კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9, 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 და 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 28, 2016 18:15
მიღების თარიღი დეკემბერი 15, 2016
კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9, 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 და 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიამ 2016 წლის 18 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება N 757/11 შპს “მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტა კომმის“ წილის 100 პროცენტის შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ. აღნიშული გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ იმსჯელა, რომ „ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების და „ინტერნეტის ქსელით მომსახურების საცალო ბაზარზე დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების და სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ” კომისიის 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 გადაწყვეტილების მიხედვით შპს „მაგთიკომი“ ფიქსირებული მისამართიდან ინტერნეტის საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ქ. თბილისის გეოგრაფიულ ზონაში დადგენილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად და დაეკისრებული აქვს შემდეგი სპეციფიკური ვალდებულებები:
ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება;
ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;
გ) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება.
კომისიამ 2016 წლის 18 ნოემბერის N 757/11 გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნა, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტა კომმის“ 100 პროცენტიანი წილის შეძენის დადასტურების შემდეგ კომისიის 2009 წლის 13 ნოემბრის N 610/9 და 2007 წლის 20 ივლისის N 400/9 გადაწყვეტილებებით შპს „მაგთიკომისთვის“ დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები უნდა დაეკისროს ასევე შპს „დელტა კომმს“ და შპს „დელტა ნეტსაც“
2016 წლის 29 ნოემბრის N 16/11/29-14 (6/125667-16, კომისიაში რეგისტრაციის ნომერი) წერილით შპს „მაგთიკომმა“ კომისიას აცნობა, რომ 2016 წლის 21 ნოემბერს შპს „მაგთიკომმა“ შეიძინა შპს „დელტა კომმის“ წილის 100 პროცენტი.
კომისია აღინიშნავს, რომ კომისიის შპს „დელტა კომმისა” და შპს „დელტა ნეტის“ მხრიდან საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით „ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის მეორე პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ა), გ) და დ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიაზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით, რომლის შესაბამისად, კომისია ვალდებულია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით საქმიანობაში არ დაუშვას მონოპოლიური მდგომარეობა და ხელი შეუწყოს ბაზრის ლიბერალიზაციას, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, რაც გამოიხატება საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებაში, შენარჩუნებასა და განვითარებაში და ერთი ან რამოდენიმე აფილირებული ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილებაში, აუცილებელია, კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9, 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 და 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანა შპს „დელტა კომმისა” და შპს „დელტა ნეტის“ როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების დადგენის მიზნით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოებაკომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9, 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 და 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2017 წლის 26 იანვარს 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობათა გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ინტერნეტ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრები: ელისო ასანიძე
კახი ბექაური
გიორგი ფრუიძე
მერაბ ქათამაძე
