წვდომის მენიუ

შპს “მიკრონეტ“-ის წილის 100%-ის ფიზიკურ პირ დავით სიხარულიძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 04 / 11

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 13, 2017 19:08

მიღების თარიღი იანვარი 05, 2017

შპს “მიკრონეტ“-ის წილის 100%-ის ფიზიკურ პირ დავით სიხარულიძის მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2016 წლის 29 დეკემბერს წერილით მიმართა შპს “მიკრონეტ“-მა (კომისიაში რეგისტრაციის №6/13441-16 29.12.2016), შპს “მიკრონეტ“-ის წილის 100%-ის ფიზიკურ პირ დავით სიხარულიძის მიერ  შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “მიკრონეტ“-ი (ს/კ 204557960) წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

 

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1

ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

 

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

ტექსტური შეტყობინების მომსახურება

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

WiFi

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “მიკრონეტ“-ის მიერ 2016 წლის 29 დეკემბრის  წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/13441-16 29.12.2016), კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

 

 

 

 

 

 

 

- ინფორმაცია შპს “მიკრონეტ“-ის საქმიანობისა და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;

- ინფორმაცია  შპს “მიკრონეტ“-ის შემოსავლების შესახებ;

- ინფორმაცია  შპს “მიკრონეტ“-ის აბონენტების შესახებ;

- ინფორმაცია შპს “მიკრონეტ“-ის წილის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის - დავით სიხარულიძის აფილირების შესახებ სხვა ავტორიზებულ პირებთან.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (ამონაწერის მომზადების თარიღი: 29/07/2013) თანახმად, შპს “მიკრონეტ“-ის დირექტორი და წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ვახტანგ სიხარულიძე.

შპს “მიკრონეტ“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ფიზიკურ პირ დავით სიხარულიძეს განზრახული აქვს შეიძინოს  ფიზიკური პირი ვახტანგ სიხარულიძისაგან შპს “მიკრონეტ“-ის წილის 100%.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (ამონაწერის მომზადების თარიღი: 28/07/2014) თანახმად, ფიზიკური პირი დავით სიხარულიძე წარმოადგენს შპს „ნეტსითის“ (ს/კ440887211) წილის 50%-ის მფლობელს. ასევე, შპს „ნეტსითის“ წილის 50%-ის მფლობელია ფიზიკური პირი მამუკა თავშავაძე.  შპს „ნეტსითის“ დირექტორია ჯიმშერ მარგალიტაძე.

კომისიაში არსებული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს “მიკრონეტ“-ის, შპს „ნეტსითის“, ფიზიკური პირების: ვახტანგ სიხარულიძის, მამუკა თავშავაძის, ჯიმშერ მარგალიტაძის აფილირება სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

ფიზიკურ პირ დავით სიხარულიძის მიერ შპს “მიკრონეტ“-ის წილის 100%-ის შეძენის შემთხვევაში შპს “მიკრონეტ“-ი და შპს „ნეტსითი“ გახდებიან აფილირებული ავტორიზებული პირები.

შპს „ნეტსითი“ (ს/კ440887211)  წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

WiFi

შპს “მიკრონეტ“-ი, ასევე შპს „ნეტსითი“  ახორციელებენ საცალო ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით.

კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს “მიკრონეტ“-ის შემოსავლებმა 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის თვის ჩათვლით შეადგინა:

ახმეტის მუნიციპალიტეტში - 89,974 ლარი (ხვედრითი წილი 15%);

ქალაქ ბათუმში - 49,831 ლარი (ხვედრითი წილი 0,5%);

ბორჯომის მუნიციპალიტეტში - 15,105 ლარი (ხვედრითი წილი 1,9%);

გარდაბნის მუნიციპალიტეტში - 116,889 ლარი (ხვედრითი წილი 5,9%);

გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 251 ლარი (ხვედრითი წილი 0,1%);

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში - 23,575 ლარი (ხვედრ. წილი 12,1%);

ვანის მუნიციპალიტეტში - 2,536 ლარი (ხვედრითი წილი 0,7%);

ქალაქ თბილისში - 43,509 ლარი (ხვედრითი წილი 12,1%);

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში - 50,310 ლარი (ხვედრითი წილი 17,3%);

თელავის მუნიციპალიტეტში - 97,456 ლარი (ხვედრითი წილი 4,8%);

ლენტეხის მუნიციპალიტეტში - 33,345 ლარი (ხვედრითი წილი 85,9%);

მესტიის მუნიციპალიტეტში - 43,324 ლარი (ხვედრითი წილი 97,6%);

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში - 99,587 ლარი (ხვედრითი წილი 8,7%);

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში - 3,614 ლარი (ხვედრითი წილი 0,4%);

სიღნაღის მუნიციპალიტეტში - 6,144 ლარი (ხვედრითი წილი 1,3%);

ქედის მუნიციპალიტეტში - 1,291 ლარი (ხვედრითი წილი 3,9%);

ქობულეთის მუნიციპალიტეტში - 21,410 ლარი (ხვედრითი წილი 1,4%);

ქალაქი ქუთაისი - 5,704 ლარი (ხვედრითი წილი 0,1%);

ყვარელის მუნიციპალიტეტში - 42,572 ლარი (ხვედრითი წილი 6,4%);

ცაგერის მუნიციპალიტეტში - 73,680 ლარი (ხვედრითი წილი 92,5%);

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში - 26,214 ლარი (ხვედრითი წილი 2,5%);

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - 207,118 ლარი (ხვედრითი წილი 19,7%).

               შპს “მიკრონეტ“-ის აბონენტების რაოდენობამ 2016 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა:

ახმეტის მუნიციპალიტეტში - 364 აბონენტი (ხვედრითი წილი 16,1%);

ქალაქ ბათუმში - 163 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,4%);

ბორჯომის მუნიციპალიტეტში - 64 აბონენტი (ხვედრითი წილი 1,9%);

გარდაბნის მუნიციპალიტეტში - 392 აბონენტი (ხვედრითი წილი 4,6%);

გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 1 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,1%);

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტ. - 73 აბონენტი (ხვედრითი წილი 8,4%);

ვანის მუნიციპალიტეტში - 12 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,7%);

ქალაქ თბილისში - 10 აბონენტი;

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში - 201 აბონენტი (ხვედრითი წილი 14,3%);

თელავის მუნიციპალიტეტში - 365 აბონენტი (ხვედრითი წილი 4,1%);

ლენტეხის მუნიციპალიტეტში - 138 აბონენტი (ხვედრითი წილი 97,9%);

მესტიის მუნიციპალიტეტში - 157 აბონენტი (ხვედრითი წილი 98,7%);

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში - 425 აბონენტი (ხვედრითი წილი 9,7%);

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში - 15 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,4%);

სიღნაღის მუნიციპალიტეტში - 21 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,8%);

ქობულეთის მუნიციპალიტეტში - 86 აბონენტი (ხვედრითი წილი 1,64%);

ქალაქი ქუთაისი - 26 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,1%);

ყვარელის მუნიციპალიტეტში - 150 აბონენტი (ხვედრითი წილი 5,3%);

ცაგერის მუნიციპალიტეტში - 287 აბონენტი (ხვედრითი წილი 99%);

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში - 117 აბონენტი (ხვედრითი წილი 2,5%);

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - 841 აბონენტი (ხვედრითი წილი 27,7%).

კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს “ნეტსითის“ შემოსავლებმა 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის თვის ჩათვლით შეადგინა:

გორის მუნიციპალიტეტში - 425 ლარი (ხვედრითი წილი 0,01%);

ქარელის მუნიციპალიტეტში - 151,535 ლარი (ხვედრითი წილი 23,1%);

ხაშურის მუნიციპალიტეტში - 2,215 ლარი (ხვედრითი წილი 0,2%).

შპს “ნეტსითის“ აბონენტების რაოდენობამ 2016 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა:

გორის მუნიციპალიტეტში - 1 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,01%);

ქარელის მუნიციპალიტეტში - 590 აბონენტი (ხვედრითი წილი 21,4%);

ხაშურის მუნიციპალიტეტში - 12 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,2%).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “მიკრონეტ“-ის წილის 100%-ის ფიზიკურ პირ დავით სიხარულიძის მიერ  შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

შესაბამისად კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “მიკრონეტ“-ის წილის 100%-ის ფიზიკურ პირ დავით სიხარულიძის მიერ  შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს “მიკრონეტ“-ს, შპს “მიკრონეტ“-ის წილის 100%-ის ფიზიკურ პირ დავით სიხარულიძის მიერ  შეძენაზე;

2. განემარტოს შპს “მიკრონეტ“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს “მიკრონეტ“-ი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “მიკრონეტ“-ისათვის გაგზავნა (ი. ხარებავა);

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “მიკრონეტ“-ისათვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “მიკრონეტ“-ისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე                                                       ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                       ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                 გიორგი ფრუიძე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები