წვდომის მენიუ

შპს „გიგაბაიტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ავტორიზაციის გაუქმების შესახებ

ნომერი: 819 / 4

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2016 17:47

მიღების თარიღი დეკემბერი 15, 2016

შპს „გიგაბაიტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ავტორიზაციის გაუქმების შესახებ

I.    აღწერილობითი ნაწილი

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური  და საფინანსო დეპარტამენტების მოხსენებითი ბარათებიდან (№შ-10/11166-16; 19.10.2016; №შ-10/11564-16; 27.10.2016) ირკვევა, რომ  მიუხედავად კომისიის 2016 წლის 20 სექტემბრის N05/3482-16 წერილობითი შეტყობინებისა (გზავნილის კოდი: AP01001440086; ჩაბარების თარიღი: 22.09.2016), რომლის შესაბამისად, შპს „გიგაბაიტს“ ეთხოვა 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით და 2016 წლის ივლისის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედებები. ასევე, 2016 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით, შპს „გიგაბაიტს“ 2016 წლის ივლისიდან არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. ამასთან, შპს „გიგაბაიტი“ სხვა ავტორიზებული პირების მიერ, კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არ არის მოხსენიებული კონტრეჰენტ ოპერატორად. ხოლო, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის მონაცემებით, შპს „გიგაბაიტს“ კომისიაში წარმოდგენილი აქვს მხოლოდ 2015 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2016 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის და ივნისის თვეების ნულოვანი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და გაანგარიშებების წარმოუდგენლობის გამო რეგულირების საფასურის დავალიანება ვერ დგინდება.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№შ-10/11166-16; 19.10.2016) და  საფინანსო დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№შ-10/11564-16; 27.10.2016) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „გიგაბაიტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 17 ნოემბერი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „გიგაბაიტს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.  შეტყობინება (N03/3980-16, 9.11.2016) კომპანიას 2016 წლის  12  ნოემბერს ჩაბარდა.

კომისიის 2016 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე შპს „გიგაბაიტის“  წარმომადგენელი არ გამოცხადდა.

კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე კომისიამ  მიიჩნია, რომ საკითხი საჭიროებს დამატებით გამოკვლევას იმ გარემოების დასადგენად, ხომ არ არსებობს   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული წინაპირობები, რაც შპს „გიგაბაიტისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების საფუძველი იქნებოდა. შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო 2016 წლის 24 ნოემბრისათვის. აღნიშნულის თაობაზე 2016 წლის 22 ნოემბრის N03/4056-16 შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „გიგაბაიტს“,  რომელიც კომპანიას არ ჩაბარდა. შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო და შპს „გიგაბაიტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა პირველი დეკემბერი, 15 საათი, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა კომისიის 2016 წლის 25 ნოემბრის N03/4081-16 შეტყობინებით, რომელიც კომპანიას ასევე არ ჩაბარდა. აქედან გამომდინარე, საკითხის განხილვა  კვლავ გადაიდო 2016 წლის 15 დეკემბრისათვის, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა კომისიის 2016 წლის  პირველი დეკემბრის N03/4114-16 შეტყობინებით, რომელიც კომპანიას ჩაბარდა 2016 წლის 3 დეკემბერს (ჩაბარების თარიღი: 03.12.2016; ჩაიბარა: გიგა რეხვიაშვილმა).

2016 წლის 8 დეკემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „გიგაბაიტის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-7/12778-16; 08.12.2016), რომლითაც მოითხოვა შპს „გიგაბაიტისთვის“ ავტორიზაციის გაუქმება. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიას საქმინობა არ დაუწყია და აბონენტებიც არ ჰყოლია.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 14 დეკემბრის Nშ-10/12894-16 მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „გიგაბაიტმა“ დაგვიანებით განახორციელა შესაბამისი ქმედებები და 2016 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით შეავსო და წარმოადგინა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 14 დეკემბრის Nშ-10/12911-16 მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „გიგაბაიტმა“ 2016 წლის 8 დეკემბერს კომისიაში წარმოადგინა 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის თვის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (ნულოვანი). კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად, შპს „გიგაბაიტს“ დავალიანება კომისიის წინაშე არ გააჩნია.

მიუხედავად კომისიის 2016 წლის  პირველი დეკემბრის N03/4114-16 შეტყობინების ჩაბარებისა, კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის სხდომაზე შპს „გიგაბაიტის“  წარმომადგენელი არ გამოცხადდა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

შპს „გიგაბაიტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, საკითხის განხილვის დღის, დროისა და ადგილის შესახებ შეტყობინების (N03/4114-16; 01.12.2016) შპს „გიგაბაიტისთვის“ ჩაბარებით კომისიამ უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „გიგაბაიტის“ დაუსწრებლად.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

  1. კომისიის  აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი (№შ-10/11166-16; 19.10.2016);
  2.  კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/11564-16, 27.10.2016);
  3. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/11524-16; 26.10.2016);
  4. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „გიგაბაიტის“  შესახებ მონაცემები;
  5. კომისიის 2016 წლის პირველი დეკემბრის N03/4114-16 შეტყობინება და ამ შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  6. შპს „გიგაბაიტის“ 2016 წლის 8 დეკემბრის განცხადება ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-7/12778-16; 8.12.2016);
  7. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი ( Nშ-10/12894-16; 14.12.2016);
  8. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (Nშ-10/12911-16; 14.12.2016).

III. დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

  1. შპს „გიგაბაიტი“ 2015 წლის 2 ნოემბრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:       რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2. ინტერნეტ მომსახურება:        WiFi );
  2. შპს „გიგაბაიტი“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  3. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებისა  და „კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით  ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
  4. შპს „გიგაბაიტს“, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისათვის (9.11.2016), შესავსები და კომისიაში წარმოსადგენი ჰქონდა 2015 წლის დეკემბრიდან  2016 წლის აპრილის ჩათვლით და 2016 წლის ივლისიდან  სატატისტიკური ანგარიშგების ფორმები; შპს „გიგაბაიტი“ ოპერატორების მიერ არ არის მოხსენიებული კონტრაჰენტ ოპერატორად;
  5. შპს „გიგაბაიტს“ ავტორიზაციის გავლის დღიდან (02/11/2015) წარმოდგენილი ჰქონდა მხოლოდ 2015 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2016 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის და ივნისის თვეების ნულოვანი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და გაანგარიშებების წარმოუდგენლობის გამო რეგულირების საფასურის დავალიანება ვერ დგინდებოდა. შესაბამისად, წარმოსადგენი ჰქონდა 2016 წლის მაისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბერის და ნოემბრის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები;
  6. 2016 წლის 8 დეკემბრის მდგომარეობით შპს „გიგაბაიტმა“ წარმოადგინა რეგულირების ყოველწლიური საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები და რეგულირების საფასურის დავალიანება არ გააჩნია;
  7. შპს „გიგაბაიტმა“ 2016 წლის 8 დეკემბერს კომისიაში წარმოადგინა განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-7/12778-16; 08.12.2016), რომლის შესაბამისადაც კომპანია საკუთარი განცხადების საფუძველზე ითხოვს ავტორიზაციის გაუქმებას;
  8. 2016 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით შპს „გიგაბაიტმა“ შეავსო და  წარმოადგინა   სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები;
  9. შპს „გიგაბაიტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების  წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც  ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული  ფორმით  წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4.  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური ანგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-7 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზაცია გაუქმდება ავტორიზებული პირის განცხადების საფუძველზე. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე ყველა კანონისმიერი ვალდებულება უნდა ჰქონდეს შესრულებული;

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დადგენილ ვადაში შეუვსებლობითა და კომისიაში წარმოუდგენლობით შპს ,,გიგაბაიტის“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  ა) და ბ) ქვეპუნქტების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევას, ხოლო დადგენილ ვადაში რეგულირების საფასურის გაანგარიშების წარმოუდგენლობით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტისა და  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, რაც  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ შპს „გიგაბაიტის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია ყველა კანონისმიერი ვალდებულებები, ამასთან, კომპანიის მიერ წარმოდგენილია სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვანი ფორმები და რეგულირების ყოველწლიური საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები, ასევე, შპს „გიგაბაიტის“ მიერ მოთხოვნილია ავტორიზაციის გაუქმება, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „გიგაბაიტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე და შპს „გიგაბაიტს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-7 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად უნდა გაუუქმდეს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ)  ქვეპუნქტების, მე-191 მუხლის მე-7 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-17 პუნქტების,  „რეგულურების საფასურის განხაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „გიგაბაიტი“ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანიას, კომისიის წინაშე შესრულებული აქვს კანონისმიერი ვალდებულებები და ითხოვს ავტორიზაციის გაუქმებას, შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „გიგაბაიტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

2. გაუქმდეს შპს „გიგაბაიტის“ ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე („ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-7 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად);

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა):

ა) შპს „გიგაბაიტისთვის“ ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „გიგაბაიტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა, ასევე კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,გიგაბაიტისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „გიგაბაიტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                           ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                          ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                          კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                          გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                          მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები