შპს „მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F39 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და ამავე ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 05, 2017 13:03
მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2016
შპს „მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F39 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და ამავე ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „მობიტელმა“ (კომისიაში რეგისტრაციის N7/11764-16, 01.11.2016), რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F39 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 22 დეკემბრის N562/1 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „მობიტელი“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F39 ლიცენზიას რადიოსარელეო კავშირებისათვის, შემდეგი პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი:
ა.ა) 6152.75 მჰც ± 14.5 მჰც და 6404.79 მჰც ± 14.5 მჰც
ა.ბ) 17755 მჰც ± 13.75 მჰც და 18765 მჰც ± 13.75 მჰც
ა.გ) 17782.5 მჰც ± 13.75 მჰც და 18792.5 მჰც ± 13.75 მჰც
ა.დ) 17810 მჰც ± 13.75 მჰც და 18820 მჰც ± 13.75 მჰც
ა.ე) 17837.5 მჰც ± 13.75 მჰც და 18847.5 მჰც ± 13.75 მჰც
ა.ვ) 17865 მჰც ± 13.75 მჰც და 18875 მჰც ± 13.75 მჰც
ა.ზ) 24591 მჰც ± 14 მჰც და 25599 მჰც ± 14 მჰც
ა.თ) 24619 მჰც ± 14 მჰც და 25627 მჰც ± 14 მჰც
ა.ი) 24647 მჰც ± 14 მჰც და 25665 მჰც ± 14 მჰც
ა.კ) 24675 მჰც ± 14 მჰც და 25683 მჰც ± 14 მჰც
ა.ლ) 24703 მჰც ± 14 მჰც და 25711 მჰც ± 14 მჰც
ა.მ) 24731 მჰც ± 14 მჰც და 25739 მჰც ± 14 მჰც
ა.ნ) 24759 მჰც ± 14 მჰც და 25767 მჰც ± 14 მჰც
ა.ო) 24787 მჰც ± 14 მჰც და 25795 მჰც ± 14 მჰც
ა.პ) 37100 მჰც ± 14 მჰც და 38360 მჰც ± 14 მჰც
ა.ჟ) 37128 მჰც ± 14 მჰც და 38388 მჰც ± 14 მჰც
ა.რ) 37156 მჰც ± 14 მჰც და 38416 მჰც ± 14 მჰც
ა.ს) 37184 მჰც ± 14 მჰც და 38444 მჰც ± 14 მჰც
ა.ტ) 37212 მჰც ± 14 მჰც და 38472 მჰც ± 14 მჰც
ა.უ) 37240 მჰც ± 14 მჰც და 38500მჰც ± 14 მჰც
ა.ფ) 37268 მჰც ± 14 მჰც და 38528 მჰც ± 14 მჰც
ა.ქ) 37296 მჰც ± 14 მჰც და 38556 მჰც ± 14 მჰც
ბ) რეგიონები:
ბ.ა) რეგიონი 1: ქ.თბილისი, დაბა წყნეთი;
ბ.ბ) რეგიონი 2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;
ბ.გ) რეგიონი 3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს,
სიღნაღის, ყვარელის რაიონები;
ბ.დ) რეგიონი 4: ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;
ბ.ე) რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;
ბ.ვ) რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის, წალკის რაიონები;
ბ.ზ) რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;
ბ.თ) რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის რაიონები;
ბ.ი) რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;
ბ.კ) რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის რაიონები;
ბ.ლ) რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის რაიონები;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 22 დეკემბრამდე;
დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ.
შპს ”მობიტელის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F39 ლიცენზიას მოქმედების ვადა გასდის 2016 წლის 22 დეკემბერს. შესაბამისად, შპს ”მობიტელის” მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში წარმოდგენასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად:
ა) ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;
ბ) თუ იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის (2 წელი) განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;
გ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში − ბოლო 2) აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;
დ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულია მხოლოდ 1 აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის ამ აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურს;
ე) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონი არ გამართულა, ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გასამართი აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით;
ვ) ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს.
კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 1,000.00 (ერთი ათას) ლარს. შპს „მობიტელის“ მიერ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი (1,000.00 ლარი) და კომისიაში წარმოდგენილია გადახდის დამადასტურებელი საბუთი (წერილი N6/13112-16 20.12.2016 ).
კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2016 წლის 20 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/13172-16), რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F39 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშების თაობაზე. როგორც სამსახურებრივ ბარათშია აღნიშნული შპს „მობიტელის“ მიერ მისი კუთვნილი №F39 ლიცენზიის პირობების ფარგლებში (სიხშირული წყვილების გამოყენებით), აგებულ იქნა კონკრეტული რადიოსარელეო ქსელი. ქსელის სტრუქტურისა და ძირითადი პარამეტრების (რადიოსარელეო სადგურების განლაგების ადგილი, გეოგრაფიული კოორდინატები, მონაკვეთებზე გამოყენებული რადიოსიხშირული წყვილები და სიხშირული ზოლები) შესახებ ინფორმაცია შპს „მობიტელმა“ კომისიას მიაწოდა 2016 წლის 19 და 20 დეკემბერს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/13107-16, 19.12.16; №შ-6/13117-16,20.12.16). კომპანიის მიერ აღნიშნული ინფორმაცია დაზუსტდა 2016 წლის 20 დეკემბერს დამატებით წარმოდგენილი წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/13174-16, 20.12.16).
შპს „მობიტელის“ მიერ დამატებით წარმოდგენილი, დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე და ზემოაღნიშნულ რეალურ ქსელში მოქმედი სადგურების პარამეტრების შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, „რადიოსიხშირული სპექტით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მეთოდის გამოყენებით (ქსელის შემადგენელ ცალკეული და ჯამში 842 მონაკვეთისთვის) გამოთვლილმა საფასურის ოდენობამ შეადგინა 1 109 019.48 ლარი (იხ. დანართი N1).
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 20 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „მობიტელის“ წარმომადგენელი ირაკლი ესართია. კომპანიის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა დაადასტურა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F39 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 1 109 019.48 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, გადახდაზე მზადყოფნა და კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა შპს ”მობიტელისთვის” განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის ექვს თვეზე განწილვადების თაობაზე.
კომისიამ იმსჯელა შპს „მობიტელის“ წარმომადგენლის მიერ დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, დააკმაყოფილა შპს „მობიტელის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა და მიზანშეწონილად მიიჩნია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F39 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის განწილვადება ექვს თვეზე. კერძოდ საფასურის 30%-ს გადახდა განხორციელდეს ერთი თვის ვადაში, ხოლო თანხის 70% განწილვადდეს დარჩენილ ვადაზე, ყოველთვიური თანაბარი გადახდის ვალდებულებით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ქსელის რეალური პარამეტრები, რომელთა შესაბამისადაც განხორციელდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F39 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშება უნდა აისახოს ლიცენზიის პირობებში, რაც განისაზღვრება რადიოსარელეო ქსელის შემადგენელ 842 მონაკვეთისთვის, რადიოსარელეო სადგურების განლაგების ადგილის, გეოგრაფიული კოორდინატების, მონაკვეთებზე გამოყენებული რადიოსიხშირული წყვილების და სიხშირული ზოლების მითითებით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. იგივე წესია დადგენილი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-5 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, 53–ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის მე–14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F39 ლიცენზიას 2016 წლის 22 დეკემბრიდან 10 წლის ვადით შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი:
ა.ა) 6152.75 მჰც ± 14.5 მჰც და 6404.79 მჰც ± 14.5 მჰც
ა.ბ) 17755 მჰც ± 13.75 მჰც და 18765 მჰც ± 13.75 მჰც
ა.გ) 17782.5 მჰც ± 13.75 მჰც და 18792.5 მჰც ± 13.75 მჰც
ა.დ) 17810 მჰც ± 13.75 მჰც და 18820 მჰც ± 13.75 მჰც
ა.ე) 17837.5 მჰც ± 13.75 მჰც და 18847.5 მჰც ± 13.75 მჰც
ა.ვ) 17865 მჰც ± 13.75 მჰც და 18875 მჰც ± 13.75 მჰც
ა.ზ) 24591 მჰც ± 14 მჰც და 25599 მჰც ± 14 მჰც
ა.თ) 24619 მჰც ± 14 მჰც და 25627 მჰც ± 14 მჰც
ა.ი) 24647 მჰც ± 14 მჰც და 25665 მჰც ± 14 მჰც
ა.კ) 24675 მჰც ± 14 მჰც და 25683 მჰც ± 14 მჰც
ა.ლ) 24703 მჰც ± 14 მჰც და 25711 მჰც ± 14 მჰც
ა.მ) 24731 მჰც ± 14 მჰც და 25739 მჰც ± 14 მჰც
ა.ნ) 24759 მჰც ± 14 მჰც და 25767 მჰც ± 14 მჰც
ა.ო) 24787 მჰც ± 14 მჰც და 25795 მჰც ± 14 მჰც
ა.პ) 37100 მჰც ± 14 მჰც და 38360 მჰც ± 14 მჰც
ა.ჟ) 37128 მჰც ± 14 მჰც და 38388 მჰც ± 14 მჰც
ა.რ) 37156 მჰც ± 14 მჰც და 38416 მჰც ± 14 მჰც
ა.ს) 37184 მჰც ± 14 მჰც და 38444 მჰც ± 14 მჰც
ა.ტ) 37212 მჰც ± 14 მჰც და 38472 მჰც ± 14 მჰც
ა.უ) 37240 მჰც ± 14 მჰც და 38500მჰც ± 14 მჰც
ა.ფ) 37268 მჰც ± 14 მჰც და 38528 მჰც ± 14 მჰც
ა.ქ) 37296 მჰც ± 14 მჰც და 38556 მჰც ± 14 მჰც
ბ) რეგიონები:
ბ.ა) რეგიონი 1: ქ.თბილისი, დაბა წყნეთი;
ბ.ბ) რეგიონი 2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;
ბ.გ) რეგიონი 3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს,
სიღნაღის, ყვარელის მუნიციპალიტეტები;
ბ.დ) რეგიონი 4: ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, მუნიციპალიტეტები;
ბ.ე) რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის მუნიციპალიტეტები;
ბ.ვ) რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტები;
ბ.ზ) რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები;
ბ.თ) რეგიონი 8: ქ. ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტები;
ბ.ი) რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები;
ბ.კ) რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტები;
ბ.ლ) რეგიონი 11: ქ. ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტები;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 22 დეკემბრამდე;
დ) უზრუნველყოს ლიცენზიის მფლობელმა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული რადიოსარელეო რადიოსიხშირული წყვილების გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.
2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F39 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს - 1 109 019.48 (ერთი მილიონ ას ცხრა ათას ცხრამეტი ლარი და 48 თეთრი) ლარით. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშება, შპს „მობიტელის“ სარგებლობაში არსებულ რადიოსარელეო ქსელში მოქმედი სადგურების პარამეტრების გათვალისწინებით, მოცემულია წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი №1-ში;
3. უზრუნველყოს შპს „მობიტელმა“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F39 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 1 109 019.48 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა, შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
-მიმღები- ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900
-ბანკი-სახელმწიფო ხაზინა
-ბანკის კოდი-TRESGE22
-საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი-N300773402
1. 332 705.84 ლარი - 2017 წლის 20 იანვრამდე;
2. 155 265.64 ლარი - 2017 წლის 20 თებერვლამდე.
3. 155 262.00 ლარი - 2017 წლის 20 მარტამდე;
4. 155 262.00 ლარი - 2017 წლის 20 აპრილამდე;
5. 155 262.00 ლარი - 2017 წლის 20 მაისამდე;
6. 155 262.00 ლარი - 2017 წლის 20 ივნისამდე;
4. შპს „მობიტელი“ ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში აღნიშნული თანხის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
5. ლიცენზიის მფლობელის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;
6. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F39 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ, ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების დაზუსტების მიზნით;
7. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2017 წლის 26 იანვარს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ.ლორთქიფანიძე).
ე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს მობიტელისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე).
9. გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
10. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს მობიტელისთვის“ მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებისთანავე;
11. გადაწყვეტილება (გარდა მე-6 პუნქტისა) შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე (გარდა გ) ქვეპუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ნ. დევდარიანი);
14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
