შპს ”ჯბ ინთერნეიშნალ გრუფის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 01, 2016 13:31
მიღების თარიღი თებერვალი 11, 2016
შპს ”ჯბ ინთერნეიშნალ გრუფის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”ჯბ ინთერნეიშნალ გრუფმა“ (რეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ; ს.კ. №427722636) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/296-16, 15.01.16) ქ. რუსთავში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის 9 თებერვლის Nშ-6/1225-16 განცხადებით შპს ”ჯბ ინთერნეიშნალ გრუფმა“ განმეორებით მიმართა კომისიას თხოვნით N7/296-16, 15.01.16წ. განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- განუხილველად დარჩეს შპს ”ჯბ ინთერნეიშნალ გრუფის“ განცხადება № 7/296-16, 15.01.16წ. სიხშირის მინიჭების თაობაზე;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
- გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ჯბ ინთერნეიშნალ გრუფისთვის“ ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი მ. ქათამაძე
