შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 785 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 22, 2016 13:19

მიღების თარიღი დეკემბერი 08, 2016

შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „ტელერადიოკომპანია რიონმა“ (რეგისტრირებული ქ.ქუთაისის სასამართლოს 1995 წლის 18 მაისის №12/4-10 დადგენილებით), კომისიას მიმართა განცხადებებით (რეგისტრირებული №შ-7/11855-16,04.11.16 და №შ-6/12358-16,21.11.16),  კომისიის მიერ  2015 წლის 08 ოქტომბრის  გადაწყვეტილებით № 600/13 ქ.ქუთაისში, მობილური სარეპორტაჟო ქსელის მონაკვეთების უზრუნველსაყოფად, შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის, 1 წლის ვადით  უსასყიდლოდ მინიჭებული  1378 მჰც ± 4 მჰც,  4282 მჰც ± 14 მჰც და  4870 მჰც ± 14 მჰც რადიოსიხშირეების, ახალი ვადით მინიჭების მოთხოვნით.  

კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“ არის ავტორიზებული პირი  (ავტორიზაციის თარიღი 14.07.15) და მის მიერ გაწეული მომსახურების სახეა  (A.T.1) - ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით, ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2015 წლის 12 ივნისის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის  მე-5 პუნქტის  შესაბამისად, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის მოქმედ ტელემაუწყებლებს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის:

ა) შესაბამის ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში სიგნალის მისატანად, უსასყიდლოდ, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ბ) სხვა დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, უსასყიდლოდ, 1 წლის ვადით.

ვინაიდან,  შპს „ტელერადიოკომპანია   რიონი“ არის    მოქმედი  ტელემაუწყებელი, ავტორიზებულია ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით, ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფაზე, ფლობს ციფრულ ფორმატში სატელევიზიო მაუწყებლობის გადამცემს (მულტიპლექს პლატფორმა) და ქ.ქუთაისში  ახორციელებს მიწისზედა ციფრულ სატელევიზიო  მაუწყებლობას, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია,  შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“  ქ.ქუთაისში, მობილური სარეპორტაჟო ქსელის მონაკვეთების უზრუნველსაყოფად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის, 1  წლის ვადით  უსასყიდლოდ,  1378 მჰც ± 4 მჰც,  4282 მჰც ± 14 მჰც და  4870 მჰც ± 14 მჰც  რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭება.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2015 წლის 12 ივნისის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად 

გადაწყვიტა:

1.მიენიჭოს შპს  „ტელერადიოკომპანია   რიონს“  რადიოსარელეო სიხშირეები:

ა)  1378 მჰც ± 4 მჰც  - გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 2.0 ვატისა; მობილური სადგურიდან  სატელევიზიო  ანძამდე;  

ბ)  4282 მჰც ± 14 მჰც   - გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 0.5 ვატისა, სატელევიზიო  ანძიდან  სტუდიამდე  (ქ.ქუთაისი,ფალიაშვილის ქ.№2);                                   

გ)    4870 მჰც ± 14 მჰც  -  გასხივების   სიმძლავრით  არაუმეტეს   0.5 ვატისა,  სტუდიიდან   (ქ.ქუთაისი, ფალიაშვილის ქ.№2) სატელევიზიო  ანძამდე;                                                 

 მობილური  სარეპორტაჟო    ქსელის  მონაკვეთების  უზრუნველსაყოფად  დამხმარე   ტექნოლოგიური   დანიშნულებით  გამოყენებისთვის, 1  წლის ვადით, (ვადა   08.12.17-მდე)   უსასყიდლოდ;

2. აღირიცხოს შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ მინიჭებული სიხშირეები  კომისიის  უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ტელერადიოკომპანია   რიონისთვის“  სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს  „ტელერადიოკომპანია   რიონისთვის“  გაგზავნის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს  „ტელერადიოკომპანია   რიონისთვის“   ჩაბარებისთანავე.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს  „ტელერადიოკომპანია   რიონისთვის“  ჩაბარებიდან  ერთი თვის ვადაში;

7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაეველოს რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                              ვ.აბაშიძე                  

კომისიის    წევრი                                                              კ.ბექაური

კომისიის    წევრი                                                              გ.ფრუიძე 

კომისიის    წევრი                                                              მ.ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები