წვდომის მენიუ

ქ. ახალციხეში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 69 / 10

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 29, 2016 12:18

მიღების თარიღი თებერვალი 05, 2016

ქ. ახალციხეში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის №731/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი  ქ. ახალციხეში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (სიხშირეზე 97,5მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.

კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №731/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 28 დეკემბრის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2015 წლის 31 დეკემბრის 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2016 წლის 2 თებერვალი 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2016 წლის 5 თებერვალი 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 4,055.00 (ოთხი ათას ორმოცდათხუთმეტი და 00) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და 2015 წლის 5 ნოემბრის №731/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა მხოლოდ ააიპ “კავშირი სამხრეთის კარიბჭემ” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/10400-15, 28.12.2015წ).

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 31 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე, რომელსაც ააიპ “კავშირი სამხრეთის კარიბჭეს” გამგეობის წევრი ლელა ინასარიძე ესწრებოდა, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  41-ე მუხლითა და კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის №731/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსის პირობებს. კერძოდ: ააიპ „კავშირი სამხრეთის კარიბჭის“ მიერ წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადში არ იყო მითითებული მაუწყებლობის ქვესახეობა და არასწორად იყო მითითებული კომპანიის იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი).

კომისიის 2015 წლის 31 დეკემბრის №822/10 გადაწყვეტილების შესაბამისად ააიპ “კავშირი სამხრეთის კარიბჭეს” ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2016 წლის 11 იანვრის 19:00 საათამდე. კომპანიის მიერ 2016 წლის 5 იანვარს წარმოდგენილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია (წერილი №6/41-16).

ზეპირი მოსმენა ქ. ახალციხეში (სიხშირეზე 97,5მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2016 წლის 2 თებერვალს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა ააიპ “კავშირი სამხრეთის კარიბჭეს” გამგეობის წევრი ლელა ინასარიძე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე–7 და მე–8 პუნქტების შესაბამისად, კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით;  პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.

ზეპირ მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი №10/424-16, 20.01.2016) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის, ააიპ “კავშირი სამხრეთის კარიბჭეს” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე. დასკვნის თანახმად, ააიპ “კავშირი სამხრეთის კარიბჭეს” სამაუწყებლო კონცეფციაში შემოთავაზებულია ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამები. კერძოდ კომპანია გეგმავს რეგიონის სიახლეების პრიორიტეტულ გაშუქებას და ადგილობრივი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობას დისკუსიების, დებატებისა და ინტერაქტიული საუბრების გამოყენებით. ამასთან აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციას თან ერთვის პროგრამული ბადე, სადაც განთავსებულია ახალი ამბების პროგრამა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა ”კვირის აქცენტები”.

ააიპ “კავშირი სამხრეთის კარიბჭეს” სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, რადიოს პროგრამირების პოლიტიკა დაეფუძნება რამდენიმე ძირითად პრინციპებს, რომლებიც გათვალისწინებული იქნება სამაუწყებლო ბადის შემუშავებისას:

  • რეგიონის სიახლეების პრიორიტეტული გაშუქება; 
  • ფაქტებისა და მოვლენების ბალანსირებული გაშუქება;
  • რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების ასახვა;
  • ადგილობრივი არჩევნების გარემოს ჩამოყალიბება დისკუსიების, დებატების, ინტერაქტიური    საუბრების გამოყენებით;
  • საგანმანთლებლო მაუწყებლობის განვითარება.

სამაუწყებლო ბადის შედგენისას გათვალისწინებული იქნება, როგორც ზემოთ აღწერილი პრინციპები, ისე ადგილობრივი რეალობა.

მაუწყებლობა იწარმოებს ქართულ და სომხურ ენებზე, ახალი ამბები მომზადდება ქართულ და სომხურ ენებზე. ახალი ამბები 30-დან 45 წუთამდე გაგრძელდება და დღეში რამდენჯერმე გავა ეთერში.

კვირაში რამდენიმე საავტორო გადაცემა მომზადდება, საავტორო გადაცემები ეთერში იქნება როგორც სამუშაო, ისე არასამუშაო დღეებში. ეთერში იქნება მრავალფეროვანი მუსიკა, ადგილობრივიც და უცხოურიც, თანამედროვეც და კლასიკაც. ეთერში იქნება ფოლკლორული მუსიკის ნიმუშებიც, მათ შორის ადგილობრივი მუსიკოსებისა და მომღერლების შესრულებით, რომელთაც ჩაწერს რადიო „ტაო“. რადიო ეთერში მუსიკას გადასცემს კანონის სრული დაცვით.

რადიო „ტაო“ აქტიურად გამოიყენებს ვებ-გვერდს, საიდანაც ხელმისაწვდომი იქნება გადაცემების არქივი და ტექსტური ინფორმაცია.

ააიპ “კავშირი სამხრეთის კარიბჭეს” სამაუწყებლო კონცეფციაში აღნიშნულია, რომ ინტერაქტიულობა და  უკუკავშირი რადიო „ტაოსთვის“ მეტად მნიშვნელოვანია. ამ მიზანის მიღწევა შესაძლებელი იქნება როგორც ეთერში სატელეფონო ზარების, ისე ვებ-გვერდის და სოციალური მედიის ინსტრუმენტების დახმარებით.

ააიპ “კავშირი სამხრეთის კარიბჭეს” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად ეთერში გავა შემდეგი გადაცემები:

დრო       

ორშაბათი

სამშაბათი

ოთხშაბათი

ხუთშაბათი

პარასკევი

შაბათი

კვირა

10:00 – 11:00

დილის პროგრამა

დილის პროგრამა

დილის პროგრამა

დილის პროგრამა

დილის პროგრამა

დილის პროგრამა

დილის პროგრამა

11:00 – 12:00

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

გადაცემა "მეურნე" [განმეორება]

გადაცემა "მეურნე" [განმეორება]

12:00 – 12:30

საინფორმაციო პროგრამა

საინფორმაციო პროგრამა

საინფორმაციო პროგრამა

საინფორმაციო პროგრამა

საინფორმაციო პროგრამა

მუსიკა

მუსიკა

12:30 – 13:30

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

13:30 - 14:30

დაიჯესტი

დაიჯესტი

დაიჯესტი

დაიჯესტი

დაიჯესტი

მუსიკა

მუსიკა

14:30 – 15:00

საინფორმაციო [სომხ.ენაზე]

საინფორმაციო [სომხ.ენაზე]

საინფორმაციო [სომხ.ენაზე]

საინფორმაციო [სომხ.ენაზე]

საინფორმაციო [სომხ.ენაზე]

კვირის შემაჯამებელი

კვირის შემაჯამებელი

(გამეორება)

15:00 - 15:30

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

15:30 – 16:00

საინფორმაციო პროგრამა

საინფორმაციო პროგრამა

საინფორმაციო პროგრამა

საინფორმაციო პროგრამა

საინფორმაციო პროგრამა

კვირის აქცენტები

კვირის აქცენტები

[განმეორება]

16:00 -16:30

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

კვირის შემაჯამებელი [სომხ.ენაზე]

კვირის შემაჯამებელი [სომხ.ენაზე]

16:30 – 17:00

"ხალხის აზრი"

"ხალხის აზრი"

"ხალხის აზრი"

"ხალხის აზრი"

"ხალხის აზრი"

მუსიკა

მუსიკა

17:00 -17:30

სკოლის მიკროფონი

სკოლის მიკროფონი

სკოლის მიკროფონი

სკოლის მიკროფონი

სკოლის მიკროფონი

მუსიკა

მუსიკა

17:30 -18:30

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

18:30 – 19:00

საინფორმაციო პროგრამა

საინფორმაციო პროგრამა

საინფორმაციო პროგრამა

საინფორმაციო პროგრამა

საინფორმაციო პროგრამა

საინფორმაციო პროგრამა

საინფორმაციო პროგრამა

19:00 -19:30

საინფორმაციო [სომხ.ენაზე]

საინფორმაციო [სომხ.ენაზე]

საინფორმაციო [სომხ.ენაზე]

საინფორმაციო [სომხ.ენაზე]

საინფორმაციო [სომხ.ენაზე]

საინფორმაციო [სომხ.ენაზე]

საინფორმაციო [სომხ.ენაზე]

19:30 -20:00

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

20:00 – 21:00

კვირის აქცენტები

კვირის აქცენტები [განმეორება]

კვირის აქცენტები [განმეორება]

კვირის აქცენტები [განმეორება]

გადაცემა "მეურნე"

მუსიკა

მუსიკა

21:00 – 23:00

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

მუსიკა

23:00-23:30

საინფორმაციო პროგრამა

(გამეორება)

საინფორმაციო პროგრამა

(გამეორება)

საინფორმაციო პროგრამა

(გამეორება)

საინფორმაციო პროგრამა

(გამეორება)

საინფორმაციო პროგრამა

(გამეორება)

მუსიკა

მუსიკა

23:30 – 24:00

საინფორმაციო [სომხ.ენაზე, განმეორება]

საინფორმაციო [სომხ.ენაზე, განმეორება]

საინფორმაციო [სომხ.ენაზე, განმეორება]

საინფორმაციო [სომხ.ენაზე, განმეორება]

საინფორმაციო [სომხ.ენაზე, განმეორება]

მუსიკა

მუსიკა

24:00 – 10:00

მუსიკა Non-Stop

მუსიკა Non-Stop

მუსიკა Non-Stop

მუსიკა Non-Stop

მუსიკა Non-Stop

მუსიკა Non-Stop

მუსიკა Non-Stop

 

დილის პროგრამა: პროგრამის გახსნა, მუსიკალური ტიხრები, ადგილობრივი ანონსები და მოკლე განცხადებები. ასევე, დილის პროგრამაში: დრო, ამინდი, ვალუტის კურსი, დღის რადიო-ეთერის თემების დაანონსება, დღის მოვლენების ანონსი, წინა დღის ინფორმაციების გამეორება.

12 საათიანი საინფორმაციო პროგრამა: ადგილობრივი სიახლეები, ჟურნალისტების მიერ მომზადებული თემები, ლოკალური მოვლენები, ანონსები, მუსიკალური ტიხრები, სოციალური და სხვა ტიპის რეკლამა. 20 წუთი - ქართულ ენაზე, 10 წუთი - სომხურ ენაზე.

დაიჯესტი: საქართველოს მასშტაბის მოვლენების დაიჯესტი, ცენტრალური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიმოხილვა, მუსიკალური ტიხრები, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების ანონსირება გავლენიანი და სანდო მედიასაშუალებებზე დაყრდნობით, გადაცემის  დასაწყისში და ბოლოს სარეკლამო ტიხრებით. 45 წუთი ქართულად, 15 წუთი სომხურად (მაუწყებლობის დაწყებიდან პირველი 3 თვე, შემდეგ დრო განაწილდება თანაბრად).

15 საათიანი საინფორმაციო პროგრამა: ადგილობრივი სიახლეები, ჟურნალისტების მიერ მომზადებული თემები, ლოკალური მოვლენები, ანონსები, მუსიკალური ტიხრები, სოციალური და სხვა ტიპის რეკლამა.

ხალხის აზრი: კლასიკური VoxPop, მომზადებული ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში [სადგური, სავაჭრო ცენტრი, სასწავლებელი და ა.შ.]. რომელიც წარმოადგენს მოკლე, მაქსიმუმ 25 წამიან ინტერვიუს, როდესაც მოქალაქეები კონკრეტულ, ცალკე აღებულ თემაზე საუბრობენ. "ხალხის აზრი" შეიცავს მუსიკალურ ტიხრებს, ანონსებს თავად რადიოსადგურის გადაცემის თემებზე. არანაირი ფორმით არ შეიცავს რეკლმას [როგორც კომერციულს, ასევე სოც.რეკლამას]. ამ გადაცემის ფორმატში შესაძლებელია სტუდიაში სტუმრების მოწვევა და საკუთარი აზრის დაფიქსირება სხვადასხვა მოვლენებზე.

საინფორმაციო გამოშვება სომხურ ენაზე: ადგილობრივი სიახლეები, ჟურნალისტების მიერ მომზადებული თემები, ლოკალური მოვლენები, ანონსები, მუსიკალური ტიხრები სომხურ ენაზე. ეს იქნება ქართული საინფორმაციოების თარგმანი.

18 საათიანი საინფორმაციო პროგრამა: ადგილობრივი სიახლეები, ჟურნალისტების მიერ მომზადებული თემები, ლოკალური მოვლენები, ანონსები, მუსიკალური ტიხრები, სოციალური და სხვა ტიპის რეკლამა.

კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი ქ. ახალციხეში (სიხშირეზე 97,5მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2016 წლის 5 თებერვალს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა ააიპ “კავშირი სამხრეთის კარიბჭეს” გამგეობის წევრი ლელა ინასარიძე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა ააიპ “კავშირი სამხრეთის კარიბჭეს” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის (სამსახურებრივი ბარათი №10/424-16, 20.01.2016) საფუძველზე კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო კონცეფცია აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) პუნქტისა და პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნებს.

კომისია დამატებით მიუთითებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.

კომისია აღნიშნავს, რომ  ააიპ “კავშირი სამხრეთის კარიბჭეს” გამგეობის წევრმა ლელა ინასარიძემ სალიცენზიო გადასახდელის - 4,055.00 (ოთხი ათას ორმოცდათხუთმეტი და 00) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის  43-ე მუხლისა და კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის №731/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  ქ. ახალციხეში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს ააიპ “კავშირი სამხრეთის კარიბჭე”;

2.  უზრუნველყოს ააიპ “კავშირი სამხრეთის კარიბჭემ” ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის  20%-ს - 811.00 (რვაასთერთმეტი და 00) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

მიმღების ბანკის კოდი  - TRESGE22

სახაზინო  კოდი - 300873062

3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება;

5.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 2,838.50 (ორი ათას რვაასოცდათვრამეტი და 50) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს  ააიპ “კავშირი სამხრეთის კარიბჭესთვის” წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა  (ნ. ჯავახაძე);

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების ააიპ “კავშირი სამხრეთის კარიბჭესთვის” ჩაბარების დღიდან.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                     ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                     გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                     მერაბ ქათამაძე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები