საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №80 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2016 18:01
მიღების თარიღი ნოემბერი 17, 2016
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №80 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2016 წლის 17 ნოემბრის №80 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2016 წლის 17 ნოემბრის №80 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №80 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2016 წლის 17 ნოემბერი, 15:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №80 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „888“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
- შპს „გიგაბაიტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
- შპს „სხივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
- შპს „მეგა.ჯესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
- ინდ.მეწარმე „ნინო გაბუნიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
- ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
- ა(ა)იპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
- შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
