საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №85 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 19, 2016 17:28
მიღების თარიღი დეკემბერი 05, 2016
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №85 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2016 წლის 05 დეკემბრის №85 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე „კომისიის აპარატის მუშაობის წესის“ მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2016 წლის 05 დეკემბრის №85 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №85 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2016 წლის 05 დეკემბერი, 13:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №85 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის ბიუჯეტის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.დევდარიანი – საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);
- საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე (მომხს. თ.ჭელიძე – კომისიის კონსულტანტი რეორგანიზაციის სამართლებრივ საკითხებში).
