შპს “მობიტელისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №6/9847-15 15.12.2015) თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 5 იანვრის №07/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 18, 2016 12:46
მიღების თარიღი თებერვალი 09, 2016
შპს “მობიტელისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №6/9847-15 15.12.2015) თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 5 იანვრის №07/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 5 იანვრის №07/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “მობიტელისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/9847-15 15.12.2015), ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის მიზნით.
გადაწყვეტილების შესაბამისად საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა დაინიშნა 2016 წლის 9 თებერვალს 13:00 საათზე.
ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს „კავკასუს ონლაინისგან“ და შპს „მობიტელისგან“ კომისიის მიერ გამოთხოვილი იქნა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია მათ შორის იმ აქტივების დეტალური სია, რომელიც გაყოფის შემდეგ დარჩება იმ კომპანიაში ( შპს „კავკასუს ონლაინში“), რომლის 100 % იანი წილის შეძენასაც გეგმავს შპს „მობიტელი“.
კომისიის სხდომაზე შპს „მობიტელის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტყეშელაშვილმა განცხადა, რომ შპს „მობიტელში“ აქტივების დეტალურ სიასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მონაცემთა დაზუსტება, ამიტომ შპს „მობიტელმა“ ითხოვა, რომ ზეპირი მოსმენა გადაიდოს სამი კვირის ვადით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელის“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ, კომისიის მიერ მათგან გამოთხოვილი ინფორმაციის დროულად წარმოდგენაზეა დამოკიდებული კომისიის მიერ შპს „მობიტელისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ შერწყმით ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენაციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის კანონმდებლობითა და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში ჩატარება.
კომისია იზიარებს ზეპირი მოსმენის გადადების თაობაზე, შპს „მობიტელის“ განცხადებას, მიზანშეწონილად მიიჩნევს შუამდგომლობის დაკმაყოფილებას და ზეპირი მოსმენის სხდომის გადადებას 2016 წლის 10 მარტისთვის.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2016 წლის 5 იანვრის N07/23 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2016 წლის 10 მარტს 18:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18)“;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილს).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
