შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 08 ოქტომბრის № 600/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 22, 2016 13:22
მიღების თარიღი დეკემბერი 08, 2016
შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 08 ოქტომბრის № 600/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „ტელერადიოკომპანია რიონმა“ (რეგისტრირებული ქ.ქუთაისის სასამართლოს 1995 წლის 18 მაისის №12/4-10 დადგენილებით), კომისიას მიმართა განცხადებებით (რეგისტრირებული №შ-7/11855-16,04.11.16 და №შ-6/12358-16,21.11.16) ქ.ქუთაისში, შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ სტუდიიდან (ფალიაშვილის ქ.№2) მის კუთვნილ ციფრულ სატელევიზიო გადამცემამდე (ქუთაისის სატელევიზიო ანძა) ციფრული მაუწყებლობის სატელევიზიო სიგნალის მისაწოდებლად, კომისიის მიერ 2015 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილებით №600/13 შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მინიჭებული 1005 მჰც±14მჰც რადიოსარელეო სიხშირის შეცვლის მოთხოვნით.
შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ ახალი რადიოსარელეო სიხშირე ესაჭიროება 10600მჰც÷11000მჰც დიაპაზონში, სტუდიიდან ანძამდე ციფრული ფორმატის სატელევიზიო სიგნალის მისაწოდებლად, გაზრდილი გამტარუნარიანობის მქონე ციფრული რადიოსარელეო სადგურის ფუნქციონირებისთვის.
შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ აღნიშნულმა მოთხოვნამ წარმოშვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 08 ოქტიმბრის № 600/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის საჭიროება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 14.07.15) და მის მიერ გაწეული მომსახურების სახეა (A.T.1) - ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით, ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ კომისიის მიერ 2015 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილებით №600/13 მინიჭებული 1005მჰც±14მჰც სიხშირის სანაცვლოდ, შერჩეულ იქნა 10800მჰც ±14მჰც რადიოსარელეო სიხშირე. თანხმობა შერჩეული სიხშირის გამოყენებაზე შპს „ტელერადიოკომპანია რიონმა“ კომისიას დაუდასტურა წერილით (რეგისტრირებული №შ-6/12358-16, 21.11.16 ).
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2015 წლის 12 ივნისის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისია ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის მოქმედ ტელემაუწყებლებს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის:
ა) შესაბამის ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში სიგნალის მისატანად, უსასყიდლოდ, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ბ)სხვა დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, უსასყიდლოდ, 1 წლის ვადით.
ვინაიდან, შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“ არის მოქმედი ტელემაუწყებელი, ავტორიზებულია ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით, ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფაზე, ფლობს ციფრულ ფორმატში სატელევიზიო მაუწყებლობის გადამცემს (მულტიპლექს პლატფორმა) და ქ.ქუთაისში ახორციელებს მიწისზედა ციფრულ სატელევიზიო მაუწყებლობას, კომისიას მართლზომიერად მიაჩნია, კომისიის მიერ 2015 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილებით №600/13 მინიჭებული 1005მჰც±14მჰც სიხშირის შეცვლა, შერჩეული და შეთანხმებული 10800მჰც ±14მჰც სიხშირით, საკუთარ გადამცემამდე სატელევიზიო სიგნალების მისატანად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2015 წლის 12 ივნისის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 08 ოქტომბრის № 600/13 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. მიენიჭოს შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ რადიოსარელეო სიხშირე 10800მჰც±14 მჰც გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 0.5 ვატისა, სტუდიიდან (ქ.ქუთაისი, ფალიაშვილის ქ.№2) სატელევიზიო ანძამდე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობის სიგნალის სატელევიზიო გადამცემამდე მიტანის უზრუნველსაყოფად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის, მულტიპლექსში განთავსების ვადით, უსასყიდლოდ;“
2. აღირიცხოს შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3.საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ გაგზავნის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ ჩაბარებისთანავე.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაეველოს რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
კომისიის წევრი კ.ბექაური
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი მ.ქათამაძე
