წვდომის მენიუ

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №01 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 01 / 17

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2017 11:33

მიღების თარიღი იანვარი 05, 2017

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის  №01 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2017 წლის 05 იანვრის №01 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე „კომისიის აპარატის მუშაობის წესის“ მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2017 წლის 05 იანვრის №01 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: შპს “მიკრონეტის“ წილის 100%-ის ფიზიკურ პირ დავით სიხარულიძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.კანკავა – სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ბაზრის ანალიზისა და კვლევის მთავარი სპეციალისტი).

2. კომისიის 2017 წლის 05 იანვრის №01 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე


საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 01 სხდომის დღის წესრიგი

             ქ. თბილისი   2017  წლის 5 იანვარი, 15:00 საათი

 

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №01 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის უფროსი);

2. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის დაგეგმვის ჯგუფის უფროსი);

3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ (მომხს. ი.მახარაძე - აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);

4. შპს “მიკრონეტის“ წილის 100%-ის ფიზიკურ პირ დავით სიხარულიძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.კანკავა – სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ბაზრის ანალიზისა და კვლევის მთავარი სპეციალისტი).

5. შპს „TECHNOMAX LLP”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

6. შპს „ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

7. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები