წვდომის მენიუ

გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N676/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 732 / 10

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 22, 2016 17:57

მიღების თარიღი ნოემბერი 10, 2016

გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის  მოსაპოვებლად კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N676/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N676/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.

საკონკურსო განაცხადების მიღება მიმდინარეობდა 2016 წლის 7 ნოემბრის 19:00 საათამდე; მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 10 ნოემბრის 13:00 საათი; ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად 2016 წლის 9 დეკემბრის 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად 2016 წლის 14 დეკემბრის 13:00 საათი; ლიცენზიის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 1000.00 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა მხოლოდ ააიპ „თავისუფალმა მედია სივრცემ“.

კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N676/10 გადაწყვეტილების შესაბამისად 2016 წლის 10 ნოემბერს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 521-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის თანდასწრებით გაიხსნა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდა ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ დირექტორი ავთანდილ გველებიანი.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ მიერ გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში, არ იყო მითითებული ქსელის ექსპლუატაციაში გაშვების და პრაქტიკული საქმიანობის დაწყების თარიღები, ასევე დასაზუსტებელი იყო განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმაში მითითებული ინფორმაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 521-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება:

ა) ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს და სხვა საჯარო მოხელეს;

ბ) პოლიტიკურ პარტიას;

გ) იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს სახელმწიფო ან ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე გადამოწმდა ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ დირექტორის და დამფუძნებლის ავთანდილ გველებიანის (პ/ნ 33001033719) მონაცემები თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირის მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდებზე არ იძებნება.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 521-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N676/10 გადაწყვეტილების შესაბამისად დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-7 პუნქტის, 501-ე და 521-ე მუხლების და კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N676/10 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად  

გადაწყვიტა:

1. უზრუნველყოს ააიპ „თავისუფალმა მედია სივრცემ“ 2016 წლის 17 ნოემბრის 19:00 საათამდე კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N676/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

ა) ქსელის ექსპლუატაციაში გაშვების და პრაქტიკული საქმიანობის დაწყების თარიღები;

ბ) დაზუსტებული განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა.

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ „თავისუფალმა მედია სივრცისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,   მე–12 კმ. №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

 კომისიის თავმჯდომარის

 მოვალეობის შემსრულებელი                                   მერაბ ქათამაძე

 კომისიის წევრი                                                               ელისო ასანიძე

 კომისიის წევრი                                                               კახი ბექაური

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები