საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №77 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 24, 2016 13:55
მიღების თარიღი ნოემბერი 08, 2016
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №77 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2016 წლის 08 ნოემბრის №77 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2016 წლის 08 ნოემბრის №77 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №77 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2016 წლის 08 ნოემბერი, 15:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №77 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის №ბს-545-538 (2კ-15) გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ,,შპს ,,მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5 ლიცენზიის ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №461/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- ,,შპს „მაგთიკომის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F2, №F4, №F12, №F15, №F16, შპს „ჯეოსელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F17, №F18, №F20, №F24 და შპს „მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5, №F42 და №F59 ლიცენზიების მოდიფიცირების, ცალკეულ შემთხვევებში მოქმედების ვადის 15 წლით განსაზღვრისა და ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურთა გადაანგარიშების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 29 იანვრის №55/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
