წვდომის მენიუ

შპს ”ვი-ეს”-ის კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის შპს ”მომავლის რეკლამისთვის” გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 89 / 5

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 29, 2016 12:15

მიღების თარიღი თებერვალი 11, 2016

შპს ”ვი-ეს”-ის კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის შპს ”მომავლის რეკლამისთვის” გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2015 წლის 18 აგვისტოს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/606-16) მიმართა შპს ”ვი-ეს”-მა (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405003419) კომპანიის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის შპს ”მომავლის რეკლამაზე” გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. შპს ”ვი-ეს”-ის წერილს ხელს აწერს კომპანიის დირექტორი დავით კორახაშვილი, რომელიც ასევე წარმოადგენს კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელს. 2016 წლის 2 თებერვალს კომისიას წერილობით მიმართა ასევე შპს ”მომავლის რეკლამამ” (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/1037-16) და დაადასტურა, რომ თანახმაა მფლობელობაში მიიღოს კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზია.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის და 371-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

 კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ვი-ეს”-ი ფლობს კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიას 2021 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №838/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:  რადიომაუწყებლობა 105.0 მგჰც სიხშირეზე 100 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ქუთაისი და მიმდებარე სოფლები;

კომისია აღნიშნავს, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერიდან და კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ შპს ”მომავლის რეკლამის” დირექტორი არის საქართველოს მოქალაქე სიმონ ძნელაძე (პ/ნ 01030014837), ხოლო 100%-იანი წილის მფლობელია საქართველოს მოქალაქე ნინო ჩხეიძე (პ/ნ01017013620). კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით სიმონ ძნელაძე ადასტურებს, რომ შპს ”მომავლის რეკლამა” ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ: ადმინისტრაციულ ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს;  ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში  ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მომავლის რეკლამა” ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B76 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს სპეციალიზებულ რადიომაუწყებლობას ქ. თბილისში.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ იქნა შპს ”ვი-ეს”-ის მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის შპს ”მომავლის რეკლამისთვის” გადაცემასთან დაკავშირებით მხარეების განზრახვის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად  (№შ-10/1089-16, 04.02.16წ.), შპს ”მომავლის რეკლამა” ისევე როგორც მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, რომლებსაც ეკრძალებათ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ფლობა. ასევე ლიცენზიების გადაცემის შემთხვევაში არ დაირღვევა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

ამავე დროს, კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების შესაბამისად დგინდება, რომ  შპს ”მომავლის რეკლამის”, შპს ”მომავლის რეკლამის” დირექტორის სიმონ ძნელაძის და პარტნიორის ნინო ჩხეიძის აფილირება რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა კომპანიებთან არ დგინდება. შესაბამისად, შპს ”ვი-ეს”-ის მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის შპს ”მომავლის რეკლამისთვის” გადაცემის შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა სიმონ ძნელაძის და ნინო ჩხეიძის მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად ფიზიკური პირების სიმონ ძნელაძის და ნინო ჩხეიძის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება. ასევე სიმონ ძნელაძის და ნინო ჩხეიძის მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge. გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 11 თებერვალს გამართულ კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს ”ვი-ეს”-ის დირექტორი დავით კორახაშვილი და შპს ”მომავლის რეკლამის” დირექტორი სიმონ ძნელაძე. კომისიის სხდომაზე შპს ”მომავლის რეკლამის” დირექტორს სიმონ ძნელაძეს განემარტა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე,  371-ე და მე-60 მუხლების მოთხოვნები. სიმონ ძნელაძემ საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურა, რომ შპს ”მომავლის რეკლამა” და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, მან ასევე დაადასტურა, რომ შპს ”მომავლის რეკლამას” და მის ბენეფიციარ მესაკუთრეებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლიდან გამომდინარე არ გააჩნიათ ურთიერთდამოკიდებულება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ რომელიმე მაუწყებელთან.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ”ვი-ეს”-ის მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის შპს ”მომავლის რეკლამისთვის” გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს ”ვი-ეს”-ის მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის შპს ”მომავლის რეკლამისთვის” გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია კომისიამ შპს ”ვი-ეს”-ს  მისცეს წინასწარი თანხმობა, მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის გადაცემაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, 481-ე და მე-60 მუხლებიდან გამომდინარე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1.   მიეცეს თანხმობა შპს ”ვი-ეს”-ს  მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის შპს ”მომავლის რეკლამისთვის” გადაცემაზე;

2. უზრუნველყოს შპს ”მომავლის რეკლამამ” კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის საკუთრებაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ლიცენზიის საკუთრებაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის მიწოდება;

3. განემარტოს შპს ”მომავლის რეკლამას”, რომ შპს ”ვი-ეს”-ის მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის შპს ”მომავლის რეკლამისთვის” გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტებს შპს ”მომავლის რეკლამის” მიერ კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის საკუთრებაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტების ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ)  სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის გადაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) შესაბამისობის დეკლარაციის კომისიის ვებ–გვერდზე ატვირთვის უზრუნველყოფა (ი. მახარაძე);

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ვი-ეს”-ისთვის და შპს ”მომავლის რეკლამისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

8.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                 ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                     ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                     გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                     მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები