წვდომის მენიუ

„საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე, რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 12 იანვრის N12/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 72 / 19

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 06, 2016 11:14

მიღების თარიღი თებერვალი 11, 2016

საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე, რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 12 იანვრის N12/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიამ 2016 წლის 12 იანვარს მიიღო N12/23 გადაწყვეტილება „საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე, რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“.

გადაწყვეტილების მიხედვით საკითხის  ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 11 თებერვალს 15:00 საათზე.

კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარის (ვ. აბაშიძე)  მიერ კომისიის წინაშე დაყენებული იქნა შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გადადების შესახებ, ვინაიდან საკითხი საჭიროებდა დაზუსტებას კვლევაში გამოყენებულ კითხვართან მიმართებაში. კერძოდ, სათემო მაუწყებლობის ნაწილში გამოკითხულ რესპოდენტებისათვის დასმული კითხვების ჭრილში.

კომისია იზიარებს კომისიის თავმჯდომარის შუამდგომლობას და მიზანშეწონილად მიიჩნევს ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად განისაზღვროს  2016 წლის 25 თებერვალი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. შევიდეს ცვლილება საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე, რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 12 იანვრის N12/23 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2016 წლის 25 თებერვალს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის განმეორებით გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

3.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

4. გადაწყვეტილება ძალაშია კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე           . აბაშიძე

კომისიის წევრი                         . ასანიძე

კომისიის წევრი                         . ფრუიძე

კომისიის წევრი                         . ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები