საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში მიმდინარე ორგანიზაციული ცვლილებების ფარგლებში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 09, 2016 15:18
მიღების თარიღი დეკემბერი 08, 2016
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში მიმდინარე ორგანიზაციული ცვლილებების ფარგლებში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“) ორგანიზაციული სტრუქტურის დახვეწის, სტრუქტურულ ერთეულებს შორის ეფექტური კომუნიკაციის, დროის, ადამიანური რესურსის და ფინანსური ხარჯების ოპტიმიზაციის, სამუშაოს მართვისა და ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ეფექტური სისტემის ფორმირების მიზნით, სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დაამტკიცა კომისიის დებულება (შემდგომში „კომისიის დებულება“). კომისიის დებულებით შეიცვალა კომისიის აპარატის სტრუქტურა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციათა განაწილება. კომისიის დებულების ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 30 დეკემბერი.
სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელებისა და კომისიის აპარატში დასაქმებულთა ატესტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 23 სექტემბრის N652/22 გადაწყვეტილებით კომისიის აპარატში დაიწყო ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელება და დამტკიცდა სსიპ “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთა ატესტაციის წესი“ (შემდგომში „ატესტაციის წესი“), რომლითაც საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა ატესტაციის მეორე - გასაუბრების ეტაპის ჩატარება ატესტაციის წესით დადგენილი მეთოდით.
კომისიის თავმჯდომარის 2015 წლის 21 დეკემბრის N 6/31 ბრძანების საფუძველზე მოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ ატესტაციის წესის შესაბამისად გასაუბრების ეტაპზე დასაქმებულთა შეფასების, ატესტაციის ორივე ეტაპის ქულების შეჯამებისა და კომისიის აპარატში დასაქმებულთა დაკავებულ და/ან დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების გაკეთების მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 103-ე, 104-ე, 105-ე მუხლების, ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დამტკიცდეს კომისიის აპარატში მიმდინარე ორგანიზაციულ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება თანდართული ფორმით (დანართი N1).
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.
3. კონტროლს, აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე, განახორციელებს კომისიის თავმჯდომარე.
|
კომისიის თავმჯდომარე |
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი კომისიის წევრი |
გიორგი ფრუიძე მერაბ ქათამაძე |
|
|
|
