წვდომის მენიუ

სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ დავით რამიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: 795 / 7

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 22, 2016 13:07

მიღების თარიღი დეკემბერი 08, 2016

                                            

სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ დავით რამიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-9/12592-16, 30.11.16) მიმართა მოქალაქე დავით რამიშვილმა სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ რადიომოყვარულთა კვალიფიკაციის განსაზღვრის მიზნით, კომისიის 2005 წლის 6 მაისის №294/22 გადაწყვეტილებით შექმნილია საკვალიფიკაციო საბჭო. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოქალაქე დავით რამიშვილმა ჩააბარა საკვალიფიკაციო საბჭოს მიერ “C” კატეგორიის რადიომოყვარულისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო ტესტები, რაც ასახულია საკვალიფიკაციო საბჭოს N 31-ე (30.11.2016) სხდომის ოქმში და მას შეუძლია განახორციელოს სამოყვარულო რადიოკავშირი არსებული წესის შესაბამისად.   

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ დავით რამიშვილს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის დანართში (თან ერთვის) მითითებული სიხშირული დიაპაზონები და სახმობი ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით:

 

რეგისტრაციის

 

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

C - 104

 

დავით რამიშვილი

 

ქ. თბილისი, ნავთლუხის 6, ბინა 40

 

 

4L1RAM

 

„C“

 

2. რადიომოყვარული დავით რამიშვილი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას  ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის  რეგულირების ზოგადი  პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს გადაწყვეტილების დავით რამიშვილისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა (ი. ხარებავა);

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე დავით რამიშვილისთვის ჩაბარებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12  კმ., № 6) მოქალაქე დავით რამიშვილისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                              ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                მ. ქათამაძე 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016  წლის 8 დეკემბრის №795/7  გადაწყვეტილების დანართი

 

 

 

 

 

 

C“ კატეგორია

 

 

სიხშირეთა ზოლი

სიმძლავრე (ვტ)

გამოსხივების კლასი

სიხშირეთა ზოლი

სიმძლავრე (ვტ)

გამოსხივების კლასი

135,7 - 137,8 KHz

472 – 479 kHz

10 W

1 W

100HA1A

430 - 440 MHz

5 W

 

1840 – 1850 KHz

100 W

3K00R3E; 3K00J3E

1240 - 1300 MHz

5 W

 

3500 - 3650 KHz

100 W

100HA1A

2300 - 2450 MHz

5  W

100HA1A;

3650 - 3700 KHz

100 W

3K00R3E; 3K00J3E

5650 - 5850 MHz

5  W

3K00R3E; 3K00J3E

21000 - 21450KHz

100 W

100HA1A

10 - 10.5 GHz

5  W

6K00A3E; 6K00F3E;

 

28000 - 29700 KHz

 

100 W

 

100HA1A

24 -24.05 GHz

5  W

24K00F3E;

24.05 -24.25 GHz

28200 - 29700 KHz

100 W

3K00R3E; 3K00J3E

47 - 47.2 GHz

5  W

 

 

29200 - 29700 KHz

 

100W

 

6K00R3E

76 - 81 GHz

5  W

 

77.5 - 78 GHz

 

144 - 146 MHz

 

5 W

100HA1A; 6K00F3E;24K00F3E;3K00R3E; 3K00J3E

241 - 248 GHz

5  W

 

248 - 250 GHz

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები