ; №შ-7/8218-15, 27.10.2015წ.) მიმართა შპს „სინათლის ფონდმა“, ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდმა“ და ააიპ ახალქალაქის რადიოტელევიზიის საზოგადოებრივმა კომპანია „ევრიკამ“ და მოითხოვეს ახალქალაქსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მულტიპლექსპლატფორმის აგებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადება.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება მოიპოვება ლიცენზიის საფუძველზე, ამ კანონის 521-ე მუხლით გათვალისწინებული კონკურსის წესით. ამავე კანონის 501-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა თავისუფალი რადიოსიხშირული რესურსის არსებობისას, კომისიის ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე კონკურსის გამოცხადების და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შედეგად.
საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის 18 მაისის N862 განკარგულებით მოწონებულ იქნა ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და შესაბამისი რეკომენდაციების II ეტაპი. აღნიშნული დოკუმენტის მე-4 ნაწილის თანახმად იმ ციფრულ ზონებში, სადაც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის N206 განკარგულებით მოწონებული „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების“ შემუშავების პროცესში არ იყო ადგილობრივი მაუწყებელი, მაგრამ დღეისათვის გაჩნდა ადგილობრივი მაუწყებლობის მოთხოვნა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილია ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის/მულტიპლექსპლატფორმის ფორმირებისათვის საჭირო რადიოსიხშირული რესურსი გაიტანოს ღია კონკურსზე; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს ღია კონკურსის პირობებს.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 521-ე მუხლი განსაზღვრავს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების, ჩატარებისა და გამარჯვებულის გამოვლენის პროცედურულ საკითხებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულია, რომ საკონკურსოდ გამოტანილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყის საფასურს კომისია ადგენს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.
კომისია აღნიშნავს, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შესაძლებელია გამოცხადდეს კონკურსი შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:
|
№ |
ციფრული |
პუნქტი |
ეფექტურადგასხივებული |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენისპარამეტრები |
ხელმისაწვდომი რადიოსიხშირული რესურსი |
|||||
|
ჩრდილოეთ |
აღმოსავლეთ |
დაკიდების |
გასხივების |
პოლარიზაცია |
სატელევიზიოარხი |
ცენტრალური |
ზოლისსიგანე |
||||
|
1 |
GE0255 |
სოფ. დამალა, ასპინძის მუნიციპალიტეტი |
0.4 |
41°35'58.32" |
43°19'9.93" |
20 |
ND |
H |
09 |
202 |
8 |
კომისია აღნიშნავს, რომ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეკომენდაციის (თან ერთვის) საფუძველზე, კომისიამ 2014 წლის 31 მარტის №176/10 გადაწყვეტილებით ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ფორმირებისათვის საკონკურსოდ გამოტანილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყის საფასურად განსაზღვრა ნულთან მიახლოვებული, მაგრამ არაუმეტეს „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის დ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა - 1000 ლარი. აღნიშნულს საფუძვლად დაედო გამოხატვის თავისუფლებისა და მედია პლურალიზმის ხელშეწყობა. შესაბამისად კომისიას ამ შემთხვევაშიც მიაჩნია, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ფორმირებისათვის საკონკურსოდ გამოტანილი ამოწურვადი რესურსის სარგებლობის საწყისი საფასური უნდა იყოს ნულთან მიახლოვებული, მაგრამ არაუმეტეს „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის დ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა - 1000 ლარი. კომისიის აზრით მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებლების სატელევიზიო კონტენტის გავრცელების ხარჯი არ იყოს მაღალი და ამ ხარჯის ზრდას არ განაპირობებდეს სიხშირული რესურსის მოსაპოვებლად გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის მაღალი საფასური; მეორე მხრივ, ნულთან მიახლოვებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის დაწესებით, კომისია საშუალებას მისცემს ბაზარს თავად განსაზღვროს საკონკურსოდ გამოსატანი ამოწურვადი რესურსის რეალური საბაზრო ღირებულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-7 პუნქტის, 501-ე და 521-ე მუხლების შესაბამისად და „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის N862 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს კონკურსი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად;
2. ლიცენზიის მაძიებლების საკონკურსო განცხადებების მიღება განხორციელდეს 2016 წლის პირველი ნოემბრის 19:00 საათამდე;
3. საკონკურსო განცხადების მიღება განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის გამზირი/ბოჭორმის ქუჩა 50/18;
4. საკონკურსო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. (იმ შემთხვევაში თუ კონკურსში მონაწილეობას იღებს სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია უნდა იყოს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
5. საკონკურსო განცხადების მიღება უზრუნველყოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (ი.ხარებავა);
6. იკრძალება კომისიისთვის საკონკურსო განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის საფოსტო გზავნილის სახით მიწოდება;
7. კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს და სხვა საჯარო მოხელეს;
ბ) პოლიტიკურ პარტიას;
გ) იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს სახელმწიფო ან ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი.
8. კონკურსთან დაკავშირებით შეკითხვების წერილობითი ფორმით მიღება და მათზე წერილობითი პასუხების გამოქვეყნება განხორციელდეს 2016 წლის 18 ოქტომბრის 19:00 საათამდე;
9. მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2016 წლის 4 ნოემბრის 13:00 საათი;
10. ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2016 წლის 5 დეკემბრის 13:00 საათი;
11. კონკურსის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2016 წლის 8 დეკემბრის 13:00 საათი;
12. დამტკიცდეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის ჩატარების თანდართული წესი და პირობები (შემდგომში „საკონკურსო პირობები“);
13. წინამდებარე გადაწყვეტილებით დამტკიცებული საკონკურსო პირობები ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
14. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვროს 1000.00 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
15. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ.ყურაშვილი) კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელება;
16. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან;
17. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
18. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ, რადიოსიხშირეთა მართვის, სტრატეგიული განვითარების და სამართლებრივ დეპარტამენტებს ერთობლივად (ი. ხარებავა, ს. შავგულიძე, ი.ვერძეული, პ.ბერია).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
