სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და №F54 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2016 15:21
მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2016
სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და №F54 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“ (კომისიაში რეგისტრაციის N7/11544-16, 26.10.2016), რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და №F54 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე. კომისიაში წარმოდგენილ წერილში სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ ლიცენზიების ვადის გაგრძელებისთვის დადგენილი საფასურის გადახდის გადანაწილებას ითხოვს 10 წელზე, ვინაიდან კომპანიას გააჩნია სხვადასხვა კრედიტორული ვალდებულებები და მიმდინარე საოპერაციო ხარჯები, რომელთა გადასახდელად კომპანიას უწევს დამატებითი სახსრების მოძიება, მათ შორის საბანკო კრედიტის აღება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №525/1, 2007 წლის 13 ივლისის №396/1 და 2010 წლის 26 თებერვლის №100/2 გადაწყვეტილებების საფუძველზე სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ ფლობს:
1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა.ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 11.294გჰც - 11.883 გჰც შემდეგ ქალქებსა და რაიონებში: ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, სამტრედია, სენაკი, ლანჩხუთი, ჩოხატაური და ოზურგეთი;
ა.ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 11,700 - 12,289 გჰც შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ჭიათურა, მცხეთა, გორი, კასპი, ხაშური, ხარაგაული, ზესტაფონი, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული, აბაშა, ხობი, ზუგდიდი, მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხულო, ქედა, ხელვაჩაური, დუშეთი, ახალგორი, თიანეთი, ყაზბეგი, ონი, ამბროლაური, ლენტეხი, ცაგერი, მესტია, გალი, ოჩამჩირე, სოხუმი, გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო, ბოლნისი, დმანისი, წალკა, ცხინვალი, ბორჯომი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი, ვანი, ბაღდათი, ხონი, წყალტუბო, ნინოწმინდა;“
ა.გ) რადიოსიხშირული სპექტრი: 11.359გჰც – 11672გჰც და 12.228გჰც – 12.289გჰც ქ.თელავში და ყვარელში;
ა.დ) რადიოსიხშირული სპექტრი: 11083 მჰც ÷ 11672 მჰც - ახმეტის, გურჯაანისა და სიღნაღის რაიონებში; 12228 მჰც ÷ 12817 მჰც დედოფლისწყაროს და საგარეჯოს რაიონებში;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 1 დეკემბრამდე;
გ) უზრუნველყოს სს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგ”-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენულებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.
2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F54 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა.ა) სიხშირული ზოლი: 12317 მჰც ÷ 12905 მჰც შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: კასპი, ქარელი, ხაშური, გორი, ცხინვალი, დუშეთი, ყვარელი, თელავი, ლაგოდეხი, ახმეტა, სიღნაღი, გურჯაანი;
ა.ბ) სიხშირული ზოლი: 11191 მჰც ÷11667 მჰც შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თბილისი, მცხეთა, ზესტაფონი, ქუთაისი, ჭიათურა, საჩხერე, გარდაბანი, თეთრი წყარო, დმანისი, ბოლნისი, საგარეჯო, დედოფლისწყარო;
ა.გ) სიხშირული ზოლი 10705 მჰც ÷11293 მჰც შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ხონი, სამტრედია, აბაშა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ფოთი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ხულო, ბათუმი, ონი, ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, თიანეთი, წალკა, ყაზბეგი, სენაკი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, გალი, სოხუმი, გაგრა, გულრიფში, ოჩამჩირე, გუდაუთა, ტყვარჩელი;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2006 წლის 9 დეკემბრიდან - 2016 წლის 9 დეკემბრამდე;
გ) უზრუნველყოს ლიცენზიის მფლობელმა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ.
სს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და №F54 ლიცენზიებს მოქმედების ვადა გასდის 2016 წლის პირველ და 9 დეკემბერს. შესაბამისად, სს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში წარმოდგენასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად:
ა) ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;
ბ) თუ იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის (2 წელი) განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;
გ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში − ბოლო 2) აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;
დ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულია მხოლოდ 1 აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის ამ აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურს;
ე) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონი არ გამართულა, ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გასამართი აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით;
ვ) ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს.
კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 1,000.00 (ერთი ათას) ლარს. სს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” მიერ 2016 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი (1,000.00 ლარი) თითოეული ლიცენზიისთვის ცალ-ცალკე (კომისიაში რეგისტრაციის N7/12508-16, 28.11.2016), .
კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 30 სექტემბრის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/12473-16, 25.11.16), რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და №F54 ლიცენზიების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშების თაობაზე. სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად ზემოაღნიშნული ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დათვლა განხორციელდა „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების მე-10 მუხლის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის გ) ქვეპუნქტში აღნიშნული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლი“ არის 10705-13250 მგჰც რადიოსიხშირული ზოლი.
კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების შესაბამისად, 10705-13250 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში ჩატარებულია სამი აუქციონი, რომლებშიც გამარჯვებულად გამოვლინდნენ შპს „ახნეტი”, შპს „სამაუწყებლო კომპანია კახეთი 1“ და დამოუკიდებელი ტელეკომპანია „ოდიში“. აუქციონებში დაფიქსირებული ფასების და შესაბამისი გეოგრაფიული კოეფიციენტების გათვალისწინებით (დანართები 2,3,4), 10705-13250 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში 1 მგჰც-ის ფასი საქართველოს მასშტაბით შეადგენს 2,035.50 ლარს. გამომდინარე იქიდან, რომ №F36 და №F54 ლიცენზიები ვრცელდება საქართველოს რიგ ქალაქებსა და რაიონებზე, ამიტომ შესაბამისი გეოგრაფიული კოეფიციენტების გათვალისწინებით, №F36 ლიცენზიის 10 წლის ვადით - 2016 წლის პირველი დეკემბრიდან 2026 წლის პირველ დეკემბრამდე გაგრძელების საფასური შეადგენს 933,930.28 ლარს, ხოლო №F54 ლიცენზიის 10 წლის ვადით - 2016 წლის 9 დეკემბრიდან 2026 წლის 9 დეკემბრამდე გაგრძელების საფასური შეადგენს - 1,115, 521.75 ლარს (დანართი 6-14).
კომისიის 2016 წლის 29 ნოემბრის სხდომას ესწრებოდნენ სს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” გენერალური დირექტორი შალვა მარგალიტაძე და იურისტი ნიკოლოზ გულუა. კომპანიის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა სს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგისთვის” განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის 10 წელზე განწილვადების თაობაზე.
კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის შესაბამისად“ წერტილი-მრავალწერტილი ტექნოლოგიით ფუნქციონირებადი ე.წ. „მიტრისის“ სისტემებისათვის დღეის მდგომარეობით გამოყოფილია რადიოსიხშირული ზოლი 10.705-13.250 გჰც.
ITU-ს პირველი რეგიონის (საქართველო განეკუთვნება ამ რეგიონს) და მესამე რეგიონის ქვეყნებისათვის რადიორეგლამენტში წარმოდგენილი რადიოკავშირის სამსახურების განაწილების მიხედვით, 11.7-12.5 გჰც განაწილებულია სამაუწყებლო, სამაუწყებლო-თანამგზავრული, ფიქსირებული და მობილური გარდა საჰაერო მობილური, სამსახურებისათვის. ამასთან, რადიორეგლამენტის 5.487 ფუტნოტის შესაბამისად, სიხშირულ დიაპაზონში 11.7-12.5 გჰც ფიქსირებულმა, ფიქსირებულმა-თანამგზავრულმა, მობილურმა, გარდა საჰაერო მობილურისა, და სამაუწყებლო სამსახურებმა, მათი შესაბამისი განთავსების მიხედვით, არ უნდა გამოიწვიონ საზიანო ინტერფერენციები სამაუწყებლო-თანამგზავრული სისტემების მიმართ, ან თვითონ მოითხოვონ დაცვა სამაუწყებლო-თანამგზავრული სისტემებისაგან, რომლებიც ფუნქციონირებენ პირველ და მესამე რეგიონებში რადიორეგლამენტის 30-ე აპენდიქსში მოცემული გეგმის მიხედვით. აღნიშნულ დიაპაზონში „მიტრისის“ სისტემების ფუნქციონირება იწვევს სამაუწყებლო-თანამგზავრული სისტემების მიმღები ტერმინალების მიმართ ხელშეშლებს, ვინაიდან „მიტრისის“ გადამცემი ტერმინალები განთავსებულია გეოგრაფიულად მაღალ წერტილებში და შესაბამისად მაღალი ალბათობით მათგან გასხივებული სიგნალი სამაუწყებლო-თანამგზავრული სისტემების სააბონენტო ტერმინალების ანტენების მიღების დიაგრამის ფარგლებში ხდება. შესაბამისად, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება სამაუწყებლო-თანამგზავრული სისტემების დაცვა საზიანო ინტერფერენციებისაგან. ITU-ს პირველი რეგიონის და მესამე რეგიონის ქვეყნებისათვის რადიორეგლამენტში წარმოდგენილი რადიოკავშირის სამსახურების განაწილების მიხედვით, 12.5-12.75 გჰც განაწილებულია მხოლოდ ფიქსირებული-თანამგზავრული სამსახურებისათვის და შესაბამისად „მიტრისის“ სისტემა საერთოდ არ უნდა ფუნქციონირებდეს ამ დიაპაზონში.
ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ უკვე მრავალი წელია ფუნქციონირებს საქართველოს ტერიტორიაზე და მათ კუთვნილ დიაპაზონში გარკვეულ სიხშირულ მონაკვეთებზე ფუნქციონირების აკრძალვა გამოიწვევს აბონენტებისთვის მომსახურების მიწოდების სერიოზულ შეზღუდვას, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია კომპანიისთვის ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში შემდეგი ვალდებულების განსაზღვრა:
ა) იმ ქალაქებსა და რეგიონებში, სადაც შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ ფლობს 11.7-12.5 მჰც სიხშირეებს, ამ სიხშირეებზე ფუნქციონირებისას მათ არ უნდა გამოიწვიონ საზიანო ინტერფერენციები სამაუწყებლო-თანამგზავრული სისტემების მიმართ, და ასევე, არ უნდა მოითხოვონ დაცვა სამაუწყებლო-თანამგზავრული სისტემებისაგან;
ბ) იმ ქალაქებსა და რეგიონებში, სადაც შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ ფლობს 12.5-12.75 მჰც სიხშირეებს, ამ სიხშირეებზე ფუნქციონირებისას მათ არ უნდა გამოიწვიონ საზიანო ინტერფერენციები ფიქსირებული-თანამგზავრული სისტემების მიმართ, და ასევე, არ უნდა მოითხოვონ დაცვა ფიქსირებული-თანამგზავრული სისტემებისაგან.
კომისიის 2016 წლის 29 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდა შესვენება და საკითხის განხილვა გაგრძელდა 2016 წლის 30 ნოემბერს 16:00 საათზე.
კომისიის 2016 წლის 30 ნოემბრის სხდომას ესწრებოდა სს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” გენერალური დირექტორი შალვა მარგალიტაძე და იურისტი ნიკოლოზ გულუა. სხდომაზე შალვა მარგალიტაძემ დაადასტურა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 933,930.28 ლარის და №F54 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 1, 115, 521.75 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე მზადყოფნა და კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა სს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგისთვის” განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის 3 წელზე განწილვადების თაობაზე. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ სამ წელზე ნაკლები ვადის განსაზღვრის შემთხვევაში კომპანია ვერ მოხერხებს გადახდის გრაფიკის დაცვას.
კომისიამ იმსჯელა სს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” წარმომადგენლის მიერ დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მსჯელობის დროს გაითვალისწინა შემდეგი გარემოებები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და №F54 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 2 049 452.03 ლარი წარმოადგენს მნიშვნელოვან თანხას კომპანიის შემოსავლებთან შედარებით;
ბ) ლიცენზიებით განსაზღვრული რადიოსიხშირული დიაპაზონი და წერტილი-მრავალწერტილი ტექნოლოგიით ფუნქციონირებადი ე.წ. „მიტრისის“ სისტემა, რომლის გამოყენებითაც საქმიანობს შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ არის არასტანდარტული. კომპანიას ლიცენზიების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ITU-ს რადიორეგლამენტის შესაბამისად, ვალდებულებად განესაზღვრება - 11.7-12.5 მჰც სიხშირეებზე ფუნქციონირებისას არ გამოიწვიოს საზიანო ინტერფერენციები სამაუწყებლო-თანამგზავრული სისტემების მიმართ, ხოლო 12.5-12.75 მჰც სიხშირეებზე ფუნქციონირებისას არ გამოიწვიოს საზიანო ინტერფერენციები ფიქსირებული-თანამგზავრული სისტემების მიმართ, ასევე არ უნდა მოითხოვოს დაცვა ზემოაღნიშნული სისტემებისაგან; რაც სიხშირული რესურსის არაეფექტური გამოყენების პერსპექტივაა.
გ) კომისიაში არსებული მონაცემებით ე.წ. „მიტრისის“ სისტემა, უკრაინის გარდა ევროპის არცერთ ქვეყანაში არ გამოიყენება და არც იგეგმება მისი გამოყენება. შესაბამისად აღნიშნულ სიხშირულ რესურსზე მოთხოვნა ბაზარზე არ არსებობს, ვინაიდან მას არ აქვს კომერციული დანიშნულება. თუ სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ უარს იტყვის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე მისთვის მიუღებელი გადახდის გრაფიკის განსაზღვრის გამო, აღნიშნული სიხშირული რესურსის გაცემა სხვა პირზე ახალი ლიცენზიით ვერ მოხდება, რაც შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტის ზიანს გამოიწვევს.
დ) კომისიაში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისას დანერგილია პრაქტიკა - ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის პირველი ერთი თვის ვადაში გადახდასთან დაკავშირებით.
კომისიამ ზემოაღნიშნული გარემოებების და სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, დააკმაყოფილა სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა და მიზანშეწონილად მიიჩნია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და №F54 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურების განწილვადება სამ წელზე, კერძოდ საფასურის 30%-ს გადახდა განხორციელდეს ერთი თვის ვადაში, ხოლო თანხის 70% განწილვადდეს დარჩენილ ვადაზე, ყოველთვიური თანაბარი გადახდის ვალდებულებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ 49-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-5 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის მე–14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა სს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 ლიცენზიას 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2026 წლის 1 დეკემბრამდე შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი:
ა.ა) 11.294გჰც - 11.883 გჰც შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში: ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, სამტრედია, სენაკი, ლანჩხუთი, ჩოხატაური და ოზურგეთი;
ა.ბ) 11,700 - 12,289 გჰც შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ჭიათურა, მცხეთა, გორი, კასპი, ხაშური, ხარაგაული, ზესტაფონი, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული, აბაშა, ხობი, ზუგდიდი, მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხულო, ქედა, ხელვაჩაური, დუშეთი, ახალგორი, თიანეთი, ყაზბეგი, ონი, ამბროლაური, ლენტეხი, ცაგერი, მესტია, გალი, ოჩამჩირე, სოხუმი, გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო, ბოლნისი, დმანისი, წალკა, ცხინვალი, ბორჯომი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი, ვანი, ბაღდათი, ხონი, წყალტუბო, ნინოწმინდა;
ა.გ) 11.359გჰც – 11672გჰც და 12.228გჰც – 12.289გჰც ქ.თელავში და ყვარელში;
ა.დ) 11083 მჰც ÷ 11672 მჰც - ახმეტის, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში; 12228 მჰც ÷ 12817 მჰც დედოფლისწყაროს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 1 დეკემბრამდე;
გ) უზრუნველყოს ლიცენზიის მფლობელმა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული ზოლის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.
2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 ლიცენზიის მფლობელმა 11.7-12.5 მჰც სიხშირეებზე ფუნქციონირებისას არ უნდა გამოიწვიოს საზიანო ინტერფერენციები სამაუწყებლო-თანამგზავრული სისტემების მიმართ, და ასევე, არ უნდა მოითხოვოს დაცვა სამაუწყებლო-თანამგზავრული სისტემებისაგან;
3. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს - 933,930.28 (ცხრაასოცდაცამეტი ათას ცხრაასოცდაათი და 28) ლარით;
4. უზრუნველყოს სს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 933,930.28 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა, შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
-მიმღები- ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900
-ბანკი-სახელმწიფო ხაზინა
-ბანკის კოდი-TRESGE22
-საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი-N300773402
1. 280 179.08 ლარი - 2016 წლის 30 დეკემბრამდე;
2. 18 678.80 ლარი - 2017 წლის 30 იანვრამდე;
3. 18 678.60 ლარი - 2017 წლის 28 თებერვლამდე.
4. 18 678.60 ლარი - 2017 წლის 30 მარტამდე;
5. 18 678.60 ლარი - 2017 წლის 30 აპრილამდე;
6. 18 678.60 ლარი - 2017 წლის 30 მაისამდე;
7. 18 678.60 ლარი - 2017 წლის 30 ივნისამდე;
8. 18 678.60 ლარი - 2017 წლის 30 ივლისამდე;
9. 18 678.60 ლარი - 2017 წლის 30 აგვისტომდე;
10. 18 678.60 ლარი - 2017 წლის 30 სექტემბრამდე;
11. 18 678.60 ლარი - 2017 წლის 30 ოქტომბრამდე;
12. 18 678.60 ლარი - 2017 წლის 30 ნოემბრამდე;
13. 18 678.60 ლარი - 2017 წლის 30 დეკემბრამდე;
14. 18 678.60 ლარი - 2018 წლის 30 იანვრამდე;
15. 18 678.60 ლარი - 2018 წლის 28 თებერვლამდე;
16. 18 678.60 ლარი - 2018 წლის 30 მარტამდე;
17. 18 678.60 ლარი - 2018 წლის 30 პრილამდე;
18. 18 678.60 ლარი - 2018 წლის 30 მაისამდე;
19. 18 678.60 ლარი - 2018 წლის 30 ივნისამდე;
20. 18 678.60 ლარი - 2018 წლის 30 ივლისამდე;
21. 18 678.60 ლარი - 2018 წლის 30 აგვისტომდე;
22. 18 678.60 ლარი - 2018 წლის 30 სექტემბრამდე;
23. 18 678.60 ლარი - 2018 წლის 30 ოქტომბრამდე;
24. 18 678.60 ლარი -2018 წლის 30 ნოემბრამდე;
25. 18 678.60 ლარი - 2018 წლის 30 დეკემბრამდე;
26. 18 678.60 ლარი - 2019 წლის 30 იანვრამდე;
27. 18 678.60 ლარი - 2019 წლის 28 თებერვლამდე;
28. 18 678.60 ლარი - 2019 წლის 30 მარტამდე;
29. 18 678.60 ლარი - 2019 წლის 30 აპრილამდე;
30. 18 678.60 ლარი - 2019 წლის 30 მაისამდე;
31. 18 678.60 ლარი - 2019 წლის 30 ივნისამდე;
32. 18 678.60 ლარი - 2019 წლის 30 ივლისამდე;
33. 18 678.60 ლარი - 2019 წლის 30 აგვისტომდე;
34. 18 678.60 ლარი - 2019 წლის 30 სექტემბრამდე;
35. 18 678.60 ლარი - 2019 წლის 30 ოქტომბრამდე;
36. 18 678.60 ლარი -2019 წლის 30 ნოემბრამდე.
5. სს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგი” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტში აღნიშნული თანხის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
6. ლიცენზიის მფლობელის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;
7. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა სს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F54 ლიცენზიას 2016 წლის 9 დეკემბრიდან 2026 წლის 9 დეკემბრამდე შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი:
ა.ა) სიხშირული ზოლი: 12317 მჰც ÷ 12905 მჰც შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში: კასპი, ქარელი, ხაშური, გორი, ცხინვალი, დუშეთი, ყვარელი, თელავი, ლაგოდეხი, ახმეტა, სიღნაღი, გურჯაანი;
ა.ბ) სიხშირული ზოლი: 11191 მჰც ÷11667 მჰც შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში: თბილისი, მცხეთა, ზესტაფონი, ქუთაისი, ჭიათურა, საჩხერე, გარდაბანი, თეთრი წყარო, დმანისი, ბოლნისი, საგარეჯო, დედოფლისწყარო;
ა.გ) სიხშირული ზოლი 10705 მჰც ÷11293 მჰც შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში: თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ხონი, სამტრედია, აბაშა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ფოთი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ხულო, ბათუმი, ონი, ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, თიანეთი, წალკა, ყაზბეგი, სენაკი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, გალი, სოხუმი, გაგრა, გულრიფში, ოჩამჩირე, გუდაუთა, ტყვარჩელი;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 9 დეკემბრამდე;
გ) უზრუნველყოს ლიცენზიის მფლობელმა წინამდებარე გადაწყვეტილების მე- 7 პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული ზოლის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;
8. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F54 ლიცენზიის მფლობელმა 12.5-12.75 მჰც სიხშირეებზე ფუნქციონირებისას არ უნდა გამოიწვიოს საზიანო ინტერფერენციები ფიქსირებული-თანამგზავრული სისტემების მიმართ, და ასევე, არ უნდა მოითხოვოს დაცვა ფიქსირებული-თანამგზავრული სისტემებისაგან.
9. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F54 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს - 1,115,521.75 (ერთი მილიონ ასთხუთმეტი ათას ხუთასოცდაერთი და 75) ლარით.
10. უზრუნველყოს სს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F54 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 1,115,521.75 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა, შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
-მიმღები- ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900
-ბანკი-სახელმწიფო ხაზინა
-ბანკის კოდი-TRESGE22
-საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი-N300773402
1. 334 656.52 ლარი - 2016 წლის 30 დეკემბრამდე;
2. 22 311.00 ლარი - 2017 წლის 30 იანვრამდე;
3. 22 311.00 ლარი - 2017 წლის 28 თებერვლამდე.
4. 22 311.00 ლარი - 2017 წლის 30 მარტამდე;
5. 22 311.00 ლარი - 2017 წლის 30 აპრილამდე;
6. 22 311.00 ლარი - 2017 წლის 30 მაისამდე;
7. 22 311.00 ლარი - 2017 წლის 30 ივნისამდე;
8. 22 311.00 ლარი - 2017 წლის 30 ივლისამდე;
9. 22 311.00 ლარი - 2017 წლის 30 აგვისტომდე;
10. 22 311.00 ლარი - 2017 წლის 30 სექტემბრამდე;
11. 22 311.00 ლარი - 2017 წლის 30 ოქტომბრამდე;
12. 22 311.00 ლარი - 2017 წლის 30 ნოემბრამდე;
13. 22 311.00 ლარი - 2017 წლის 30 დეკემბრამდე;
14. 22 311.00 ლარი - 2018 წლის 30 იანვრამდე;
15. 22 311.00 ლარი - 2018 წლის 28 თებერვლამდე;
16. 22 311.00 ლარი - 2018 წლის 30 მარტამდე;
17. 22 311.00 ლარი - 2018 წლის 30 პრილამდე;
18. 22 311.00 ლარი - 2018 წლის 30 მაისამდე;
19. 22 311.00 ლარი - 2018 წლის 30 ივნისამდე;
20. 22 311.00 ლარი - 2018 წლის 30 ივლისამდე;
21. 22 311.00 ლარი - 2018 წლის 30 აგვისტომდე;
22. 22 311.00 ლარი - 2018 წლის 30 სექტემბრამდე;
23. 22 311.00 ლარი - 2018 წლის 30 ოქტომბრამდე;
24. 22 311.00 ლარი -2018 წლის 30 ნოემბრამდე;
25. 22 311.00 ლარი - 2018 წლის 30 დეკემბრამდე;
26. 22 311.00 ლარი - 2019 წლის 30 იანვრამდე;
27. 22 311.00 ლარი - 2019 წლის 28 თებერვლამდე;
28. 22 311.00 ლარი - 2019 წლის 30 მარტამდე;
29. 22 311.00 ლარი - 2019 წლის 30 აპრილამდე;
30. 22 311.00 ლარი - 2019 წლის 30 მაისამდე;
31. 22 311.00 ლარი - 2019 წლის 30 ივნისამდე;
32. 22 311.00 ლარი - 2019 წლის 30 ივლისამდე;
33. 22 311.00 ლარი - 2019 წლის 30 აგვისტომდე;
34. 22 311.00 ლარი - 2019 წლის 30 სექტემბრამდე;
35. 22 311.00 ლარი - 2019 წლის 30 ოქტომბრამდე;
36. 22 291.23 ლარი -2019 წლის 30 ნოემბრამდე.
11. სს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგი” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-10 პუნქტში აღნიშნული თანხის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
12. ლიცენზიის მფლობელის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-10 პუნქტით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;
13. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა (ნ.ლორთქიფანიძე).
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების სს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგისთვის” გაგზავნა (ნ.ჯავახიძე).
14. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
15. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;
16. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-7 პუნქტების ა) და გ) ქვეპუნქტების, მე-2 და მე-8 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);
17. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4, მე-5, მე-10 და მე-11 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ნ. დევდარიანი);
18. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (პირველი და მე-7 პუნქტების ა) და გ) ქვეპუნქტების, მე-4, მე-5, მე-8, მე-10 და მე-11 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
