საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2017 18:52
მიღების თარიღი დეკემბერი 22, 2016
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2016 წლის 22 დეკემბრის #91 სხდომაზე კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მ.შ-მა ნათია დევდარიანმა, კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შეუფერხებელი შესრულების უზრუნველსაყოფად, წარმოადგინა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც შემუშავდა 2016 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის ფაქტიური შემოსავლებიდან და ხარჯებიდან გამომდინარე, ასევე აპარატის დეპარტამენტების მიერ წარმოდგენილი, სავარაუდო ხარჯების გათვალისწინებით.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად:
კომისიის 2017 წლის საპროგნოზო წლიურმა შემოსავალმა შეადგინა 8,560,000.00 ლარი, ხოლო სარეზერვო ფონდმა 850,000.00 ლარი. სულ 2017 წლის საპროგნოზო შემოსავალი არის 9,410,000.00 ლარი.
2017 წლის დაგეგმილი ხარჯების მოცულობა, 2016 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის ფაქტიური ხარჯებიდან და კომისიის აპარატის დეპარტამენტებიდან წარმოდგენილი სავარაუდო (დაკორექტირებული) ხარჯების გათვალისწინებით, განისაზღვრა 9,410,000.00 ლარით.
2017 წლის ძირითადი საშუალებების შეძენის მუხლი განსაზღვრულია -- 1,818,933.93 ლარით, რომულიც მოიცავს წავკისის ქედზე რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის საპელენგაციო სადგურის მშენებლობის ხარჯებს -- 204,210.00 ლარს, რადიომინიტორინგის აპარატურის შეძენის თანხას -- 1,260,164.78 ლარს (რადიომინიტორინგის აპარატურის შეძენის თანხა შეადგენს 492,829.4 აშშ დოლარს კურსის ცვალებადობის გამო, დღეის მდგომარეობით, შეუძლებელია ზუსტი ხარჯის განსაზღვრა, კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში აუცილებელი იქნება 2017 წლის ბიუჯეტის კორექტირება), კომპიუტერული ტექნიკის, „ლაივსტრიმი“-ს აპარატურის, მონტაჟისა და ლიცენზიის და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯებს.
საკანცელარიო, საფოსტო, პოლიგრაფიული და ჟურნალ-გაზეთების ხარჯები -- 59,619.00 ლარი, კომუნიკაციის, ელექტროენერგიის, წყლის ხარჯები -- 151,778.00 ლარი, ბუნებრივი აირის და ავტომანქანის საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯები -- 104,000,00 ლარი განისაზღვრა 2016 წლის 9 თვის ფაქტიური ხარჯების გათვალისწინებით.
მივლინების ხარჯები დაკორექტირდა და საბოლოოდ განისაზღვრა 171,382.54 ლარით, რაც დეპარტამენტების მიერ წარმოდგენილ 336,509.24 ლართან შედარებით 165,126.7 ლარით შემცირდა.
საექსპერტო და საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯებმა შეადგინა 319,625.00 ლარი, რომელშიც შედის კომისიის აპარატის სამუშაო პროცესის აღწერის, საერთაშორისო საინფორმაციო პორტალებზე და ბაზებზე წვდომის, EBRD-ის საკონსულტაციო პროექტის თანადაფინანსების და კომისიის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისათვის აუცილებელი სხვა ხარჯები.
სხვა საერთო ხარჯები --- სულ თანხით 393,822.33 ლარი, შედგება სამეურნეო და საყოფაცხოვრებო საქონლის, შენობის დაცვის, დასაქმებულთა დაზღვევის, მთარგმნელობითი მომსახურეობის, წავკისის ქედზე და ძეგვის მთაზე მდებარე ანძების სიგნალიზაციის, livestream-ის, myvideo არქივის მომსახურეობების, მონიტორინგის პროგრამის, 2016 წლის ფინანსური აუდიტის ჩატარების, გაუთვალისწინებელი და სხვა ხარჯებისაგან.
შრომის ანაზღაურების და სახელმწიფო ბიუჯეტის ანარიცხების ხარჯები გამომდინარეობს 2017 წლის საშტატო ნუსხიდან, რეორგანიზაციის შედეგად განთავისუფლებული თანამშრომლების კომპენსაციის გათვალისწინებით და დაიგეგმა 4,994,672.5 ლარით (მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შრომის ანაზღაურების გარეშე) საბიუჯეტო ანარიცხების ჩათვლით.
კომისიის 2017 წლის ბიუჯეტში, ისევე როგორც გასულ წლებში, ცალკეა გამოყოფილი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ხარჯები -- 20,000.00 ლარი, შრომის ანაზღაურების ხარჯების 249,171.2 ლარის ჩათვლით, რითაც კომისიამ გაითვალისწინა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-154 მუხლის მოთხოვნები.
პრემირების ფონდი -- 873,316.5 ლარი.
2017 წელს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ხარჯები 80,000.00 ლარი.
ეროვნული „მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
- დამტკიცდეს კომისიის 2017 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:
|
სულ შემოსავლები |
9,410,000.00 |
|
რეგულირების საფასური |
8,560,000.00 |
|
სარეზერვო ფონდი |
850,000.00 |
|
|
|
|
სულ ხარჯები |
9,410,000.00 |
|
ძირითადი საშუალებები |
1,818,933.93 |
|
საკანცელარიო, საფოსტო, პოლიგრაფიული და ჟურნალ-გაზეთების ხარჯები |
59,619.00 |
|
კომუნიკაციის, ელექტროენერგიის, წყლის და ბუნებრივი აირის ხარჯები |
151,778.00 |
|
და ძალაში შევიდეს 2017 წლის 1 იანვრიდან |
|
|
ავტომანქანის საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯები |
104,000.00 |
|
მივლინების ხარჯები |
171,382.54 |
|
საბანკო მომსახურეობის ხარჯები |
15,000.00 |
|
კონფერენციების ჩატარების, მუშა სემინარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სხვა ხარჯები |
78,034.00 |
|
სხვადასხვა საწევრო გადასახადები |
38,645.00 |
|
საექსპერტო და საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯები |
319,625.00 |
|
სხვა საერთო ხარჯები |
393,822.33 |
|
წარმომადგენლობითი ხარჯები |
30,000.00 |
|
მიმდინარე რემონტის ხარჯები |
12,000.00 |
|
შრომის ანაზღაურება |
3,995,738.00 |
|
სახ. ბიუჯეტის ანარიცხები |
998,934.50 |
|
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამხველის ხარჯები |
20,000.00 |
|
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამხველის სამსახურის შრომის ანაზღაურების და სახ. ბიუჯეტის ხარჯები |
249,171.20 |
|
პრემირების ფონდი |
873,316.50 |
|
წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი |
80,000.00 |
2. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშების კომისიისათვის წარმოდგენა ყოველი კვარტლის დასრულების მომდევნო თვეს;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2017 წლის 1 იანვრიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, #6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნულის გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ნათია დევდარიანს).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი მ. ქათამაძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
