წვდომის მენიუ

შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F33 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 683 / 6

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 28, 2016 12:57

მიღების თარიღი ოქტომბერი 11, 2016

შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F33 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  განცხადებით მიმართა შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიამ“ (კომისიაში რეგისტრაციის N7/9623-16, 13.09.2016), რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F33 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 10 ნოემბრის N438/1 გადაწყვეტილების საფუძველზე           შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანია“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F33 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2500-2564  მგჰც და 2612-2636 მგჰც ქ. თბილისში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 13 ოქტომბრამდე;

გ) უზრუნველყოს შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანია“-მ 2500-2564  მგჰც და 2612-2636 მგჰც რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად;

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ.

შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F33 ლიცენზიას მოქმედების ვადა გასდის 2016 წლის 13 ოქტომბერს. შესაბამისად, შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიას“ მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში წარმოდგენასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის შესაბამისად“, 2500-2690 მჰც დიაპაზონის განაწილება პერსპექტივაში უნდა მოხდეს ევროკომისიის 2008/477/EC-ს და ECC/DEC905)05-ს გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და ტექნიკური პირობების შესაბამისად და განკუთვნილი უნდა იყოს მობილური/ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელებისათვის (MFCN).

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 473 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ამავე კანონის 472 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ჰარმონიზებული ტექნიკური ნორმებისა და პარამეტრების შესაბამისად დაგეგმვისა და დანაწილების მიზნით „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ისეთი ცვლილების შეტანისას, რომელიც შეუძლებელს  ხდის არსებული და  ახალდაგეგმილი ან დანაწილებული რადიოსიხშირეების ტექნიკური ნორმებისა და პარამეტრების ერთად შენარჩუნებას, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  თანაარსებობას, კომისია უფლებამოსილია ამგვარი რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს:

ა) არ გაუგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა. ამის  შესახებ ლიცენზიის მფლობელს უნდა ეცნობოს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე სულ ცოტა 3 წლით ადრე;

ბ) თუ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 3 წელზე ნაკლები, გაუგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა 10 წელზე  ნაკლები ვადით. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია:

ბ.ა) შეატყობინოს ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიის მოქმედების ვადის 10 წელზე ნაკლები ვადით გაგრძელების განზრახვის თაობაზე. ლიცენზიის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს ლიცენზიის მფლობელის მიერ შეტყობინების მიღებიდან 3 წელზე ნაკლები;

ბ.ბ) ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა გაიანგარიშოს ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის (წელი, თვე) მიხედვით;

         კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიას“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 473 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად 2016 წლის 7 აპრილს გაუგზავნა წერილი (№02/1121-16) და აცნობა, რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანია გამოხატავს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F33 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების სურვილს, ლიცენზიას ვადა გაუგრძელდება 2019 წლის 24 აპრილამდე, ხოლო ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობას კომისია გაიანგარიშებს ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის მიხედვით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის  შესაბამისად:

ა) ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“  შესაბამისად დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

ბ) თუ იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით  სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის (2 წელი) განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

გ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში − ბოლო 2) აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

დ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულია მხოლოდ 1 აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის ამ აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურს;

ე) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონი არ გამართულა, ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გასამართი აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით;

ვ) ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს.

      კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 1,000.00 (ერთი ათას) ლარს.           შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ მიერ 2016 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი (1,000.00 ლარი).

კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 30 სექტემბრის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/10392-16), რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F33 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშების თაობაზე. სამსახურებრივი ბარათის  შესაბამისად ზემოაღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დათვლა განხორციელდა „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების მე-10 მუხლის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის გ) ქვეპუნქტში აღნიშნული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლი“ არის 2500-2700 მგჰც რადიოსიხშირული ზოლი.

კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების შესაბამისად, 2500-2700 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში ჩატარებულია სამი აუქციონი, რომლებშიც გამარჯვებულად გამოვლინდნენ                                   შპს „თანამგზავრი XXI”, შპს „სერვისლაინი“ და ინდ. მეწარმე „გიორგი გაფრინდაშვილი“. აუქციონებში დაფიქსირებული ფასების და შესაბამისი გეოგრაფიული კოეფიციენტების გათვალისწინებით, 2500-2700 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში 1 მგჰც-ის ფასი საქართველოს მასშტაბით შეადგენს 13,048.57 ლარს. გამომდინარე იქიდან, რომ №F33 ლიცენზია ვრცელდება მხოლოდ თბილისზე, მაშინ თბილისის გეოგრაფიული კოეფიციენტის გათვალისწინებით, №F33 ლიცენზიის 10 წლის ვადით - 2016 წლის 13 ოქტომბრიდან 2026 წლის 12 ოქტომბრამდე (სულ 3651 დღე, 2016 წლის 13 ოქტომბრის ჩაუთვლელად) გაგრძელების საფასური შეადგენს 342,759.84 ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F33 ლიცენზიას მოქმედების ვადა უგრძელდება 2019 წლის 24 აპრილამდე, რაც, 2016 წლის 13 ოქტომბრიდან (13 ოქტომბრის ჩაუთვლელად) შეადგენს 923 დღეს, შესაბამისად  ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასური 923 დღეზე პროპორციულად შეადგენს 86,652.24 (923/3651)* 342,759.84=86,652.24) ლარს.  

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა დაიწყო 2016 წლის 6 ოქტომბრის სხდომაზე, თუმცა შემდგომი შესწავლის მიზნით გადაიდო 2016 წლის 11 ოქტომბრისთვის.

კომისიის 2016 წლის 11 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდნენ შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები ირაკლი ჟორჟოლიანი და ლიკა გახარია. კომპანიის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ირაკლი ჟორჟოლიანმა დაადასტურა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F33 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 86,652.24 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე მზადყოფნა. მან კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის ერთ თვეზე მეტი ვადით განწილვადების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ იმსჯელა შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ წარმომადგენლის მიერ დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად და დააკმაყოფილა შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა, კერძოდ მიზანშეწონილად მიიჩნია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F33 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის   30%-ის (25, 995.68 ლარი) გადახდა განხორციელდეს 2016 წლის 11 ნოემბრამდე, ხოლო დარჩენილი 70%-ის (60, 656.56 ლარი) გადახდა მოხდეს 2016 წლის 31 დეკემბრამდე.

  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 473-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-5 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის მე–14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F33 ლიცენზიას 2016 წლის 13 ოქტომბრიდან 2019 წლის 24 აპრილამდე  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2500-2564  მგჰც და 2612-2636 მგჰც ქ. თბილისში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2019 წლის 24 აპრილამდე;

გ) უზრუნველყოს შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიამ“ 2500-2564 მგჰც და 2612-2636 მგჰც რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება წერტილი-მრავალწერტილი არქტიტექტურით განსაზღვრული ტექნოლოგიით, კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად;

2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F33 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს - 86,652.24 (ოთხმოცდაექვსი ათას ექვსასორმოცდათორმეტი და 24) ლარით.

3. უზრუნველყოს შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიამ“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F33 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 86,652.24 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა, შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის  მიხედვით:

-მიმღები- ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900

-ბანკი-სახელმწიფო ხაზინა

-ბანკის კოდი-TRESGE22

-საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი-N300773402 

25, 995.68 ლარი - 2016 წლის 11 ნოემბრამდე;

60, 656.56 ლარი - 2016 წლის 31 დეკემბრამდე;

4. შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანია“ ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში აღნიშნული თანხის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

5. ლიცენზიის მფლობელის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

გ)  სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ.ლორთქიფანიძე).

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე).

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე (გარდა ბ) ქვეპუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ნ. დევდარიანი);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (პირველი პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                       ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                       ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                       კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                       გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                       მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები