წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №68 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 663 / 17

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2016 12:14

მიღების თარიღი ოქტომბერი 04, 2016

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის  68 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2016 წლის 04 ოქტომბრის №68 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13  და მე-15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2016 წლის 04 ოქტომბრის №68 სხდომის დღის წესრიგს დაემატოს 1 (ერთი) საკითხი: ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის” სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის ააიპ  „საქართველოს სპატრიარქოს რადიო ივერიისთვის“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

2. კომისიის 2016 წლის 04 ოქტომბრის №68 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №68 სხდომის დღის წესრიგი

             ქ. თბილისი                                                              2016  წლის 04 ოქტომბერი, 15:00 საათი

 

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №68 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის” სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის ააიპ „საქართველოს სპატრიარქოს რადიო ივერიისთვის” გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  3. შპს „დელტა კომმის“ წილის 100%-ის შპს „მაგთიკომის“ მიერ შეძენის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.კანკავა - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  4. შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საჩივრის კომისიის მიერ  განსახილველად მიღების თაობაზე (მომხს.თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები