წვდომის მენიუ

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 782 / 10

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 19, 2016 17:49

მიღების თარიღი დეკემბერი 08, 2016

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურს გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 29 სექტემბრის N662/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად. კომისიის ამავე გადაწყვეტილებით დამტკიცდა  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის ჩატარების წესი და პირობები  (შემდგომში „საკონკურსო პირობები“).

საკონკურსო განაცხადების მიღება მიმდინარეობდა 2016 წლის პირველი ნოემბრის 19:00 საათამდე; მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 4 ნოემბრის 13:00 საათი; ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად 2016 წლის 5 დეკემბრის 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად 2016 წლის 8 დეკემბრის 13:00 საათი; ლიცენზიის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 1000.00 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა მხოლოდ ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდმა“ (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის თარიღი 01.11.16  N 11/11754-16).

კომისიის 2016 წლის 29 სექტემბრის N662/10 გადაწყვეტილების შესაბამისად 2016 წლის 4 ნოემბერს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 521-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის თანდასწრებით გაიხსნა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდნენ ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის“ თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი და აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთური. მოსამზადებელ სხომაზევე, დოკუმენტაცია დასკანერდა და აიტვირთა კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში  (www.gncc.ge) საჯარო განხილვისათვის.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის“ მიერ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის  მისაღებად წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში, კერძოდ საკონკურსო წინადადების ტიპიურ ფორმაში, ამოწურვადი რესურსით სარგებლობისათვის ლიცენზიის მაძიებლის მიერ შემოთავაზებულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის მაქსიმალურ საფასურად მითითებული იყო 100 ლარი, მაშინ როცა კომისიის 2016 წლის 29 სექტემბრის N662/10 გადაწყვეტილების შესაბამისად იგი განისაზღვრა 1000.00 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

მოსამზადებელ სხდომაზე ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის“  წარმომადგენელმა უჩა სეთურმა განაცხადა, რომ საკონკურსო წინადადების ტიპიურ ფორმაში, მითითებულია თანხა, რომელსაც კომპანია გადაიხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის მინიმალური ოდენობის 1000.00 ლარის გარდა დამატებით, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიის მიერ შემოთავაზებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის მაქსიმალურ საფასური არის 1100.00 ლარი.

კომისიამ  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 521 მუხლის მე-7 პუნქტისა და კომისიის 2016 წლის 29 სექტემბრის N662/10 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საკონკურსო პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიის 2016 წლის 4 ნოემბრის N714/10 გადაწყვეტილებით, ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდს“ განახლებული საკონკურსო წინადადების ტიპიური ფორმის წარმოსადგენად  განუსაზღვრა 5 დღიანი ვადა, 2016 წლის 11 ნოემბრის 19:00 საათამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდმა“ 2016 წლის 7 ნოემბერს კომისიაში წარმოადგინა საკონკურსო წინადადების განახლებული ტიპიური ფორმა (კომისიაში რეგისტრაციის N6/11895-16).

კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენა ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე გაიმართა 2016 წლის 5 დეკემბერს 13:00 საათზე. სხდომას ესწრებოდა ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის“ თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე, წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2016 წლის 2 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათი (კომისიაში რეგისტრაციის N10/12659-16), რომლის თანახმად დეპარტამენტს ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის“ მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველყოფის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შენიშვნები არ ჰქონდა.

კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გაიმართა კომისიაში 2016 წლის 8 დეკემბერს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა  ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის“ თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 29 სექტემბრის N662/10 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საკონკურსო პირობების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებლის საკონკურსო წინადადება, კომისია, კომისიის 2016 წლის 29 სექტემბრის N662/10 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საკონკურსო პირობების  მე-3 მუხლით განსაზღვრული შეფასების წესის გამოყენების გარეშე აფასებს აღნიშნული ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას საკონკურსო პირობებთან და ლიცენზიის მაძიებლის მიერ  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის დადასტურების შემთხვევაში, აცხადებს მას კონკურსში გამარჯვებულად.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 521 მუხლის მე-14 პუნქტისა და კომისიის 2016 წლის 29 სექტემბრის N662/10 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საკონკურსო პირობების მე-2 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებულზე ლიცენზია გაიცემა კონკურსში გამარჯვებულის მიერ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის გადახდიდან 5 სამუშაო დღის ვადაში; ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყის საფასურზე მეტის გადახდის შემოთავაზების შემთხვევაში, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყის საფასურზე მეტი გადაიხდება ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის განმავლობაში, კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 8 დეკემბერს, კომისიაში გამართულ საკონკურსო სხდომაზე, ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის“ თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილმა დაადასტურა, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის  საფასურის 1100.00 (ათას ასი) ლარის გადახდაზე მზადყოფნა;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2016 წლის 29 სექტემბრის N662/10 გადაწყვეტილებით  გამოცხადებულ კონკურსში, გამარჯვებულად უნდა გამოცხადდეს ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდი“. ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდს“ უნდა დაეკისროს ვალდებულება 1 თვის ვადაში უზრუნველყოს კომისიის 2016 წლის 29 სექტემბრის N662/10 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის - 1000.00  (ერთი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 521 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისია უზრუნველყოფს ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდისთვის“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემას, ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის“ მიერ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის გადახდიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 521 მუხლისა და კომისიის 2016 წლის 29 სექტემბრის N662/10 გადაწყვეტილების შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად,  ერთხმად

:

1. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2016 წლის 29 სექტემბრის N662/10 გადაწყვეტილებით  გამოცხადებულ კონკურსში, გამარჯვებულად გამოცხადდეს ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდი“;

2. უზრუნველყოს ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდმა“ ერთი თვის ვადაში, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 1000.00 (ერთი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

მიმღების ბანკის კოდი  - TRESGE22

სახაზინო  კოდი - 300773402;

3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს            ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის“ მიერ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმისა და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;

5.  უზრუნველყოს ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდმა“  დამატებით შემოთავაზებული  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 100.00  (ასი) ლარის, ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

მიმღების ბანკის კოდი  - TRESGE22

სახაზინო  კოდი - 300773402;

12.00 ლარი – 2017 წლის 12 თებერვლამდე;

8.00 ლარი – 2017 წლის 12 მარტამდე;

8.00 ლარი – 2017 წლის 12 აპრილამდე;

8.00 ლარი – 2017 წლის 12 მაისამდე;

8.00 ლარი – 2017 წლის 12 ივნისამდე;

8.00 ლარი – 2017 წლის 12 ივლისამდე;

8.00 ლარი – 2017 წლის 12 აგვისტომდე;

8.00 ლარი – 2017 წლის 12 სექტემბრამდე;

8.00 ლარი – 2017 წლის 12 ოქტომბრამდე;

8.00 ლარი – 2017 წლის 12 ნოემბრამდე;

8.00 ლარი – 2017 წლის 12 დეკემბრამდე;

8.00  ლარი - 2018 წლის 12 იანვრამდე.

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, უზრუნველყოს ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდისთვის“ წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდისთვის“ ჩაბარების დღიდან;

9.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი  მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ნ. დევდარიანი);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                     ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                     გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                     მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები