საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 03, 2016 16:24
მიღების თარიღი ოქტომბერი 31, 2016
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის№144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ–10/11634-16, 28.10.16), რომლითაც მობილური მონიტორინგის სადგურის დასაქმებულებით დაკომპლექტების მიზნით, მოთხოვნილია კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში დასაქმებული, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის კომისიის აპარტის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტში გადაყვანა, სახელფასო სარგოს შენარჩუნებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში (დანართი №2) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) №2 დანართის მე-4 პუნქტის 4.5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“4.5. ასისტენტი – 1 –1,25.00 –1,25.00;“
ბ) №2 დანართის მე-9 პუნქტის 9.12 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9.12. რადიომონიტორ. სტაციონარული სადგურის ტექნიკოსი - 1 –1,25.00 –1,25.00;“
გ) საშტატო ერთეულების რაოდენობა - 124;
დ) ხელფასის განაკვეთი – 27,225.00
ე) სულ ხელფასი – 52,975.00;
2. კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დანართი №2 დამტკიცდეს ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად კორექტირებული ფორმით (დანართი №1);
3. გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2016 წლის 31 ოქტომბრიდან;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
