შპს “ჩვენი რადიოს” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 26 ნოემბრის №645/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2016 15:28
მიღების თარიღი დეკემბერი 01, 2016
შპს “ჩვენი რადიოს” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 26 ნოემბრის №645/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №№7/10135-16 22.09.2016, 6/10863-16, 12.10.2016წ.) მიმართა შპს “ჩვენმა რადიომ“ მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B72 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, კომპანიას სურს რადიომაუწყებლობის ენად დამატებით რუსული და ინგლისური ენის განსაზღვრა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული რადიოს სპეციფიკიდან გამომდინარე კომპანიას სურს ეთერში გაუშვას რუსულ და ინგლისურენოვანი ბიზნეს თემატიკის გადაცემები და ასევე ინგლისურენოვანი საინფორმაციო გამოშვებები.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჩვენი რადიო” ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B72 ლიცენზიას 2024 წლის 26 ნოემბრამდე, კომისიის 2014 წლის 26 ნოემბრის №645/6 გადაწყვეტილებით, რომელშიც ცვლილებები შევიდა კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის №813/6 გადაწყვეტილებით და განისაზღვრა შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები
|
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
ქ. თბილისი |
95.5 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°41'44"N 44°47'05"E |
100 |
8 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ვ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის №704/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “ჩვენი რადიოს” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 26 ნოემბრის №645/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით; ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2016 წლის პირველი დეკემბრის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2016 წლის პირველ დეკემბერს 15:00 საათზე. სხდომას არ ესწრებოდა შპს „ჩვენი რადიოს“ წარმომადგენელი. ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა შპს „ჩვენი რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „ჩვენი რადიოს“ მოთხოვნა დასაბუთებულია და შესაძლებელია ლიცენზიის მოდიფიცირება განხორციელდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. კომისიამ ასევე მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „ჩვენი რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 26 ნოემბრის №645/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს “ჩვენი რადიოს” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლის 26 ნოემბრის №645/6 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური;“
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
ვ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ჩვენი რადიოსთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ”ჩვენი რადიოსთვის” ჩაბარებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
