გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2016 18:00
მიღების თარიღი დეკემბერი 14, 2016
გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N676/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად. კომისიის ამავე გადაწყვეტილებით დამტკიცდა ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის ჩატარების წესი და პირობები (შემდგომში „საკონკურსო პირობები“).
საკონკურსო განაცხადების მიღება მიმდინარეობდა 2016 წლის 7 ნოემბრის 19:00 საათამდე; მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 10 ნოემბრის 13:00 საათი; ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად 2016 წლის 9 დეკემბრის 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად 2016 წლის 14 დეკემბრის 13:00 საათი; ლიცენზიის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 1000.00 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა მხოლოდ ააიპ „თავისუფალმა მედია სივრცემ“ (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის თარიღი 07.11.16 N11/11899-16).
კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N676/10 გადაწყვეტილების შესაბამისად 2016 წლის 10 ნოემბერს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 521-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის თანდასწრებით გაიხსნა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდა ააიპ „„თავისუფალი მედია სივრცის“ დირექტორი ავთანდილ გველებიანი. მოსამზადებელ სხომაზევე, დოკუმენტაცია დასკანერდა და აიტვირთა კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) საჯარო განხილვისათვის.
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ მიერ გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში, არ იყო მითითებული ქსელის ექსპლუატაციაში გაშვების და პრაქტიკული საქმიანობის დაწყების თარიღები, ასევე დასაზუსტებელი იყო განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა.
კომისიამ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 521 მუხლის მე-7 პუნქტისა და კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N676/10 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საკონკურსო პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიის 2016 წლის 10 ნოემბრის N732/10 გადაწყვეტილებით, ააიპ „თავისუფალ მედია სივრცეს“ ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოსადგენად განუსაზღვრა 5 დღიანი ვადა, 2016 წლის 17 ნოემბრის 19:00 საათამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ „თავისუფალმა მედია სივრცემ“ 2016 წლის 15 ნოემბერს კომისიაში წარმოადგინა ქსელის ექსპლუატაციაში გაშვების და პრაქტიკული საქმიანობის დაწყების თარიღები, ასევე დაზუსტებული განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა. (კომისიაში რეგისტრაციის N6/12102-16).
კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენა ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე გაიმართა 2016 წლის 9 დეკემბერს 13:00 საათზე. სხდომას ესწრებოდა ააიპ „„თავისუფალი მედია სივრცის“ დირექტორი ავთანდილ გველებიანი.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე, წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2016 წლის 2 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათი (კომისიაში რეგისტრაციის N10/12659-16), რომლის თანახმად დეპარტამენტს ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველყოფის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შენიშვნები არ ჰქონდა.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გაიმართა 2016 წლის 14 დეკემბერს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ დირექტორი ავთანდილ გველებიანი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N676/10 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საკონკურსო პირობების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებლის საკონკურსო წინადადება, კომისია, კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N676/10 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საკონკურსო პირობების მე-3 მუხლით განსაზღვრული შეფასების წესის გამოყენების გარეშე აფასებს აღნიშნული ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას საკონკურსო პირობებთან და ლიცენზიის მაძიებლის მიერ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის დადასტურების შემთხვევაში, აცხადებს მას კონკურსში გამარჯვებულად.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 521 მუხლის მე-14 პუნქტისა და კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N676/10 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საკონკურსო პირობების მე-2 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებულზე ლიცენზია გაიცემა კონკურსში გამარჯვებულის მიერ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის გადახდიდან 5 სამუშაო დღის ვადაში; ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყის საფასურზე მეტის გადახდის შემოთავაზების შემთხვევაში, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყის საფასურზე მეტი გადაიხდება ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის განმავლობაში, კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 14 დეკემბერს, კომისიაში გამართულ საკონკურსო სხდომაზე, ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ დირექტორმა ავთანდილ გველებიანმა დაადასტურა, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 1100.00 (ათას ასი) ლარის გადახდაზე მზადყოფნა;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N676/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში, გამარჯვებულად უნდა გამოცხადდეს ააიპ „თავისუფალი მედია სივრცე“. ააიპ „თავისუფალ მედია სივრცეს“ უნდა დაეკისროს ვალდებულება 1 თვის ვადაში უზრუნველყოს კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N676/10 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის - 1000.00 (ერთი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 521 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისია უზრუნველყოფს ააიპ „თავისუფალი მედია სივრცისთვის“ გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემას, ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ მიერ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის გადახდიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 521 მუხლისა და კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N676/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N676/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში, გამარჯვებულად გამოცხადდეს ააიპ „თავისუფალი მედია სივრცე“;
2. უზრუნველყოს ააიპ „თავისუფალმა მედია სივრცემ“ ერთი თვის ვადაში, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 1000.00 (ერთი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22
სახაზინო კოდი - 300893402;
3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ მიერ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში;
4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმისა და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;
5. უზრუნველყოს ააიპ „თავისუფალმა მედია სივრცემ“ დამატებით შემოთავაზებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 100.00 (ასი) ლარის, ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22
სახაზინო კოდი - 300893402;
12.00 ლარი – 2017 წლის 18 თებერვლამდე;
8.00 ლარი – 2017 წლის 18 მარტამდე;
8.00 ლარი – 2017 წლის 18 აპრილამდე;
8.00 ლარი – 2017 წლის 18 მაისამდე;
8.00 ლარი – 2017 წლის 18 ივნისამდე;
8.00 ლარი – 2017 წლის 18 ივლისამდე;
8.00 ლარი – 2017 წლის 18 აგვისტომდე;
8.00 ლარი – 2017 წლის 18 სექტემბრამდე;
8.00 ლარი – 2017 წლის 18 ოქტომბრამდე;
8.00 ლარი – 2017 წლის 18 ნოემბრამდე;
8.00 ლარი – 2017 წლის 18 დეკემბრამდე;
8.00 ლარი - 2018 წლის 18 იანვრამდე.
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, უზრუნველყოს ააიპ „თავისუფალი მედია სივრცისთვის“ წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების ააიპ „თავისუფალი მედია სივრცისთვის“ ჩაბარების დღიდან;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ნ. დევდარიანი);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
