წვდომის მენიუ

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის რადიოსიხშირეების სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 02 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 12, 2017 11:29

მიღების თარიღი იანვარი 05, 2017

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის რადიოსიხშირეების  სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა კომისიას მიმართა განცხადებით (№1/63-600ს,16.09.16), საქართველოს ტერიტორიაზე დაცვითი ღონისძიებების განხორციელებისთვის, სამსახურებრივი დანიშნულების რადიოსარელეო სადგურების სიხშირული რესურსით უზრუნველყოფის მიზნით, ამავე განცხადების დანართში განსაზღვრული გეოგრაფიული კოორდინატებისა და რადიოსიხშირული პარამეტრების შესაბამისად, რადოსარელეო სიხშირეების  მინიჭების მოთხოვნით.

ზემოაღნიშნული განცხადების დანართში განსაზღვრული, მოთხოვნილი სიხშირული რესურსის  მინიჭებისთვის, შერჩეულ იქნა რადოსარელეო სიხშირეები (რადიოსიხშირული წყვილები) და შეთანხმების მიზნით, ტექნიკური ხასიათის მონაცემები წერილობით ეცნობა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს. თანხმობა, შერჩეული  რადოსარელეო სიხშირეების (რადიოსიხშირული წყვილების) გამოყენების შესახებ, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა დაადასტურა წერილობით (კომისიაში რეგისტრირებული  №30-ს, 26.10.16).

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს  კანონის 471  მუხლის  მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274მუხლის,„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილებით დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის“ მე-3 თავის 3.2.19 პუნქტის, ამავე დადგენილების №3 დანართის 31-ე პუნქტის და ”საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა 

1. მიენიჭოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, საქართველოს ტერიტორიაზე დაცვითი ღონოსძიებების განახორციელებლად სამსახურებრივი დანიშნულების რადიოსარელეო სადგურების  ფუნციონირებისთვის, რადიოსიხშირეები ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით  განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად, ერთი წლის ვადით;

2. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3. სახელმწიფო  საიდუმლოებად  იქნას მიჩნეული  წინამდებარე  გადაწყვეტილების  დანართი;

4. აღირიცხოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის     სპეციალურ  რეესტრში   (ი.ხარებავა);

5.  საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

6.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის ჩაბარებისთანავე; 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის ჩაბარებიდან  ერთი თვის ვადაში;   

8.   გადაწყვეტილება,  დანართის  გარეშე  გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს  (თ.ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ.აბაშიძე     

კომისიის    წევრი                                                                                ე.ასანიძე

კომისიის    წევრი                                                                               გ.ფრუიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები