საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 20 ოქტომბრის № 625/15 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 06, 2016 12:15
მიღების თარიღი დეკემბერი 01, 2016
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 20 ოქტომბრის № 625/15 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (14.10.2016 №07/1397) მიმართა სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა” კომისიის 2015 წლის 20 ოქტომბერის N625/15 გადწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. კერძოდ, სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი” ითხოვს კომისიის N625/15 გადაწყვეტილების მე-2 მუხლის შეცვლას ისეთნაირად, რომ ნუმერაციის რესურსის 116 006 გამოყენება შესაძლებელი გახდეს ოჯახში ძალადობის საკითხებთან ერთად, ასევე სექსუალური ძალადობისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე ცხელი ხაზის ორგანიზებისთვის.
კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს” კომისიის 2015 წლის 20 ოქტომბერის N625/15 გადაწყვეტილებით მიენიჭა საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსი (ევრონომერი) 116006 (ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი). ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს” განესაზღვრა ნუმერაციის რესურსის (116 006) გამოიყენოს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვეპლთა დასაცავად ცხელი ხაზის ორგანიზებისთვის.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი სამსახურებისთვის გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი (ევრონომერი) გაიცემა კომისიის მიერ, მინიჭების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამავე წესების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტიის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზის ორგანიზებისთვის გათვალისწინებულია ნუმერაციის რესურსი (ევრონომერი) -116006 ციფრების კომბინაციით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) გამოყენება ძალადობის მსხვერპლთა ცხელი ხაზის ორგანიზებისთვის.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №3 დანართის, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, მე-10 და მე-12 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2016 წლის 20 ოქტომბრის N625/15 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2016 წლის 29 დეკემბერს, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და გადაწყვეტილების პროექტის კომისიის ოფიციალური ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრები: ელისო ასანიძე
