წვდომის მენიუ

შპს ”მედია ჰაუსი დეკომის” კერძო მაუწყებლობის №B110 ლიცენზიის შპს ”რადიო ტიფლისისთვის” გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 832 / 5

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2016 18:04

მიღების თარიღი დეკემბერი 22, 2016

შპს ”მედია ჰაუსი დეკომის” კერძო მაუწყებლობის №B110 ლიცენზიის შპს ”რადიო ტიფლისისთვის” გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2016 წლის 7 დეკემბერს კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/12759-16) მიმართეს შპს ”მედია ჰაუსი დეკომმა” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404906606) და შპს „რადიო ტიფლისმა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405179925) შპს ”მედია ჰაუს დეკომის” მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B110 ლიცენზიის შპს „რადიო ტიფლისისთვის“  გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. ერთობლივ განცხადებას თანდართული აქვს შპს „რადიო ტიფლისის“ წესდება, შპს „რადიო ტიფლისის“ მიერ შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია და შპს ”მედია ჰაუს დეკომის” ბენეფიციარი მესაკუთრის თანხმობა კერძო მაუწყებლობის №B110 ლიცენზიის  შპს „რადიო ტიფლისისთვის“ გადაცემაზე.                  

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის და 371-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მედია ჰაუსი დეკომი”  ფლობს კერძო მაუწყებლობის №B110 ლიცენზიას 2021 წლის 28 ოქტომბრამდე, კომისიის 2011 წლის 28 ოქტომბრის №566/1 და კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის №813/6 გადაწყვეტილებებით  განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 28 ოქტომბრამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური;

ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები: 

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. თბილისი

98.5

FM

V

წრიული

1000

41°41'44"N

41°47'05"E

230

6

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5).

ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

კომისია აღნიშნავს, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან და კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ შპს ”რადიო ტიფლისის” (ს/კ 405179925) დირექტორი არის საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ფორჩხიძე (პ/ნ 01031004091), ხოლო 100%-იანი წილის მფლობელია შპს „მედია ჰაუსი დეკომი“ (ს/კ 404906606). შპს „მედია ჰაუსი დეკომის“ დირექტორია საქართველოს მოქალაქე ცოტნე ჩიქოვანი (პ/ნ 01008009676), ხოლო 100%-იანი წილის მფლობელია შპს „ვენჩერ სექიურითი ჰოლდინგ ჯორჯია“. შპს „ვენჩერ სექიურითი ჰოლდინგ ჯორჯიას“ 100%-იანი წილის მფლობელია საქართველოს მოქალაქე თამარ ზაქარიაძე (პ/ნ 01009005093), ხოლო დირექტორია საქართველოს მოქალაქე ცოტნე ჩიქოვანი (პ/ნ 01008009676). კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით ნიკოლოზ ფორჩხიძე ადასტურებს, რომ შპს ”რადიო ტიფლისი” ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს. საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში  ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რადიო ტიფლისი” არ ფლობს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიას ან ავტორიზაციას.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ იქნა შპს „მედია ჰაუსი დეკომის“ მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B110 ლიცენზიის შპს ”რადიო ტიფლისისთვის” გადაცემასთან დაკავშირებით მხარეების განზრახვის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად (№10/13032-16, 19.12.16), შპს ”რადიო ტიფლისი” ისევე როგორც მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, რომლებსაც ეკრძალებათ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ფლობა. ასევე ლიცენზიის გადაცემის შემთხვევაში არ დაირღვევა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

ამავე დროს, კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების შესაბამისად დგინდება, შპს ”რადიო ტიფლისის” აფილირება მხოლოდ შპს „მედია ჰაუსი დეკომთან“. შესაბამისად, შპს „მედია ჰაუსი დეკომის“ მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B110 ლიცენზიის შპს ”რადიო ტიფლისისთვის” გადაცემის შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა ნიკოლოზ ფორჩხიძის, ცოტნე ჩიქოვანის და თამარ ზაქარიაძის მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად ფიზიკური პირების ნიკოლოზ ფორჩხიძის, ცოტნე ჩიქოვანის და თამარ ზაქარიაძის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება. ასევე ნიკოლოზ ფორჩხიძის, ცოტნე ჩიქოვანის და თამარ ზაქარიაძის მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge. გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 22 დეკემბრის გამართულ კომისიის სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ფორჩხიძე, ცოტნე ჩიქოვანი და თამარ ზაქარიაძე. კომისიის სხდომაზე შპს ”რადიო ტიფლისის” დირექტორს ნიკოლოზ ფორჩხიძეს განემარტა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე,  371-ე და მე-60 მუხლების მოთხოვნები. ნიკოლოზ ფორჩხიძემ საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურა, რომ შპს ”რადიო ტიფლისი” და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, მან ასევე დაადასტურა, რომ შპს ”რადიო ტიფლისს” და მის ბენეფიციარ მესაკუთრეებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლიდან გამომდინარე არ გააჩნიათ ურთიერთდამოკიდებულება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ რომელიმე მაუწყებელთან გარდა შპს „მედია ჰაუსი დეკომისა“.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „მედია ჰაუსი დეკომის“ მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B110 ლიცენზიის შპს ”რადიო ტიფლისისთვის” გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს „მედია ჰაუსი დეკომის“ მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B110 ლიცენზიის შპს ”რადიო ტიფლისისთვის” გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია კომისიამ შპს „მედია ჰაუსი დეკომს“ მისცეს წინასწარი თანხმობა, მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B110 ლიცენზიის გადაცემაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, 481-ე და მე-60 მუხლებიდან გამომდინარე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1.   მიეცეს თანხმობა შპს „მედია ჰაუსი დეკომს“ (ს/ნ 404906606) მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B110 ლიცენზიის შპს ”რადიო ტიფლისისთვის” (ს/ნ 405179925)  გადაცემაზე;

2. უზრუნველყოს შპს ”რადიო ტიფლისმა” კერძო მაუწყებლობის №B110 ლიცენზიის საკუთრებაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ლიცენზიის საკუთრებაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის მიწოდება;

3. განემარტოს შპს ”რადიო ტიფლისს”, რომ შპს „მედია ჰაუსი დეკომის“ მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B110 ლიცენზიის შპს ”რადიო ტიფლისისთვის” გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტებს                  შპს ”რადიო ტიფლისის” მიერ კერძო მაუწყებლობის №B110 ლიცენზიის საკუთრებაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტების ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ)  სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის გადაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) შესაბამისობის დეკლარაციის კომისიის ვებ–გვერდზე ატვირთვის უზრუნველყოფა (ი. მახარაძე);

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”რადიო ტიფლისისთვის” და შპს „მედია ჰაუსი დეკომისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

8.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                           ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                           ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                           გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                           მერაბ ქათამაძე

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები