საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 25 მაისის № 316/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2017 12:11
მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2016
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 25 მაისის № 316/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”ალგანმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რ-ნის სასამართლოს მიერ, რეგ. N2/4-4215 (10.12.2004); ს.კ. №202246097) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/12861-16, 13.12.16) ქ. თბილისში მინიჭებული 169.325 მჰც სიხშირის მოქმედების გეოგრაფიული ზონის გაზრდის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 25 მაისის N 316/7 გადაწყვეტილებით შპს ”ალგანს“ მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 1321 ნებართვა და მიენიჭა 169.325 მჰც, 442.275 მჰც და 447.325 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, ერთი წლის ვადით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და შესაძლებლად მიაჩნია შპს ”ალგანისთვის“ ქ. თბილისში მინიჭებული 169.325 მჰც სიხშირე სარგებლობა დამატებით გავრცელდეს ქ. ბათუმის ტერიტორიაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2016 წლის 25 მაისის N 316/7 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მიეცეს შპს „ალგანს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 1321 ნებართვა და მიენიჭოს 169.325 მჰც სიხშირე ქ. თბილისსა და ქ. ბათუმში, ხოლო 442.275 მჰც, 447.325 მჰც სიხშირეები
ქ. თბილისში, (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც), ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;”;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ალგანისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ალგანისთვის” ჩაბარებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) შპს “ალგანისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
