საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 20 ოქტომბრის № 625/15 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2017 11:57
მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2016
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 20 ოქტომბრის № 625/15 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (14.10.2016 №07/1397) მიმართა სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა” კომისიის 2015 წლის 20 ოქტომბერის N625/15 გადწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. კერძოდ, სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი” ითხოვს კომისიის N625/15 გადაწყვეტილების მე-2 მუხლის შეცვლას ისეთნაირად, რომ ნუმერაციის რესურსის 116 006 გამოყენება შესაძლებელი გახდეს ოჯახში ძალადობის საკითხებთან ერთად, ასევე სექსუალური ძალადობისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე ცხელი ხაზის ორგანიზებისთვის.
კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს” კომისიის 2015 წლის 20 ოქტომბერის N625/15 გადაწყვეტილებით მიენიჭა საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსი (ევრონომერი) 116006 (ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი). ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს” განესაზღვრა ნუმერაციის რესურსის (116 006) გამოიყენოს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვეპლთა დასაცავად ცხელი ხაზის ორგანიზებისთვის.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი სამსახურებისთვის გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი (ევრონომერი) გაიცემა კომისიის მიერ, მინიჭების საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამავე წესების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზის ორგანიზებისთვის გათვალისწინებულია ნუმერაციის რესურსი (ევრონომერი) -116006 ციფრების კომბინაციით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) გამოიყენება ძალადობის მსხვერპლთა ცხელი ხაზის ორგანიზებისთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2016 წლის 01 დეკემბრის N778/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2015 წლის 20 ოქტომბრის N625/15 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით. ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2016 წლის 29 დეკემბერს 15:00 საათზე. ზეპირ მოსმენაზე გამოცხადდა სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის” წარმომადგენელი ნათია ბერიკაშვილი.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №3 დანართის, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, მე-10 და მე-12 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2016 წლის 20 ოქტომბრის N625/15 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„2. სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად ცხელი ხაზის ორგანიზებისთვის შემდეგი პირობების დაცვით:“
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისთვის“ ჩაბარებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრები: ელისო ასანიძე
კახი ბექაური
გიორგი ფრუიძე
