წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების ანგარიშის განხილვისა და ინფორმაციის საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ–მინისტრისთვის წარდგენისა და სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შესახებ

ნომერი: 801 / 21

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 09, 2016 12:50

მიღების თარიღი დეკემბერი 08, 2016

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების ანგარიშის განხილვისა და ინფორმაციის საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა  და საქართველოს პრემიერ–მინისტრისთვის წარდგენისა და სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს ”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ” კომისიის ანგარიში  (თან ერთვის);

2. წარედგინოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ–მინისტრს კომისიის ანგარიში ”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ”;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) ”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ” კომისიის ანგარიშის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები