საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №83 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 05, 2017 15:02
მიღების თარიღი დეკემბერი 08, 2016
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №83 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2016 წლის 29 ნოემბრის №83 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე „კომისიის აპარატის მუშაობის წესის“ მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2016 წლის 23 ნოემბრის №83 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №83 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2016 წლის 29 ნოემბერი, 15:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №83 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „ტვ ნეტის“ წილის 100%-ის შპს „MAXNET”-ის მიერ შეძენაზე, ასევე შპს „ტვ ნეტის“ და შპს „MAXNET”-ის შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ი.დეკანოსიძე - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და №F54 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
