შპს „გორდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 29, 2016 12:43
მიღების თარიღი თებერვალი 11, 2016
შპს „გორდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის პირველ სექტემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 25 დეკემბერს Nშ-10/10351-15 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ შპს „გორდას“ მიმართ 2015 წლის 17 დეკემბერს შედგენილი შემოწმების აქტი N26 თანდართული მასალებით (შემოწმების ჩატარების ამსახველი ჩანაწერი CD-ზე, შპს „გორდას“ შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი, კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი და ამ წერილის შპს „გორდასთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, შპს „გორდას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია - 16 ფურც). როგორც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 25 დეკემბრის Nშ-10/10351-15 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 17 დეკემბერს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „გორდას“ შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №26. შემოწმება ჩატარდა ქ.თელავში, მისამართზე: ერეკლე მეორის გამზ. N2. შპს „გორდას“ ოფისში, კომპანიის დირექტორის მოადგილის გიორგი მამუკელაშვილის თანდასწრებით.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 25 დეკემბრის Nშ-10/10351-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „გორდა“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „გორდა“, „მაესტრო“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „აჭარა“, „GDS“, „პალიტრა ტვ“, „კომედი არხი“, „ერთსულოვნება“, „ტაბულა“, „starvision“, „ენკი-ბენკი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „ობიექტივი“,“РЕН ТВ”, “TV 3” (რუსული), ”МИР ТВ”, „Индия ТВ“, “Кухня ТВ”, „თანამგზავრი“.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 25 დეკემბრის Nშ-10/10351-15 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „გორდას“ 2015 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „ტაბულა“, „starvision“, “РЕН ТВ”, “TV 3”(რუსული), „Индия ТВ“, “Кухня ТВ”, „თანამგზავრი“.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გორდას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „გორდას“ მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 17 დეკემბრის N26 შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ შემოწმების დამსწრე შპს „გორდას“ დირექტორის მოადგილე გიორგი მამუკელაშვილის მოთხოვნით გაკეთდა ახსნა-განმარტება. კერძოდ, შპს „გორდას“ დირექტორის მოადგილემ გიორგი მამუკელაშვილმა განმარტა, რომ ტელეკომპანია „კავკასიის“ ნაცვლად ჩართულია ტელევიზია „სტარვიზია“ დროებით „კავკასიის“ მოწოდების შეფერხების გამო.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილით, შპს „გორდას“ (ჩაბარების თარიღი: 16.01.2013; ქვითრის ნომერი:010003897073), როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, დავალებული ჰქონდა, მის მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ პაკეტებსა და საკაბელო ქსელებით გავრცელებული ყველა სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე ან/და აღნიშნული არხების პაკეტში ჩასმამდე.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (25.12.15 Nშ10/10351-15) საფუძველზე, კომისიაში ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 22 იანვარს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „გორდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 4 თებერვალს 15:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს „გორდას“ ეცნობა შეტყობინებით (თარიღი: 22.01.2016; შეტყობინების სარეგისტრაციო ნომერი: 03/267-16) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. კომისიის 2016 წლის 22 იანვრის N03/267-16 შეტყობინება, კომისიის 2016 წლის 4 თებერვლის სხდომის თაობაზე, შპს „გორდას“ ჩაბარდა 2016 წლის 25 იანვარს (გზავნილის კოდი: 070000105567; ჩაბარების თარიღი: 25.01.2016; ჩაიბარა: ნანა მაისურაძემ).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა 2016 წლის 20 იანვარს Nშ-10/511-16 სამსახურებრივი ბარათით მიმართა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს და ითხოვა შპს „გორდას“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტის ოდენობის დადგენა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 27 იანვრის Nშ-10/810-16 სამსახურებრივ ბარათში, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2016 წლის 20 იანვრის Nშ-10/511-16 სამსახურებრივი ბარათის პასუხად აღნიშნულია, რომ შპს „გორდას“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავალის 0,5%-ის ოდენობამ შეადგინა 178,56 (ას სამოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გორდას“ კომისიის 2016 წლის 29 იანვრის N03/344-16 წერილით დამატებით გაეგზავნა საქმის წარმოების მასალა, რომელიც შპს „გორდას“ ჩაბარდა 2016 წლის 30 იანვარს (გზავნილის კოდი: 070000105623; ჩაბარების თარიღი: 30.01.2016; ჩაიბარა: ნანა მაისურაძემ).
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გორდამ“ 2016 წლის 3 თებერვალის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1055-16; 03/02/2016) წერილით კომისიაში წარმოადგინა რიგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ: 1.შპს „ნიუ კონტენტსა“ და შპს „გორდას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების დამატება N 2 (დამატება N2-ის მოქმედების ვადა: 2015 წლის 1 სექტემბიდან 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით) შემდეგი სამაუწყებლო არხების: „НТВ Мир“, „STV“, „Комедия ТВ“, „МНОГОсерийное ТВ“, „Русская Ночь“, „Индия ТВ“, „Боец“, „Кухня ТВ“, „Авто Плюс“, „Интересное ТВ“, „365 Дней ТВ“, „Ля-Минор ТВ“, „HD Life“, „Телеканал Ностальгия“, „Киноплюс“, „Кинохит“, „Киноклуб“, „Наше новое кино“, „Киносоюз“, „НТВ-ПЛЮС 3D“, „Премьера“, „HD Кино“, „HD Кино 2“-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანლირების უფლების მიცემის თაობაზე; 2. შპს „თანამგზავრის“ 2015 წლის 30 ნოემბრის სანებართვო წერილი; 3. ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ 2015 წლის 1 დეკემბრის სანებართვო წერილი სამაუწყებლო არხ „ტაბულას“ რეტრანსლაციის თაობაზე; 4. შპს „სტარვიზიას“ 2016 წლის 29 იანვრის სანებართვო წერილი.
კომისიის 2016 წლის 4 თებერვლის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „გორდას“ უფლებამოსილი წარმომადგენელი. კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „გორდას“ დირექტორის მოადგილე გ. მამუკელაშვილი, რომესლაც არ წარმოუდგენია შპს „გორდას“ კომისიაში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „გორდას“ კომისიის შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე ჩაბარდა 2016 წლის 25 იანვარს და ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ უზრუნველყო დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, კომისიამ მიიჩნია, რომ უფლებამოსილი იყო განეხილა შპს „გორდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის დაუსწრებლად.
კომისიის 2016 წლის 4 თებერვლის სხდომაზე შპს „გორდას“ დირექტორის მოადგილემ გ. მამუკელაშვილმა განაცხადა, რომ კომპანია არამართლზომიერად ახდენდა მხოლოდ “РЕН ТВ”-ს და “TV 3”-ის ტრანზიტს. გ. მამუკელაშვილმა აღნიშნა, რომ 2016 წლის 3 თებერვალს შპს „გორდამ“ კომისიაში წარმოადგინა რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შპს „გორდას“ დირექტორის მოადგილემ კომისიის 2016 წლის 4 თებერვლის სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ დამატებით წარმოადგენდა რიგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების დამადასტურებელ დოკუმენტაციას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გორდას“ მიერ 2016 წლის 3 თებერვლის Nშ-6/1055-16 წერილით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით კომისიის 2016 წლის 4 თებერვლის სხდომა გადაიდო და შპს „გორდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 11 თებერვალი, 15 საათი.
შპს „გორდას“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის სხდომის თაობაზე ეცნობა კომისიის 2016 წლის 8 თებერვლის N03/409-16 შეტყობინებით, რომელიც შპს „გორდას“ ჩაბარდა 2016 წლის 9 თებერვალს (გზავნილის კოდი: AP01000229127; ჩაბარების თარიღი: 9.02.2016; ჩაიბარა: მაყვალა ავალიშვილმა).
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გორდამ“ 2016 წლის 8 თებერვლის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1189-16; 03/02/2016) წერილით კომისიაში დამატებით წარმოადგინა რიგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ: 1. შპს „გორდასა“ და შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების დამატება N5 (დამატება N5-ის მოქმედების ვადა: 2016 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით) შემდეგი სამაუწყებლო არხების: „Охота и рыбалка“, „Усадьба“, „Здоровье“, „Психология 21“, „Драив“, „Вопросы и ответы“, „Домашние животные“, „Ретро“, „RTVi“, „Шансон“, „Детский Мир – Телеклуб“, „Наше Кино“, „Мир сериала“, „Music Box“, „Music Box ru“, „Юмор ТВ“-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების მიცემის თაობაზე ; 2. შპს „გორდასა“ და შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების დამატება N4 (დამატება N4-ის მოქმედების ვადა: 2015 წლის პირველი ნაემბრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) შემდეგი სამაუწყებლო არხების: „Охота и рыбалка“, „Усадьба“, „Здоровье“, „Психология 21“, „Драив“, „Вопросы и ответы“, „Домашние животные“, „Ретро“, „RTVi“, „Шансон“, „Детский Мир – Телеклуб“, „Наше Кино“, „Мир сериала“, „Music Box“, „Music Box ru“, „Юмор ТВ“-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების მიცემის თაობაზე; 3. შპს „გორდასა“ და შპს „ნიუ კონტენტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების დამატება N4 (დამატება N4-ის მოქმედების ვადა: 2015 წლის პირველი ნოემბრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) შემდეგი სამაუწყებლო არხების: „НТВ Мир“, „STV“, „Комедия ТВ“, „МНОГОсерийное ТВ“, „Русская Ночь“, „Индия ТВ“, „Боец“, „Кухня ТВ“, „Авто Плюс“, „Интересное ТВ“, „365 Дней ТВ“, „Ля-Минор ТВ“, „HD Life“, „Телеканал Ностальгия“, „Киноплюс“, „Кинохит“, „Киноклуб“, „Наше новое кино“, „Киносоюз“, „НТВ-ПЛЮС 3D“, „Премьера“, „HD Кино“, „HD Кино 2“-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების მიცემის თაობაზე; 4. შპს „გორდასა“ და შპს „ნიუ კონტეტნტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების დამატება N5 (დამატება N5-ის მოქმედების ვადა: 2016 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით) შემდეგი სამაუწყებლო არხების: „НТВ Мир“, „STV“, „Комедия ТВ“, „МНОГОсерийное ТВ“, „Русская Ночь“, „Индия ТВ“, „Боец“, „Кухня ТВ“, „Авто Плюс“, „Интересное ТВ“, „365 Дней ТВ“, „Ля-Минор ТВ“, „HD Life“, „Телеканал Ностальгия“, „Киноплюс“, „Кинохит“, „Киноклуб“, „Наше новое кино“, „Киносоюз“, „НТВ-ПЛЮС 3D“, „Премьера“, „HD Кино“, „HD Кино 2“-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების მიცემის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „გორდას“ უფლებამოსილი წარმომადგენელი გ. მამუკელაშვილი მოქმედი შპს „გორდას“ დირექტორის გივი მამუკელაშვილის მიერ 2016 წლის 11 თებერვალს გაცემული მინდობილობის საფუძველზე, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიის მიერ სამაუწყებლო არხების „TV 3“ (რუსული) და „РЕН ТВ“-ის არამართლზომიერი ტრანზიტი განხორციელდა ტექნიკური ხარვეზის გამო, რაც დაკავშირებული იყო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან. შპს „გორდას“ დირექტორის მოადგილე გ. მამუკელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2016 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების ტრანზიტი კომპანიის მიერ შეწყვეტილია. შესაბამისად, გ. მამუკელაშვილმა ითხოვა კომისიამ შპს „გორდას“ არ დააკისროს ჯარიმა.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 25 დეკემბრის Nშ-10/10351-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით (შემოწმების ჩატარების ამსახველი ჩანაწერი CD-ზე, შპს „გორდას“ შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი, კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი და ამ წერილის შპს „გორდასთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, შპს „გორდას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია - 16 ფურც);
- შპს „გორდას“ 2015 წლის 17 დეკემბრის N26 შემოწმების აქტი;
- 2015 წლის 17 დეკემბერს შპს „გორდას“ შემოწმების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი (1 CD);
- შპს „გორდას“ დირექტორის მოადგილის, შემოწმების დამსწრე მოწმის გიორგი მამუკელაშვილის პირადობის მოწმობის ასლი;
- კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი და ამ წერილის შპს „გორდასთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი - საფოსტო ქვითარი N010003897073;
- კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „გორდას“ შესახებ;
- კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2016 წლის 20 იანვრის Nშ-10/511-16 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამნეტის 2016 წლის 27 იანვრის Nშ-10/810-16 სამსახურებრივი ბარათი;
- „შპს „გორდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“კომისიის 2015 წლის 5 მარტის N127/18 გადაწყვეტილება;
- შპს „გორდას“ 2016 წლის 3 თებერვლის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1055-16; 03.02.2016) წერილი თანდართული რიგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების დამადატურებელი დოკუმენტაციით;
- შპს „გორდას“ დირექტორის მოადგილე გიორგი მამუკელაშვილის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2016 წლის 4 თებერვლის სხდომაზე;
- შპს „გორდას“ 2016 წლის 8 თებერვლის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1189-16; 08.02.2016) წერილი თანდართული რიგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების დამადატურებელი დოკუმენტაციით;
- შპს „გორდას“ უფლებამოსილი წარმომადგენლის გიორგი მამუკელაშვილის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის სხდომაზე.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს „გორდა“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 09.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: ოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ პირთა მიერ, 2015 წლის 17 დეკემბერს, 13:10 საათზე განხორციელდა შპს „გორდას“ შემოწმება კომპანიის ოფისში, მისამართზე: ქ.თელავი, ერეკლე მეორის გამზ. N2; აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N26. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები: ზურაბ კვირკველია და იოსებ ბაღაშვილი, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე პირი, შპს „გორდას“ დირექტორის მოადგილე გიორგი მამუკელაშვილი;
- შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ 2015 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით შპს „გორდა“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „გორდა“, „მაესტრო“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „აჭარა“, „GDS“, „პალიტრა ტვ“, „კომედი არხი“, „ერთსულოვნება“, „ტაბულა“, „starvision“, „ენკი-ბენკი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „ობიექტივი“, „РЕН ТВ“, „TV 3“ (რუსული), ”МИР ТВ”, „Индия ТВ“, “Кухня ТВ”, „თანამგზავრი“.
- შპს „გორდას“ 2015 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „ტაბულა“, „starvision“, “РЕН ТВ”, “TV 3”(რუსული), „Индия ТВ“, “Кухня ТВ”, „თანამგზავრი“.
- შპს „გორდას“ მიერ 2016 წლის 3 თებერვლის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1055-16; 03.02.2016) წერილით წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ შპს „გორდა“ შემოწმების მომენტში (2015 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით) მართლზომიერად ახდენდა სამაუწყებლო არხების „ტაბულა“ და „თანამგზავრი“ რეტრანსლირებას. ზემოაღნიშნული არხების მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შპს „გორდას“ მიერ არხებს პაკეტში ჩასმამდე კომისიაში წარმოდგენილი არ ყოფილა;
- შპს „გორდას“ მიერ 2015 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით სამაუწყებლო არხ „სტარვიზიას“ რეტრანსლირება ხორციელდებოდა არამართლზომიერად, ვინაიდან, შემოწმების შემდგომ პერიოდში განხორციელდა ზემოაღნიშნული არხის მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი სანებართვო წერილის გაცემა (შპს „სტარვიზიას“ სანებართვო წერილი არხის მართლზომიერი რეტრანსლირების თაობაზე დათარიღებულია 2016 წლის 29 იანვრით);
- შპს „გორდას“ მიერ 2016 წლის 8 თებერვლის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1189-16; 08.02.2016) წერილით წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ შპს „გორდა“ შემოწმების მომენტში (2015 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით) მართლზომიერად ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: „Индия ТВ“, “Кухня ТВ“. ზემოაღნისნული არხების მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შპს „გორდას“ მიერ არხის პაკეტში ჩასმამდე კომისიაში წარმოდგენილი არ ყოფილა;
- 2015 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით შპს „გორდა“ საკუთარი საკაბელო ქსელით არამართლზომიერად ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „starvision“, „РЕН ТВ“, „TV 3“(რუსული);
- კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილით (შპს „გორდას“ ჩაბარდა 16.01.2013) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს „გორდას“ ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ - ყოველთვიურად, სამაუწყებლო ბადის დართვით, მომდევნო 30 დღეზე; ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ამავე წერილით შპს „გორდას“ ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის №26 შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
- შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2015 წლის 17 დეკემბრის №26 შემოწმების აქტით და აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (1 CD);
- შპს „გორდას“ კომისიის 2015 წლის 5 მარტის N127/18 გადაწყვეტილებით მიეცა გაფრთხილება, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის დარღვევის გამო.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად კომისია აღნიშნავს შემდეგს:
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
- ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პიველი პუნქტის თანხამად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
- „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
- „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია; ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო, „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების: „starvision“, “РЕН ТВ”, “TV 3”(რუსული), შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უცველელი სახით გადაცემით შპს „გორდას“ მიერ დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით სამაუწყებლო არხების ტრანზიტის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენამდე სამაუწყებლო არხების: „ტაბულა“, „თანამგზავრი“, „Индия ТВ“, „Кухня ТВ“-ის სამომხმარებლო პაკეტში ჩასმით და საკუთარი ქსელით გადაცემით, შპს „გორდას“ მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გორდას“ მიერ 2016 წლის 3 თებერვალს კომისიაში წარმოდგენილი Nშ-6/1055-16 წერილით გაირკვა, რომ შემოწმების შემდგომ პერიოდში, სამაუწყებლო არხზე: „სტარვიზია“ მოპოვებული/გაფორმებული მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენით, შპს „გორდამ“ წარმოების პროცესში ნაწილობრივ აღმოფხვრა დარღვევის ფაქტი.
კომისიას მიაჩნია, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „გორდას“ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ იმ სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირება, რომელთა მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიის მიერ კომისიაში წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის წარმოდგენილი არ არის, კერძოდ: „РЕН ТВ“ და „TV 3“(რუსული).
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გორდას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული იყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია, კერძოდ, შპს „გორდას“ კომისიის 2015 წლის 5 მარტის N127/18 გადაწყვეტილებით მიეცა გაფრთხილება, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის დარღვევის გამო; შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სამაუწყებლო არხების: „starvision“, “РЕН ТВ” და “TV 3”(რუსული) შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უცველელი სახით გადაცემისთვის შპს „გორდას“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 27 იანვრის Nშ-10/810-16 სამსახურებრივ ბარათის თანახმად, შპს „გორდას“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების მიხედვით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის მინიმალურ ოდენობაზე ნაკლებია. შესაბამისად, შპს „გორდას“ უნდა დაეკისროს ჯარიმის სახით საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 3,000.00 (სამი ათასი) ლარის გადახდა.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „გორდას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ იყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევისთვის. შესაბამისად, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „გორდას“ მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება სამაუწყებლო არხების „ტაბულა“, „თანამგზავრი“, „Индия ТВ“, „Кухня ТВ“-ის სამომხმარებლო პაკეტში ჩასმამდე და საკუთარი ქსელით გადაცემამდე ამ არხების მართლზომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოუდგენლობის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „გორდას“ დაეკისროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „გორდამ“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
სახაზინო კოდი - 300853251;
3. უზრუნველყოს შპს „გორდამ“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;
4. შპს „გორდას“ მიეცეს გაფრთხილება, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
5. შპს ,,გორდამ“ უზრუნველყოს შემდეგი სატელევიზიო არხების: „TV 3“(რუსული), „РЕН ТВ“-ის საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „გორდასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა, ასევე კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „გორდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
9. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „გორდასთვის“ ჩაბარების დღიდან;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
