წვდომის მენიუ

შპს „დელტა კომმისა“ და შპს „დელტა-ნეტის“, ასევე შპს „დელტა კომმისა“ და შპს „ა-ნეტის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 817 / 11

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 28, 2016 18:13

მიღების თარიღი დეკემბერი 15, 2016

შპს „დელტა კომმისა“ და შპს „დელტა-ნეტის“, ასევე  შპს „დელტა კომმისა“ და შპს „ა-ნეტის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”)  აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს „დელტა კომმა“ და შპს „დელტა-ნეტმა“,(კომისიაში რეგისტრაციის №6/12618-16 01.12.2016) ასევე შპს „დელტა კომმა“ და შპს „ა-ნეტმა“(კომისიაში რეგისტრაციის №6/12617-16 01.12.2016) შპს „დელტა კომმისა“ და შპს „დელტა-ნეტის“, ასევე  შპს „დელტა კომმისა“ და შპს „ა-ნეტის“ შერწყმაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან  რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „დელტა კომმი“, შპს „დელტა-ნეტი“ და “შპს „ა-ნეტი" წარმოადგენენ ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირებს.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის, ასევე კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით:

1. შპს „დელტა კომმის“ წილის 100%-ის მფლობელია შპს „მაგთიკომი“. შპს „დელტა კომმის“ გენერალური დირექტორია ზურაბ ზარიძე;

2. შპს „ა-ნეტის“ წილის 100%-ის მფლობელია შპს „დელტა კომი“. შპს „ა-ნეტის“ დირექტორია ჯაბა დიხამინჯია;

3. შპს „დელტა-ნეტის“ 100%-იანი წილის მფლობელია  შპს „დელტა კომმი“. შპს „დელტა-ნეტის“ დირექტორია გია კოშორიძე.

შპს „დელტა კომმთან“ აფილირებული პირის - შპს „მაგთიკომის“ გენერალური დირექტორის  პირველი მოადგილეა ნათია კახიძე. შპს „მაგთიკომის“ 51%-ის წილის მფლობელია შპს „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარი“ და 49%-ის წილის მფლობელია შპს „ტელსელ უაირლეს კომპანი“.

“შპს “მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტა კომმის“ წილის 100 პროცენტის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2016 წლის 18 ნოემბრის №757/11 გადაწყვეტილებით, შპს „დელტა კომმს“  ა) ზონათშორის ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების; ბ) ადგილობრივ ზონაში ოპტიკურ-ბოჭკოვან  მაგისტრალური არხებთან დაშვების მომსახურების; გ) ადგილობრივ ზონაში  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების მომსახურების; დ) ზონათშორის  მაგისტრალური  საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების მომსახურების და ე) ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე  დაეკისრა შემდეგი სპეციფიკური ვალდებულებები:

ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების  ვალდებულება;                                                                                                                                                       

ბ)  დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;

გ)  ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება. 

კომისიის 2016 წლის 18 ნოემბრის №757/11 გადაწყვეტილებით დაკისრებული ზემოაღნიშნული ვალდებულებები ძალში შედის  შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტა კომმის“  წილის 100 პროცენტის  შეძენიდან სამი თვის ვადაში.

შესაბამისად, ვინაიდან შპს „მაგთიკომის“ მიერ   შპს „დელტა კომმის“  წილის 100 პროცენტის  შეძენა განხორციელდა 2016 წლის 30 ნოემბერს (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან), დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები ძალში შედის  2017 წლის პირველი მარტიდან.

შპს „დელტა კომმის“ საქმიანობის ძირითადი სახეა საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე სხვა ავტორიზებული პირების უზრუნველყოფა ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან წვდომის, ასევე ზონათშორის და ადგილობრივ ზონაში მაგისტრალურ არხებთან და ტერმინალურ ელემენენტებთან დაშვების მომსახურებებით; ხოლო შპს „დელტა-ნეტისა“ და შპს „ა-ნეტის“ საქმიანობის ძირითადი სახეა  ფიქსირებული მისამართიდან ინტერნეტის საცალო მომსახურება. 

კომისიის 2016 წლის 18 ნოემბრის №757/11 გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა შპს „დელტა კომმის“, შპს „დელტა-ნეტის“, შპს „ა-ნეტის“, ასევე შპს „მაგთიკომის“ ურთიერთდამოკიდებულება (აფილირება), რომლებიც საქმიანობენ ელექტრო-საკომუნიკაციო ბაზრის, როგორც  საცალო, ასევე საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე. აღნიშნული კვლევისა და ანალიზის დროს შესწავლილ იქნა საკითხი იმის თაობაზე, იქონიებდა  თუ არა შპს „დელტა კომმის“, შპს „დელტა-ნეტის“ და  შპს „ა-ნეტის“  საცალო საქმიანობების გაერთიანება ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე არსებით გავლენას. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამ კომპანიების საცალო საქმიანობების გაერთიანება ბაზარზე არსებული კონკურენციის  პირობებს ვერ შეცვლიდა. 

შესაბამისად, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომელის თანახმადაც საჭირო იქნებოდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „დელტა კომმისა“ და შპს „დელტა-ნეტის“, ასევე  შპს „დელტა კომმისა“ და შპს „ა-ნეტის“ შერწყმა ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „დელტა კომმისა“ და შპს „დელტა-ნეტის“, ასევე  შპს „დელტა კომმისა“ და შპს „ა-ნეტის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

: 

1. მიეცეს თანხმობა შპს „დელტა კომმს“, შპს „დელტა-ნეტთან“ და შპს „ა-ნეტთან“ შერწყმაზე;

2. შპს „დელტა კომმისა“ და შპს „დელტა-ნეტის“, ასევე  შპს „დელტა კომმისა“ და შპს „ა-ნეტის“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „დელტა კომმა“, შპს „დელტა-ნეტმა“ და შპს „ა-ნეტმა“ უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

3. განემარტოთ შპს „დელტა კომმს“, შპს „დელტა-ნეტს“ და შპს „ა-ნეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად,  შპს „დელტა კომმისა“ და შპს „დელტა-ნეტის“, ასევე  შპს „დელტა კომმისა“ და შპს „ა-ნეტის“ შერწყმის შემთხვევაში,შპს „დელტა კომმი“,  შპს „დელტა-ნეტი“ და შპს „ა-ნეტი“ ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

4. დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „დელტა კომმის“,  შპს „დელტა-ნეტის“ და შპს „ა-ნეტისათვის“ გაგზავნა (ი. ხარებავა);

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „დელტა კომმის“,  შპს „დელტა-ნეტის“ და შპს „ა-ნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „დელტა კომმის“,  შპს „დელტა-ნეტის“ და შპს „ა-ნეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე                                           ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                   ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                   კახი ბექაური        

კომისიის წევრი                                                            გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                   მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები