უკრაინის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურისთვის მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 25, 2016 11:57
მიღების თარიღი ოქტომბერი 06, 2016
უკრაინის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურისთვის მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიამ განიხილა უკრაინის რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის სახელმწიფო ცენტრის წერილი (№ 80/09.3.2/14/11859, 31.08.2016) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით უკრაინის რადიოსამაუწყებლო სადგურისთვის MELITOPOL – 99.6 MHz მინიჭებული სიხშირის კოორდინაციის შესახებ (Geneva 84 გეგმის მოდიფიკაცია).
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, უკრაინის რადიოსამაუწყებლო სადგურის ფუნქციონირება არ წარმოქმნის მავნე რადიოხელშეშლებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი რადიოსადგურებისთვის და რეგიონალური შეთანხმება Geneva 84–ის მე–4 თავის შესაბამისად (რომელიც მოიცავს სიხშირეთა კოორდინაციის პროცედურებს), MELITOPOL – 99.6 MHz შეიძლება ჩაითვალოს კოორდინირებულად.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
- მიეცეს თანხმობა უკრაინის რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის სახელმწიფო ცენტრს რადიოსამაუწყებლო სადგურისთვის MELITOPOL – 99.6 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე წერილის (№ 80/09.3.2/14/11859, 31.08.2016) დანართში არსებული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებელის ხეივანი მე-12 კმ, № 6) ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
- გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის უკრაინის რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის სახელმწიფო ცენტრისთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი მ. ქათამაძე
Translation
Georgian National Communications Commission Extract from the Decision №667/14
TBILISI 06 October, 2016
On agreement of use of frequency assignment to station in radio broadcasting service of Ukraine
In accordance with the item 3 (sub-item “L”) of article 5 and the item 3 of article 8 of Georgian Law on “Broadcasting” Commission
Decided:
1. Give an agreement on utilization of frequency assignment to the VHF FM radiobroadcasting stations of Ukraine MELITOPOL – 99.6 MHz (Modification of the Regional Agreement Geneva 84) with the technical characteristics described in the attachment to the letter (80/09.3.2/14/11859 of 31.08.2016).
Chairman Vakhtang Abashidze
Commissioner Eliso Asanidze
Commissioner Kakhi Bekauri
Commissioner Merab Katamadze
