საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №87 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 19, 2016 17:30
მიღების თარიღი დეკემბერი 08, 2016
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №87 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2016 წლის 08 დეკემბრის №87 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე „კომისიის აპარატის მუშაობის წესის“ მე-2 მუხლის მე-13 და მე-15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2016 წლის 08 დეკემბრის №87 სხდომის დღის წესრიგს დაემატოს 1 (ერთი) საკითხი: შპს „სეტანტა ჯორჯიას“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადებების განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
2. კომისიის 2016 წლის 08 დეკემბრის №87 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №87 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2016 წლის 08 დეკემბერი, 15:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №87 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
- შპს ტელერადიოკომპანია „რიონისთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 08 ოქტიმბრის №600/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს ტელერადიოკომპანია „რიონისთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს “ეკო ტაქსი ბათუმისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს “როიალ ტაქსისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს ”ბათუმის წყალისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- სსიპ ”ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- ააიპ „ახალციხის ციხის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ დავით ჩხაიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ტომ მურისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ გიორგი ვეშაპიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ დავით რამიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „ივერია ქსელისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმებისა და შპს „ახალი ქსელებისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
- შპს „მიკრონეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „სტუდია მაესტროს“ №F96 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 27 მარტის №168/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „ტელეკომპანია თბილისის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- სს „სილქნეტის“ და შპს „საქართველოს მედია ქსელის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.კანკავა - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „მმ ნეთვორქსის“ წილის 100%-ის შპს „თრიალეთი-ნეტის“ მიერ შეძენაზე, ასევე შპს „თრიალეთი-ნეტის“ და შპს „მმ ნეთვორქსის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.კანკავა - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „მეგა.ჯე“-ს კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს და შპს „გრინტვ“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.კანკავა - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- სს „აი თი დი სის“ წილის 51%-ის შპს „დიჯითალ ედსის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ი.დეკანოსიძე - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- სს „აიმუვის ჯის“ წილის 40%-ის შპს „დიჯითალ ედსის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ი.დეკანოსიძე - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „სეტანტა ჯორჯიას“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადებების განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
- საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე (მომხს. თ.ჭელიძე – კომისიის კონსულტანტი რეორგანიზაციის სამართლებრივ საკითხებში);
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების ანგარიშის განხილვისა და ინფორმაციის საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ–მინისტრისთვის წარდგენისა და სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შესახებ (მომხს. ნ.ჯანელიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
