წვდომის მენიუ

შპს “დინამო არენასთვის” სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 19 ნოემბრის № 706/7 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 702 / 19

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 16, 2016 18:48

მიღების თარიღი ოქტომბერი 27, 2016

შპს “დინამო არენასთვის” სიხშირეების მინიჭების  გაუქმებისა  და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 19 ნოემბრის  № 706/7  გადაწყვეტილების  ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”დინამო არენამ” (რეგისტრირებული საჯარო რეესტრის მიერ, ს.კ. № 401961579) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/11162-16, 19.10.16) ქ. თბილისში 418.425  მჰც სიხშირის მინიჭების  გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული ჰქონდა კომისიის 2015 წლის  19  ნოემბრის  № 706/7  გადაწყვეტილებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

  1. კომისიის 2015 წლის 19 ნოემბრის  № 706/7  გადაწყვეტილება ცნობილ  იქნას  ძალადაკარგულად  და გაუქმდეს  შპს ”დინამო არენასთვის“  ქ. თბილისში   418.425  მჰც სიხშირის მინიჭება;
  2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”დინამო არენასთვის“  ჩაბარებისთანავე.
  3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს ”დინამო არენასთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
  4. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

კომისიის თავმჯდომარე                                              ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                ე. ასანიძე

კომისიის წევრი                                                                კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                მ. ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები