წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №12 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 97 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 29, 2016 16:33

მიღების თარიღი თებერვალი 18, 2016

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 12 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2016 წლის 18 თებერვლის №12 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე-15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2016 წლის 18 თებერვლის №12 სხდომის დღის წესრიგს დაემატოს ერთი საკითხი: შპს „კავკასუს ონლაინის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F6 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

2. კომისიის 2016 წლის 18 თებერვლის №12 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №12 სხდომის დღის  წესრიგი

              ქ. თბილისი                                                              2016  წლის 18 თებერვალი, 15:00 საათი

 

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №12 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. სს ”თელასისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  3. სს ”თელასისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული  სპექტრით  სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  4. შპს ”მედგრუპ ჯორჯიას“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  5. შპს ”ჩემი ტაქსისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  6. ინდ. მეწარმე „ლელა ყაჭეიშვილისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  7. ინდ. მეწარმე „რომან კვირკველიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  8. საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  9. შპს „მაიფონისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  10. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F41ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2007 წლის              21 სექტემბრის №540/5 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  11. მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; თანამომხსენებლები: ი.ვერძეული - სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მ.შ.; ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  12. ერთი მხრივ, სს „სილქნეტსა“ და მეორე მხრივ შპს „SK Communications”-ს შორის დავის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა – სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
  13. შპს “Technomax LLP”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს.თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
  14. შპს „სკაილაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის  არასაშტატო სპეციალისტი);
  15. ერთი მხრივ, სს „სილქნეტსა“ და მეორე მხრივ შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“ შორის არსებული დავის განხილვის შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია – სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  16. შპს „კავკასუს ონლაინის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F6 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები