საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 12, 2017 12:07
მიღების თარიღი იანვარი 05, 2017
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”), ავტორიზებული, ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელი პირების მიერ „მაუწყებლობის შესახებ” და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნებისა და ავტორიზაციის, სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის და კონტროლის განხორციელების, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული, ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელი პირების მხრიდან კანონის მოთხოვნების, სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევის გამოვლენისა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს საარჩევნო კოდექსით, კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის მიზნით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 35-ე და 36-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში შემოწმების ჩატარების, შემოწმების აქტებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოთ კომისიის აპარატში დასაქმებულ შემდეგ პირებს:
ა) ივანე მახარაძე - კომისიის აპარატის აუდიო–ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსი;
ბ) მარიამ აროშიძე - კომისიის აპარატის აუდიო–ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის უზრუნველყოფის მთავარი სპეციალისტი;
გ) ზურაბ კვირკველია - კომისიის აპარატის აუდიო–ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის წამყვანი სპეციალისტი;
დ) იოსებ ბაღაშვილი – კომისიის აპარატის აუდიო–ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის წამყვანი სპეციალისტი;
ე) კონსტანტინე ქორიძე – კომისიის აპარატის აუდიო–ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი;
ვ) ლალი გვერდწითელი – კომისიის აპარატის აუდიო–ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის უზრუნველყოფის სპეციალისტი;
ზ) ნიკოლოზ კონდოლელი - კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის რადიომონიტორინგის სადგურის მთავარი ინჟინერი;
თ) კახაბერ მამისეიშვილი - კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის რადიომონიტორინგის უფროსი ტექნიკოსი;
ი) ზურაბ გუძუაძე – კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მონაცემთა დამუშავების სპეციალსტი;
კ) გიორგი წიკლაური – კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის რადიომონიტორინგის სადგურის წამყვანი ინჟინერი;
ლ) ლევან დემურაძე – კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის რადიომონიტორინგის ინჟინერი;
მ) დავით ქუთათელაძე - კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურისა და ქსელების მთავარი სპეციალისტი;
ნ) ციალა უჯმაჯურიძე - კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ნუმერაციის მართვის მთავარი სპეციალისტი;
ო) ნათია დევდარიანი – კომისიის აპარატის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი;
2. უზრუნველყონ კომისიის აპარატის ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნულმა პირებმა შემოწმების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;
3. შემოწმების აქტის შედგენისას უფლებამოსილმა პირებმა იხელმძღვანელონ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის შესაბამისად;
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას უფლებამოსილმა პირებმა იხელმძღვანელონ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 37-ე მუხლის შესაბამისად;
5. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2018 წლის 01 იანვრამდე;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ (ი. ხარებავა), აუდიო–ვიზუალური მედია მომსახურებათა რეგულირების (ი. მახარაძე), რადიოსიხშირული სპექტრის მართვის (ს. შავგულიძე) და საფინანსო–საბიუჯეტო (ნ. დევდარიანი) დეპარტამენტებს.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
